“ოცნებამ ნაცების “ფასების კამპანია” წააგო – დღეს ქოცები საჩხუბრად იყვნენ მოსულნი” – იაგო ხვიჩია

ეს ინიციატივა ქართული ოცნების კრიზისს აჩვენებს და იმას რომ არ დარჩა არანაირი იარაღი ნაციონალური მოძრაობის ფასების კამპანიასთან დაკავშირებით, პირწმინდად წააგეს ეს კამპანია და საჭირო იყო ახალი ჩხუბის მიზეზი, საჭირო იყო ახალი კამპანია, რომლიც ჩხუბს გამოიწვევდა, რუსული კანონის ყვირილი დაიწყებოდა, დღეს ისინი შემოსულნი იყვნენ დარბაზში საჩხუბრად. ნაცებმა იქვე გადაწყვიტეს, რომ არ აპირებდნენ პასუხის გაცემას, მერე მოვიდნენ […]

კახა კალაძე – ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის ცვლილებები განხორციელდება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, აუცილებელი გახდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის კორექტირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე. „მეტროსადგურ „ავლაბრის“ გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებისას გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი […]

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 აპრილს დასრულდება

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 აპრილის, 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლას ვეღარ შეძლებენ. „გამოცდაზე დარეგისტრირებულებს 15 აპრილის, 18:00 საათამდე შეეძლებათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), […]

ლევან ბეჟაშვილი – ივანიშვილის პარტიამ ვერ შეძლო ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება, ამიტომ ახლა ცდილობენ ისეთი თემები წამოწიონ, რომლებსაც საზოგადოებამ უკვე გასცა მკაფიო პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ივანიშვილის პარტიამ ვერ შეძლო საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება და მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ემიგრაციაში მიდის. მისი თქმით, მოსახლეობის შემოსავლები დაბალია, სესხის პროცენტები მაღალი, პენსიებზე დარიცხული სესხები კაბალური და მთავარი პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლო. „შესაბამისად, მათ სჭირდებათ ახალი თემები იმისათვის, რომ საზოგადოებაში კვლავ დაპირისპირება შეიტანონ, ის თემები წამოწიონ, რომლებზეც […]

დავით მათიკაშვილი – გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში, თუ ვინ რა თანხას ხარჯავს, არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი

გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში, თუ ვინ რა თანხას ხარჯავს, არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი, – ამის შესახებ, უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მათიკაშვილის განმარტებით, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგალითად, „ენჯეო“ სექტორის დიდი ნაწილი სად ხარჯავს ფულს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს, კანონპროექტში ცალსახად შავით-თეთრზე წერია ერთადერთი რამ, რომ 20%-ზე ზემოთ, […]

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. „პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. მეთხილე ფერმერებმა თხილის კადასტრში […]

საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდა: პირველი ადგილის მფლობელი ბაჩანა უგრეხელიძე გახდა, მეორე ადგილი ნინი გაფრინდაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი კი – საბა ყარაზანაშვილმა დაიკავა. წელს კონკურსის ფინალურ ტურში მონაწილეობას 12 ახალგაზრდა იღებდა, რომლის ფარგლებშიც, კონკურსანტებმა გამოსასვლელი სიტყვა მოამზადეს […]

ბოკერია რუსულ კანონზე: პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი, არჩევნებზე სრული მობილიზაცია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა. ბოკერიას თქმით, ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი და რეჟიმის შესაცვლელად, არჩევნებზე საზოგადოების მობილიზება უნდა იყოს. “სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება. ყველასთვის […]

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დამთავრდა. “ვთქვით, რომ მარტის ბოლოსთვის წერეთლის გამზირზე დარჩენილი სამუშაოებიც დასრულდებოდა. ეს იყო: გარე განათების ახალი ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვემოთ ჩატანა, ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობა. ასევე, გვქონდა გარკვეული ხარვეზები, რომელიც გამოსწორებას საჭიროებდა. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დამთავრებულია. ერთადერთი, გამწვანების […]

საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია BOG

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა. კონკურსის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდა: პირველი ადგილის მფლობელი ბაჩანა უგრეხელიძე გახდა, მეორე ადგილი ნინი გაფრინდაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი კი – საბა ყარაზანაშვილმა დაიკავა. წელს კონკურსის ფინალურ ტურში მონაწილეობას 12 ახალგაზრდა იღებდა, რომლის ფარგლებშიც, კონკურსანტებმა გამოსასვლელი სიტყვა მოამზადეს თემაზე: A great […]