ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკა – ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე „კარიერული განვითარების ბანაკის” მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ირაკლი ლექვინაძემ სტუდენტებთან ერთად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნობრიობა, შედეგები, გატარებული რეფორმები, გამოწვევები და სამომავლოდ დაგეგმილი საკითხები დეტალურად განიხილა: „ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკა და მისი ეფექტური აღსრულება. სააგენტო, თემატურად პასუხისმგებელ […]

ჯაიშ ალ-ადლის წევრები ირანელების ბაზას დაესხნენ თავს, 5 სამხედრო მოკლეს

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, სუნიტური ისლამისტური დაჯგუფება ჯაიშ ალ-ადლის შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 სამხედრო და დაიჭრა კიდევ 10. ჯაიშ ალ-ადლის წევრები 4 აპრილის ღამეს თავს დაესხნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორ ბაზას რასკსა და ჩაბაჰარში, დასახლებებში, რომლებიც სისტანისა და ბელუჯისტანის ოსტანში (პროვინციაში) მდებარეობს. როგორც ირანის სამთავრობო მედიაში წერენ, მოკლულია, სულ […]

ტაივანში ბოლო წლებში ყველაზე მძლავრი მიწისძვრის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

3 აპრილს ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1000-ზე მეტი დაშავდა. ხელისუფლების ინფორმაციით, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ დაშავებულთა რიცხვი 1 058-მდე გაიზარდა. ამასთანავე, ამ დროისთვის ნანგრევებში ჩარჩენილია 646 ადამიანი. #Taiwan Earthquake 😱 pic.twitter.com/t2BK9931mL— Ayyappan (@Ayyappan_1504) April 3, 2024 🚨#WATCH New footage captured someone swimming […]

თელავი-ბათუმი, ქუთაისი-თბილისი, მესტია-ბათუმი – 12 შიდა ფრენაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა ჯამში 12 მიმართულებაზე. მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება. თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენები დაინტერესებულმა კომპანიამ საშუალო ზომის (მინიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი) საჰაერო ხომალდით უნდა შეასრულოს. შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება 3 […]

EU-ს ოფისი: გამჭვირვალობა არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ინსტრუმენტი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ რუსული კანონის რეინიცირებაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად. “ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ საქართველომ უნდა გადადგას ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისი ნაბიჯები. მეცხრე რეკომენდაცია მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაოს უფრო თავისუფლად. ასევე, პირველი […]

თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას „საწამლავი წყვილისთვის”. გამოფენის სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ–თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული. ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები და თიბისიკონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. 1990-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კონცეპტუალურფოტოსერიასთან ერთად, გამოფენაზე დამთვალიერებელი […]

ევროკავშირი – საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის შექმნილი Code IT-ის პროექტი გრძელდება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახალგაზრდებისთვის პროექტს „Code IT” ახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, წელს Code It-ის პროგრამაში მონაწილეობა 150-მა ახალგაზრდამ მიიღო. ტრენინგები კი, საქართველოს მასშტაბით არსებულ ტექნოპარკებში იმართებოდა, მათ შორის: ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, პანკისსა და თბილისში. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები […]

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას საჰაერო თავდაცვის ის სისტემები უნდა გადავცეთ, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ

უკრაინას საჰაერო თავდაცვის ის სისტემები უნდა გადავცეთ, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. „ჩვენ საჰაერო თავდაცვის ბევრი სისტემა გვაქვს, მაგალითად, Patriot-ის სისტემა, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, მაგრამ უკრაინა მასიური თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ამიტომ, ხალხის, სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ეს სისტემები, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, უკრაინას უნდა […]

ეროვნული პლატფორმა აჩერებს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის დაბრუნების გამო აჩერებს საქართველოს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს. საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმ „საქართველოს ეროვნულ პლატფორმას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა, რითაც, პარლამენტის შეფასებით, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევრორეკომენდაციის მე-10 პუნქტის შესრულებისთვის. მე-10 რეკომენდაცია გულისხმობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის […]