“ჩვენთვის სიურპრიზი იყო ასეთი ტენდერის გამოცხადება”-სუბსიდირებული შიდა ფრენები ნატახტრის აეროპორტიდან აღარ შესრულდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების განხორციელებაზე 23.1 მლნ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ნატახტრის აეროპორტიდან სუბსიდირებული ფრენები არ შესრულდება.
ასეთი ხალხი, რომლებსაც არ წაუკითხავს კანონი, მავნებლების გავლენის ქვეშ ავტომატურად ექცევა, ისინი კი, მათ უცოდინარობას თავის მზაკვრული გეგმებისა განმახორციელებელ იაფფასიან ინსტრუმენტად იყენებენ

ასეთი ხალხი, რომლებსაც არ წაუკითხავს კანონი, მავნებლების გავლენის ქვეშ ავტომატურად ექცევა, ისინი კი, მათ უცოდინარობას თავის მზაკვრული გეგმებისა განმახორციელებელ იაფფასიან ინსტრუმენტად იყენებენ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება. ექსპერტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, სადაც ნათლად ჩანს თუ ვის ეხება და არ ეხება „გამჭვირვალობის კანონი“. როგორც ექსპერტის წერს, მავნებელ-რადიკალები, რომ […]
მაჭარაშვილი: მუქარები აღარ გაუვათ, ამ კანონს მივიღებთ

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, პარტია ხალხის ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი ქართული ოცნების მიერ უცხოელი აგენტების რუსული კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას ეხმიანება და ამბობს, რომ “მუქარები აღარ გაუვათ და ამ კანონს მივიღებთ”. “იმის შემდეგ მიიღო ევროპარლამენტმა, საფრანგეთმა და კანადამ. ზუსტად იგივე სახელწოდებით, როგორიც მაშინაც იყო და ახლაც არის ევროპარლამენტში ეს კანონი, რომელსაც იღებენ და ჰქვია “უცხოური გავლენისგან თავდასაცავად […]
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ე.ა. თბილისში დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა ე.ა.-ს ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი […]
შეუსაბამო პროდუქტებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ სტატისტიკის წარმოება არცერთი უწყების მიერ არ ხდება – აუდიტის დასკვნა

„ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს“ სხვა სახელმწიფო სუბიექტებთან არასათანადო კოორდინაცია აქვს. ამის შესახებ აუდიტის დასკვნაში წერია. აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპოვა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სააგენტო თანამშრომლობს ჯანდაცვის სექტორთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, ქვეყანაში შეუსაბამო პროდუქტებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ მონაცემების აღრიცხვის და სისტემატიზაციის დაწყების მიზნით. „სააგენტოს განმარტებით, სააგენტო […]
რუსული კანონის პასუხად „საქართველოსთვის“ რუსეთის გავლენისგან დაცვის კანონს წარადგენს

გიორგი გახარიას თანაგუნდელი, პარლამენტარი ბექა ლილუაშვილი განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლების მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის გამეორებით ინიციირებას ეხმაურება. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო ასობით ათასმა მოქალაქემ „ტყუილებში ჩაკარგულ“ „ოცნებას“ კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. ლილუაშვილის თქმით, დღეს, კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია „ტყუილებში ჩაკარგული“ „ოცნება“, […]
ევროკავშირი – საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ევროკავშირი – საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს […]
თეონა აქუბარდია – მოვუწოდებ შალვა პაპუაშვილს, კიდევ გადაიკითხოს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და ნახოს, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ისე როგორც „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ რომელ ქვეყანასთან არის დაკავშირებული

მოვუწოდებ შალვა პაპუაშვილს, რომ კიდევ ერთხელ გადაიკითხოს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და ნახოს, ვინ არის იქ მტერი და ვინ მოყვარე და ამ შემთხვევაში ცარიელ მშვიდობასაც შეხედოს რას ნიშნავს, ისევე, როგორც „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს” რომელ ქვეყანასთან არის დაკავშირებული, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” გაკეთებულ განცხადებას. […]
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს სრულდება

დღეს, 4 აპრილს 18:00 საათზე, 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა იწურება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ 2024 წლის გამოცდებზე ისინი ვეღარ დარეგისტრირდებიან. მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ,,კარიერული განვითარების ბანაკის” მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ირაკლი ლექვინაძემ სტუდენტებთან ერთად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნობრიობა, შედეგები, გატარებული რეფორმები, გამოწვევები და სამომავლოდ დაგეგმილი საკითხები დეტალურად განიხილა. „ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკა […]