შალვა პაპუაშვილი – არიან დონორები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში – ეს არის ჩვეულებრივი დამალვა უცხოური ფულისა, რომელიც შემოდის აქ იატაკქვეშ და რომელიც იხარჯება პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებში

სამწუხაროდ, არიან დონორები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ არის გამჭვირვალობის გამოწვევა, გამჭვირვალობა უკვე მაღალი რეგისტრის ტერმინია ამ მდგომარეობისთვის, ეს არის ჩვეულებრივი დამალვა უცხოური ფულისა, რომელიც შემოდის აქ იატაკქვეშ და რომელიც იხარჯება პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე […]

გიგა ბოკერია – ჩვენი პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა – ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი უნდა იყოს

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მისი პროგნოზები გამართლდა და ევროკავშირის სტატუსის მიღების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება“. ბოკერიას თქმით, ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი უნდა იყოს და არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზაცია. „სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება. ყველასთვის ნათელი […]

კონკურსში – „ქუჩის ხელოვნება“ მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღება იწყება

თბილისის მერია კონკურსში – „ქუჩის ხელოვნება“ (ე.წ. სტრიტ არტი) მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განცხადებების მიღება 30 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე – tbilisi.gov.ge შესაძლებელი. „ბოლო ხანს, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქუჩის ხელოვნება, ე.წ. სტრიტ არტი. ხელოვნების ამ მიმართულებამ […]

WSJ – ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენსა და ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში განლაგებულ ფრანგ ჯარისკაცებს თავს დაესხმებოდა, მათი ჩარევა საჭირო არ იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში განლაგებულ ფრანგ ჯარისკაცებს თავს დაესხმებოდა, მათი ჩარევა საჭირო არ იქნებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას WSJ-ი ფრანგ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. The Wall Street Journal-ის ცნობით, თებერვალში ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენსა და ოლაფ შოლცს უკრაინის მხარდაჭერის […]

ვაისს თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი დაუბრუნდა, მაგრამ გუნდიდან გააგდო – როდრიგესს აღარც უკრაინაში ელოდებიან

რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ ქართველების “სლოვანს” 28 წლის ლუქსემბურგელი ფორვარდი ჟერსონ როდრიგესი დაუბრუნდა. შეხსენებისთვის, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ის ბრატისლავაში აღარ ჩავიდა და სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდნენ. ჟურნალისტი პეტრ სლონკა წერს, რომ როდრიგესი “სლოვანს” დაუბრუნდა, მაგრამ ძირითადი გუნდიდან გააგდეს და ინდივიდიალურად ვარჯიშობს. უფრო მეტიც, “სლოვანი” განიხილავს, […]

ლილუაშვილი: ოცნება ყოველდღიურად თავის შიშებზე ჭრის და კერავს

პარტია საქართველოსთვის წევრი ბექა ლილუაშვილი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება ხელისუფლებას სათანადო პასუხს არჩევნების დროს გასცემს. ამავე განცხადებაში ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ, ქართულმა ოცნებამ უარყო. “ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, […]

„ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა“ – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს: “ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, ისინი მოახერხებენ თუ არ მოახერხებენ ამ კანონის გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ. ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე 26 ოქტომბერს. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა […]

კალაძე: წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “იცით, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვთქვით, რომ მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა სხვა დანარჩენი სამუშაოები, რაც დარჩენილი იყო. ეს იყო გარე განათებების ახალი ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობა, ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო, მარტის ბოლოს […]

ხაზარაძე რუსულ კანონზე: დავალებაა კრემლიდან, რათა ხელი შეეშალოს EU-სთან მოლაპარაკებებს

ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების დავალება ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა კრემლიდან მიიღო, რათა ახალ მიზანს – ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებას შეეშალოს ხელი. ხაზარაძის თქმით, კანონის მიღება ქართულ ოცნებას სჭირდება თავისუფალი აზრისა და არჩევნების გასაკონტროლებლად. ის ივანიშვილს მიმართავს, გამოვიდეს და უთხრას საზოგადოებას, თუ საიდან ფინანსდება ქართული ოცნება. ხაზარაძე ოცნებას […]

იორდანეში კულტურის ცენტრის და სანათლავის პროექტზე უკვე 1.5 მლნ დაიხარჯა

მდინარე იორდანეს სანაპიროსთან სანათლავის და ქართული კულტურის ცენტრის პროექტირებაზე წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯა – ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა ასევე: დოკუმენტში აღნიშნულია: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად – 967,000 ლარი; იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში […]