წილოსანი: პარლამენტის წინ, 8 საათზე გაიმართება აქცია – ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე

დღეს პარლამენტის წინ, 8 საათზე გაიმართება აქცია – ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე. აქციაზე გამოსული ადამიანები დაიწყებენ კანონის გაპროტესტებას, იმისათვის, რომ დარჩნენ გაუმჭვირვალეები და განაგრძონ მუშაობა ბნელ ღამეში.
ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა

ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი. ტაივანის სახანძრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაშავებულთა რაოდენობამ 1038-ს მიაღწია, დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი, სულ მცირე, 52-ია. ერთ-ერთი სასტუმროს ათობით თანამშრომელი ტაროკოს ეროვნულ პარკში იპოვეს, თუმცა 38 თანამშრომელი კვლავ დაკარგულად ითვლება. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე […]
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა იწურება. პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს ახსენებს, რომ, ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წლის გამოცდებზე ისინი ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე.
EU: შეგახსენებთ, სტატუსი მოგენიჭათ იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ნაბიჯები იქნებოდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”. პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ გასულ წელს კანონპროექტის “უპირობოდ გაწვევის” და საზოგადოების მძაფრი რეაქციის მიუხედავად, მმართველი პარტია კვლავ განიხილავს მას. ევროკავშირი შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება 9 რეკომენდაციის კუთხით შესაბამისი ნაბიჯების […]
BOG-ის ხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის შექმნილი Code IT-ის პროექტი გრძელდება (რ)

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახალგაზრდებისთვის პროექტს Code IT ახორციელებს. წელს Code It-ის პროგრამაში მონაწილეობა 150-მა ახალგაზრდამ მიიღო. ტრენინგები კი საქართველოს მასშტაბით არსებულ ტექნოპარკებში იმართებოდა, მათ შორის: ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, პანკისსა და თბილისში. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები ესწრებოდნენ Web Design-ისა და Web Development-ის მიმართულებით გამართულ […]
თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას „საწამლავი წყვილისთვის”. გამოფენის სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული. ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები და თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. 1990-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კონცეპტუალურ ფოტოსერიასთან ერთად, […]
გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ – ვინ ხართ, საიდან მოხვედით? ხან ვფიქრობ, სინდისი, ნამუსი აღარ შერჩათ ამ ადამიანებს – რატომ არის ასეთი დაბალი ანაზღაურება საბავშვო ბაღებში აღმზრდელებზე საქართველოს მასშტაბით?

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა მივმართო – რატომ არის ასეთი დაბალი ანაზღაურება საბავშვო ბაღებში აღმზრდელებზე? – რუსული კანონისთვის გცალიათ, ქალების კვოტირების გაუქმებისთვის გცალიათ, ყველაფერი, რაც ანტიევროპულია, გცალიათ – რანაირად შეიძლება, რომ თქვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია ის, რაც საზოგადოების ინტერესში არ შედის? – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე […]
ევროკავშირი „აგენტების კანონზე“: გამჭვირვალობა შეზღუდვის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს

ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება, 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად“, – წერია 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირი წერს, […]
ტიკტოკი აქტიურად გამოიყენება ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციის სამოქალაქო სექტორისა და მედიის დისკრედიტაციისთვის

დამოუკიდებელი მკვლევრების გუნდმა, ორგანიზაცია ფორსეტის “დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის” ფარგლებში, სოციალურ პლატფრომა TikTok-ზე, პოლიტიკური აქტორები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ TikTok-ზე პოლიტიკური კონტენტის შექმნის კუთხით განსაკუთრებით აქტიურობენ მთავრობის მხარდამჭერი ნამდვილი და ყალბი ანგარიშები. კვლევის მიგნებების თანახმად, მთავრობის მხარდამჭერი ანგარიშები ტიკტოკზე განსაკუთრებით 2023 წლის მარტის (საპროტესტო დემონსტრაციები “რუსული კანონის” წინააღმდეგ) მოვლენების შემდეგ გამოჩნდნენ და მათი აქტიურობა, განსაკუთრებით […]
ხაცკევიჩს ვარჯიშზე ფიზიკურად გაუსწორდნენ – ქართველების ყოფილ მწვრთნელს პოლონეთში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა

გამოცემა Meczyki-ის ინფორმაციით, პოლონეთის მე-2 დივიზიონის ბინადარ სოსნოვეცის “ზაგლებიეს” ვარჯიშის მიმდინარეობისას 3 აპრილს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. მოულოდნელად, ვარჯიშზე დაახლოებით 30-40 ფანი გამოჩნდა, ისინი ფეხბურთელებთან სასაუბროდ მივიდნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდად არ დასრულებულა. გულშემატკივრებმა კლუბის მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყეს. ფანების უკმაყოფილება კლუბის ბოლოდროინდელმა შედეგებმა გამოიწვია. სოსნოვეცის “ზაგლებიე” პოლონეთის მე-2 […]