„საქართველოს განვითარების ფონდისა“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს განვითარების ფონდი” ბიზნეს ასოციაციებთან, რომლებიც ადგილობრივ მსხვილ და საშუალო ბიზნეს სექტორებს აერთიანებენ, შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მიზანი შესაბამის ბიზნეს სექტორთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რეფორმირებული ფონდის მიმდინარე საქმიანობისა და განახლებული საინვესტიციო სტრატეგიის გაცნობაა. ამჯერად, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორ ლევან ვეფხვაძესთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა, რეფორმირებული ფონდის პრიორიტეტებიდან და საინვესტიციო […]
ატამი, ვაშლი, ყურძენი, ქლიავი – რა გაძვირდა ყველაზე მეტად?

მარტში წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა, ხოლო ყველაზე მსხვილ სასაქონლო ჯგუფში სურსათში ფასები 3.4%-ით შემცირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, უშუალოდ სამომხმარებლო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად 39.9%-ით ანტიბიოტიკების ღირებულება შემცირდა. 38.6%-ით შემცირდა წიწიბურას საფასური, 35%-ით კარტოფილის, 30%-ით კი ზეთის ღირებულება არის შემცირებული. რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელსა და მომსახურებას, მათ შორის პირველ ადგილზეა ელექტრიკოსის მომსახურება, რომელიც წელს 53%-ით […]
ხაზარაძე: მინდა, ივანიშვილს ვუთხრა, არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში

ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო – ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რათა ახლა უკვე უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ გამოვიდეს, როგორც პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარე და ქართველ ხალხს უთხრას რასთან გვაქვს საქმე. […]
POLITICO: საქართველოს მმართველი პარტია რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონს აბრუნებს

ქართული ოცნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოცემა POLITICO ეხმაურება. “საქართველოს მთავრობა აცოცხლებს სადავო წინადადებას საქველმოქმედო ორგანიზაციების, ზეწოლის ჯგუფებისა და ოპოზიციური მედიის აგენტებად მონათვლის შესახებ… …რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მანამდე თქვა, რომ კანონის ქართული ვერსია “შეუსაბამო იქნება ევროკავშირის […]
მამუკა ხაზარაძე – მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში – ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე!

კრემლის დავალებები, რომელიც წინა წელს ჩაგივარდათ, არ გაგივათ! – “რუსული კანონი” არ გავა, ისევე როგორც ვერ დარჩება “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში – არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა “რუსული კანონის” შესახებ ერთი […]
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ პარტიების ფარული დაფინანსება ხდება სხვადასხვა ფონდის მხრიდან – არ მგონია, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყოს ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსი

საქართველოს კანონმდებლობა ყოველ დღე ირღვევა იმით, რომ საქართველოს პარტიების ფარული დაფინანსება ხდება სხვადასხვა ფონდის მხრიდან – არ მგონია, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყოს ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეს დარღვევა უნდა აღმოიფხვრას. „ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა […]
თავართქილაძე: მაინც მოულოდნელი იყო კანონის ასე შემობრუნება, ლოგიკას არ ექვემდებარება

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებისგან აღარაფერი აღარ არის ჩემთვის გასაკვირი, მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის ამ კანონის ასე შემობრუნება. რადგან აღარანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარება. ერთი წლის წინ ძალიან მკაფიოდ გამოხატა ქართველმა ხალხმა თავის დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეს კანონი კვლავ განიცდის კრახს.
ლექსმანი: ოცნება კვლავ ამტკიცებს, რომ ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის

ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის.
ფხენიანმა განაცხადა, რომ გამოცადა საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტა

ჩრდილოეთმა კორეამ 3 აპრილს განაცხადა, რომ გამოცადა საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც მყარ საწვავზე მუშაობს. იარაღის მორიგი დემონსტრირებით ფხენიანმა კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება თავის მეზობელ სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან. ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოაცხადა, რომ გამოცდა წარმატებული იყო და რომ მის ქვეყანას შეუძლია აწარმოოს მყარ საწვავზე მომუშავე, ბირთვული იარაღის ტარების […]
უკრაინაში მებრძოლი თენგიზ ჭანიას ცხედარი განმუხურში ჩაასვენეს

უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი საკუთარ სახლში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, ჩაასვენეს. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 48 წლის მებრძოლის ცხედარს ახლობლები, მეგობრები და თანასოფლელები უკრაინის და საქართველოს დროშებით დახვდნენ. “ბოლოს 18 მარტს ველაპარაკე. დედაო, – დამაბარა, – მოხუცები ხართ და თავს მიხედეთო. ასე მითხრა: ჩვენ დავბრუნდებით, გავიმარჯვებთ და სოხუმიდან მოვალთო. შევპირდი, სუფრას […]