პასუხი ამ საბოტაჟზე და უზრდელობაზე ერთია – პრეზიდენტი მთავრობას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: დღეს უკვე ყველაფრი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი მკაფიოდ გააკეთა, ევროპას უთხრა – არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღეს 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენ ხვალინდელ დღეს და მოლაპარაკებების გახსნას, უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს ოცნება დაკავებულია ჩვენი მომავლის და დღის საბოტაჟით. […]
,,როგორ ბედავენ ჩვენი გამარჯვების მოშხამვას?” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ,,ამ დიდი გამარჯვების შემდეგ როგორ მოხდა რომ “რუსული კანონი” დავიმსახურეთ? როგორ ბედავენ ჩვენი გამარჯვების მოშხამვას? ევროპაში თამაშს ვაპირებთ. რა უნდა ამ ქვეყანაში “რუსულ კანონს”? ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ!! არ გვინდა “რუსული კანონი” არ გვინდა “რუსული კანონი” არ გვინდა ”რუსული კანონი”
როგორ მდირდებიან ყოფილი პრემიერები? – პრეზიდენტი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: თურმე, არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, თუ ყოფილი პრემიერები, მთავარია, მდიდარი მამა ჰყავდეთ ან შვილები, ან ძმები, საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს.
არჩევნებზე რამოდენიმე პარტიით, ერთი დროშის ქვეშ – პრეზიდენტის ინიციატივა

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება მხოლოდ არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის სჭირდება, საბოტაჟია ქვეყნის მომავლის წინაზე და უზრდელობაა ხალხისა და პარტნიორების მიმართა და ამბობს: ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე, ამ ძალიან დიდი შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება – პასუხია ერთი და მხოლოდ ერთი – არჩევნებით […]
“ოცნებამ” მკაფიო განაცხადი გააკეთა: არა ევროპას” – პრეზიდენტი

“ქართული ოცნების ” გადაწყვეტილება დააბრუნოს საპარლამენტო განხილვებში ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონი, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, “არის მკაფიო განაცხადი” რომლითაც მმართველმა გუნდმა ევროპას “არა” უთხრა. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. თუმცა ზურაბიშვილმა იქვე აღნიშნა, რომ “ვერავინ ჩვენს საზოგადოებას ვერ გადაახვევინებს [ევროპული] გზიდან”. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფიქრობს, […]
გენდერული კვოტირების გაუქმებაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 82 ხმით 15-ის წინააღმდეგ, მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს. გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ინიციატივა პირველ აპრილს ბიურომ დაჩქარებული წესით განიხილა. ინიციატივა „გირჩმა“ წარადგინა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა კი განაცხადა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ინიციატივა სინამდვილეში „ქართულ […]
პრეზიდენტი: „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა „არა“!..

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს მმართველი პარტია საკუთარი გადაწყვეტილებით საბოტაჟს ეწევა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მან თავის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა „არა“!.. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი… „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის […]
პარლამენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, 15 წინააღმდეგი იყო. 1 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ამავე სხდომაზე […]
სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა – ლევან დავითაშვილი

სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა – ლევან დავითაშვილი პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის” კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა. „მნიშვნელოვანია, […]
დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები გაევროპელდნენ – პრემიერ-მინისტრი

დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები გაევროპელდნენ – პრემიერ-მინისტრი „დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპელდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამია. ირაკლი კობახიძის განცხადებას სრულად გთავაზობთ: „პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, […]