ფონ კრამონი: ოცნებამ ახალი ინსტრუქცია მიიღო კრემლიდან, მიზანი რუსეთის ჭაობში დარჩენაა

ქართულმა ოცნებამ ახალი ინსტრუქცია მიიღო თავისი პატრონისგან კრემლში. ისინი ისეთი არაკრეატიულები არიან, რომ აინიცირებენ იგივე კანონს, რომელსაც ქართველმა ხალხმა შარშან უთხრა არა. ამ კანონს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, საბოტაჟი გაუკეთოს საქართველოს ევროპულ მომავალს და საქართველო რუსეთის ჭაობში დატოვოს. ცუდი აზრია. წერს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი X-ზე. 3 აპრილს, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობასთან” დაკავშირებული […]

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს წარედგინა, ბიურო კი მას დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა, ბიურო კი მას დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას გადაამოწმებს და დადგენილებას გამოსცემს, საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება. ამ საკითხზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რა […]

ნინო ენუქიძე World Economic Forum-ის მიერ ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დასახელდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ, ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა რეიტინგში, საქართველოდან, ნინო ენუქიძე დასახელდა. რეიტინგი სამ წელიწადში ერთხელ დგება და შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100მდე ლიდერი სახელდება. ფორუმის განმარტებით, პრესტიჟული სარეიტინგო სისტემით შედგენილი სია წარმოაჩენს იმ ადამიანებს, ვისაც მსოფლიოს წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევების საპასუხოდ, გლობალური ხედვა აქვთ. ახალგაზრდა გლობალური ლიდერები (YGL) გამოირჩევიან მისწრაფებით, უპასუხონ […]

პარლამენტის სხდომაზე, გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ პროექტის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს – ხატია დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი“ და „ნაგავი“ უწოდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობს სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ მიერ მომზადებული პროექტის განხილვა. რეპლიკებით ერთმანეთს ხატია დეკანოიძემ და „გირჩის“ დეპუტატებმა მიმართეს. დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი“ და “ნაგავი” უწოდა. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ “გირჩის” საკანონმდებლობა ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს. პროექტს “ქართული ოცნების” უმრავლესობა უჭერს მხარს. პოლიტიკური ჯგუფის […]

ლაშა ტუღუში – არ შენელდა და არ შეჩერდა ხელისუფლების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა – თუ ხალხს მოერევიან, ყოჩაღ! თუ საქართველოს მომავალს მოერევიან, ყოჩაღ! – „მიღწევები“, როგორ დავანგრიოთ საკუთარი მომავალი, გვაქვს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ფაქტობრივად, გადაკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ძალიან დიდი ალბათობით, მივიღებთ უარს ევროკავშირისგან, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. გმირობა ნამდვილად არ არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ რაღაცების კეთება, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა ლაშა ტუღუშმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მან მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივად და ანტიქართულად […]

დენის შმიგალი ლატვიაში ჩავიდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ლატვიაში ვიზიტით იმყოფება, – ამის შესახებ მან „ტელეგრამ“ არხზე დაწერა. შმიგალმა განაცხადა, რომ ის უკვე შეხვდა ლატვიის პრემიერ-მინისტრს, ევიკა სილინას. „შევხვდი პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინას, რათა განგვეხილა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, კერძოდ სამხედრო-ტექნიკური დახმარების საკითხი“, – წერს შმიგალი. ცნობისთვის, ლატვია უკრაინასთან გრძელვადიანი მხარდაჭერისა და უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ […]

დავით მათიკაშვილი – ვერც ოპოზიცია, ვერც NGO სექტორი და ვერც მათი მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევა და ტყუილის პროპაგანდირებას ვერ შეძლებს

ვერც ოპოზიცია, ვერც NGO- სექტორი და ვერც მათი მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევა და ტყუილის პროპაგანდირებას ვერ შეძლებს – ტყუილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი რაიმე ფორმით არის რუსული! – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, რომელიც უმრავლესობამ პარლამენტში […]

“ეს იყო კერძო საუბარი, დაუშვებელია კერძო საუბრის დროს ჩაწერა” – სეფაშვილი ოდიშარიაზე

რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორი და მხარდამჭერი, ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატი ეკა სეფაშვილი ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატის მისამართით გამოყენებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკაზე ამბობს, რომ “ეს იყო კერძო საუბარი და ამის ჩაწერა დაუშვებელია”. “შეურაცხყოფა ყველას მხრიდან დაუშვებელია და ძალიან კარგი, რომ ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს იყო კერძო საუბარი და დაუშვებელია, რომ ასეთი კერძო საუბრის დროს […]

ზარქუა ოდიაშარიაზე: კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინიათ ოჯახში?

· 187 · · ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში? აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, სპეკულანტობთ ყველაფრით. ვითომ, შეშფოთდნენ აქ. კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის […]

სამადაშვილი: აუცილებლად მიმაჩნია, ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა

ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ პარლამენტის დეპუტატებმა, ქართული ოცნების წევრმა ბექა ოდიშარიამ და გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა დღესვე გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება. სამადაშვილმა შეკითხვით მიმართა გირჩის წევრს სანდრო რაქვიაშვილს, რომელიც სესიაზე კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავდა. მან რაქვიაშვილს ჰკითხა, გუშინ დეპუტატების მიერ ქალების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარების შემდეგ, მიიჩნევს თუ არა აუცილებლად ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას? […]