ყუბანში სამხედრო უწყებასთან კონტრაქტის გაფორმებისთვის მსურველებს 1 მილიონ რუბლს ჰპირდებიან

რუსეთის კრასნოდარის მხარეში გაორმაგდა თანხა, რომელსაც უკრაინის ომში მონაწილეობის სანაცვლოდ მიიღებს სახელმწიფოსგან სამხედრო უწყებასთან კონტრაქტის გაფორმების მსურველი. ამ თანხის მილიონ რუბლამდე გაზრდის შესახებ ყუბანის რეგიონის ხელმძღვანელმა ბენიამინ კონდრატიევმა განაცხადა. ამ თანხას მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს 1 აპრილის შემდეგ გააფორმებენ. კონდრატიევს არ დაუკონკრეტებია, თუ რა წყაროებიდან მოხდება ამ თანხების დაფინანსება. ყუბანის გუბერნატორმა […]

ანა ფოტიგა – ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ძირს უთხრის იმას, რაც უკვე მიღწეული და დაფასებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით

ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ცდილობს ზეწოლას, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას. „ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ცდილობს ზეწოლას და ძირს უთხრის იმას, რაც უკვე მიღწეული და დაფასებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, – წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, “უცხოური გავლენის […]

ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი, თქვენ გაგზომათ თქვენმა ტექსტებმა – „გირჩებს“ რაც შეგეხებათ, ბოლომდე ლუსტრირდით და შეგიძლიათ წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ

მინდა გითხრათ, რომ თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი. თქვენ გაგზომათ ამ თქვენმა ტექსტებმა, თქვენი სიმდაბლე გაზომა და გამოაჩინა ძალიან კარგად – ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან, კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. გარდა საპარლამენტო […]

თეონა აქუბარდია პაპუაშვილს – შეგახსენებთ, „ოცნების“ კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე ხართ – რატომ არ მოჰყვება რეაგირება იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც არც ტრადიციულ ღირებულებებში ჯდება და არც მანდილის ღირსებაში?!

თუ შეიძლება მითხრით, საუბარია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულ გამონათქვამებზე, წახალისებებზე პარლამენტში – გუშინ მე ყურადღებით გისმინეთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში, სწუხდით ამ ყველაფერზე, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამო ამბობდით – თქვენი პასუხისმგებლობა ხომ არ არის ის, რომ ეთიკის საბჭო არ არის დაკომპლექტებული?! რატომ არ არის დაკომპლექტებული?- ამ კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე მიმართა. […]

OECD – საქართველოში საბანკო ინფორმაციაზე წვდომა ეფექტურია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს მეორე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ანგარიში საგადახდო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას აფასებს. ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. „ანგარიშში ხაზგასმულია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საბანკო ინფორმაციაზე […]

მოიპოვე „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია 15 პარტნიორ უნივერსიტეტში – რჩევები აბიტურიენტებს

„საქართველოს ბანკი“ პარტნიორ უნივერსიტეტებში სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამა 15 უნივერსიტეტში მოქმედებს. „სტიპენდიატების შესარჩევ კრიტერიუმებს კი პარტნიორი უნივერსიტეტები თავად ადგენენ. მართალია, პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა, მის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სწავლის დაფინანსება. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც […]

ნანა ტოხვაძე – ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 290-310 ლარს ერქმევა ხელფასი და ეს არის დაცინვა ამხელა პასუხისმგებლობის მქონე აღმზრდელებისთვის, ბაღის თანამშრომლებისთვის

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 290-310 ლარს ხელფასი ერქმევა და ეს არის დაცინვა ამხელა პასუხისმგებლობის მქონე აღმზრდელებისთვის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნანა ტოხვაძემ პარტიის ოფისში საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა. ტოხვაძის თქმით, ეს არის პრაქტიკულად ამ ადამიანების შიმშილისთვის გაწირვა. „დღეს შევხვდით საჯარო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებსაც საარსებო მინიმუმსაც კი სახელმწიფოსგან ვერ […]

რონალდო და ევროპის ჩემპიონატი – რა უნიკალური მაჩვენებლების დაფიქსირებას ეცდება კრიშტიანო საქართველოს ნაკრებისა და სხვა გუნდების წინააღმდეგ

ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო ამ ზაფხულს კარიერაში მეექვსე ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, რაც უნიკალური შედეგია. რა გააკეთა მან თავისი ქვეყნის მაისურით ევროზე ასპარეზობა 2004 წელს დაიწყო, შემდეგ კი არცერთი ტურნირი არ გამოუტოვია. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არცერთი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერაში 4-ზე მეტ ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, კრიშტიანოს ანგარიშზე კი უკვე 5 ევრო მოდის. რონალდო ამ ტურნირის […]

ზურაბიშვილი: ქალები მხოლოდ “ბუტკაში” არ არიან

“ქალებს ველოდები იმისთვის, რომ “ბუტკაში” არ არიან მხოლოდ”, – ასე სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, კვოტების გაუქმების შესახებ გირჩის ინიციატივას ეხმაურება. პრეზიდენტი ამ წუთებში ათონელის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას მართავს. TV პირველის კითხვაზე, იქნება თუ არა განხილვის ერთ-ერთი თემა რუსული კანონი, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ალბათ, კი. ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული […]

სამადაშვილი ოდიშარიასა და მეგრელიშვილის ნარკოლოგიურ შემოწმებას მოითხოვს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი “ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიას და “გირჩის” წვერ ვახო მეგრელიშვილის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ითხოვს. სამადაშვილმა ტრიბუნასთან მდგომ “გირჩის” წევრს სანდრო რაქვიაშვილს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა მიზანშეწონილად, რომ გუშინდელი შეურაცმყოფელი განცხადებების შემდეგ, მათმა კოლეგებმა ნარკოლოგიური შემოწმება ჩაიტარონ,რ ათა პარლამენტში ქალებმა იცოდნენ, მათ ფხიზელ მდგომარეობაში აყენებენ კაცი დეპუტატები შეურაცხყოფას თუ არა. “თქვენთან შეკითხვა […]