მამუკა მდინარაძე – ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“ ამ ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი – მათგან ველოდებით რადიკალიზაციას, რომელიც კრახით დასრულდება

რად უნდათ შეხვედრა ერთნი არიან ისედაც კაცო. ხან ჩუმად ხვდებიან, ხან ღიად – ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“ ამ ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა. მისივე თქმით, მათი შეხვედრის მიზანია რადიკალიზაცია. „რად უნდათ შეხვედრა ერთნი არიან ისედაც, კაცო. ხან ჩუმად […]

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის პარტია „რუსული კანონის“ რეინიცირებას ახდენს, ქალებს დევნის პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, იძულებით ემიგრაციაში – მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას, არსებობდეს მაქსიმალური კონსოლიდაცია პოლიტიკურ ველზე

ივანიშვილის პარტია „რუსული კანონის“ რეინიცირებას ახდენს; ქალებს დევნის პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში და მივესალმები პრეზიდენტის მხრიდან ძალისხმევას, რომ არსებობდეს მაქსიმალური კონსოლიდაცია პოლიტიკურ ველზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. “მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია […]

მდინარაძე ოდიშარიაზე: დიტო სამხარაძეს უთხრა სხვებზე, სახლში შეიძლება უარესი ჰქონდეს ნათქვამი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელი განცხადება ქალი დეპუტატების მისამართით არ გაუკეთებია. მდინარაძე ამტკიცებს, რომ ოდიშარია თავის მეგობარს – დიტო სამხარაძეს ელაპარაკებოდა და შეურაცხმყოფელი სიტყვები “სხვებზე თქვა”. მდინარაძის თქმით, ეს სიტყვები ოდიშარიას ქალი დეპუტატებისთვის რომ ეთქვა, “გაცილებით ხისტი პოზიცია” ექნებოდათ. ის ამბობს, რომ დიტო სამხარაძისთვის ნათქვამის და ამის “პაპარაცულად გადაღების” გამო, […]

ოდიშარია: გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინც საკუთარ თავზე იღებ – გიხარია?

მას შემდეგ, რაც მე ისინი ვამხილე იმაში, რომ ვითომცდა ყოველგვარი რაღაცა ინსტრუქციის გარეშე, მიზნობრიობის გარეშე იღებენ უზარმაზარ ფულს და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვამცნე თუ რაში აპირებენ ამ ფულის დახარჯვას, რა პროპაგანდის ტირაჟირებაში, ამის მერე გამოიყენეს სპეცტექნიკა და აგერ, აი წყლის დასალევად გასულ ადამიანს [გადამიღეს]… რა თქმა უნდა, კი ბატონო, ყველა შემთხვევაში მე ვთქვი ის, […]

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციის გარეშე არჩევნებში უმრავლესობის მიღების შანსი არ აქვს და შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს დღის წესრიგში „აგენტების კანონის“ დაბრუნება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის ყოფილ წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა. – ბატონო დიმიტრი, კარგა ხანია არ გვისაუბრია საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე. ლამის დღე არ გავა, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა არ დაანაონსოს. მაგრამ, ახლა ყველაზე აქტუალურია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ დაინიციირება. […]

ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს

ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დრონები უკვე შემოწმებულია, ჩვენმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ ისინი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ“, – განაცხადა ევიკა სილინამ. ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად ლატვია 10 მილიონ ევროს […]

ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის რჩეული? – რას წერს იტალიური მედია ქართველი მოდელის შესახებ – Marao

იტალიური გამოცემა FQ Magazine წერს, ნინი გოგიჩაიშვილი იტალიელ რეპერ Fedez-ზეა შეყვარებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მის საქართველო 2018-ს, ნი­ნი გოგიჩაიშვილსა და ცნობილ იტა­ლი­ელ რე­პერს რომანი აქვთ. პრესა წერს რომ რე­პერ­მა და მოდელმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი და იგი­ვე ლო­კა­ცი­ი­დან ფოტოები გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, გამოხმაურების შემდეგ, პოს­ტე­ბი წა­შა­ლეს. ნინი და Fedez-ი ლოს-ანჯელესში, გა­მო­ფე­ნა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ნინის მიერ ბოლოს […]

APM-ი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ითხოვს – დავითაშვილი ფოთის პორტზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ფოთის პორტთან დაკავშირებით APM Terminals-თან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა სახელმწიფო კომპანიასთან ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე ვერ თანხმდება – ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენისას, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. “ფოთის პორტთან დაკავშირებით, კომპანია APM-თან კომუნიკაცია მიმდინარეობს. ჩვენ კომუნიკაციის არაერთი რაუნდი გვქონდა და მინდა გითხრათ, რომ კომპანიისგან ხშირად […]

ავტომობილების მინების დამუქების წესში ცვლილება შევიდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესში ცვლილება შევიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანების თანახმად საპატრულო პოლიციის თანხმობას აღარ საჭიროებს ისეთი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომლის საქარე მინაზეც შუქგამტარობა მწარმოებლის მიერ არის შემცირებული და არ აღემატება 30%-ს. მინისტრის ბრძანებით მე-3 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო […]

საქართველოში საბანკო ინფორმაციაზე წვდომა ეფექტურია – OECD

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს მეორე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში საგადახდო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას აფასებს. ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. ანგარიშში ხაზგასმულია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საბანკო ინფორმაციაზე წვდომის კუთხით. ასევე, ეფექტურად არის შეფასებული სახელმწიფოში ამ […]