აშშ-ის კონგრესში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე კენჭისყრა აპრილის შუა რიცხვებამდე ნაკლებად მოსალოდნელია – მედია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარების შესახებ კენჭისყრა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებამდე არ ჩატარდება, რადგან, როგორც Bloomberg-ი წერს, სპიკერი მაიკ ჯონსონი კვლავ ეძებს რესპუბლიკელი კონგრესმენების წინააღმდეგობის შერბილების გზებს. გამოცემის ცნობით, ჯონსონის გუნდმა რესპუბლიკელ დეპუტატებს დახმარების პაკეტის დეტალური გეგმა არ გაუზიარა, რადგან არ გადაუწყვეტია, თუ დაჟინებით რა დათმობას მოითხოვს ბაიდენის ადმინისტრაციისგან. როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა უთხრეს სააგენტო […]

გაგრძელდება თუ არა შიდა ფრენები ნატახტარის აეროპორტიდან

აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში ნატახტარის აეროპორტი მოხსენებული აღარ არის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, არც ერთი ფრენა, VANILLA SKY-ის აეროპორტიდან აღარ სრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, BM.GE-ის კითხვის პასუხად თქვა, რომ მიზეზი ოპერირებისთვის საჭირო სტანდარტების არარსებობაა და აეროპორტში ახლა მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. “ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ნატახტრიდან ფრენაც შესაძლებელია, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა […]

ამოქმედდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისს – რას პასუხობს მინისტრი

გადავადდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის გახსნა მეშვიდედ, კვლავ უცნობია. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს bm.ge-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ გუშინ, პარლამენტში ელექტროენერგეტიკულ ბირჟაზე საუბრისას არ დაუკონკრეტებია ამოქმედების კონკრეტული ვადა და ხომ არ არის მორიგი ცვლილება თარიღში, თუ ბირჟა ფუნქციონირებას 1 ივლისიდან დაიწყებს. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით დავითაშვილს კვლავ არაფერი უთქვამს. “ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეტაპობრივად მოხდეს ბაზრის […]

„ტკბილი ქვეყანა“ სააღდგომოდ 500 000-მდე პასკის დამზადებას გეგმავს

სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი, აღდგომის კვერცხთან ერთად სააღდგომო პასკაა. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა საკონდიტროს თუ ქსელური მაღაზიების მხრიდან პასკებზე შეთავაზებები სულ უფრო აქტიურდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა როდიდან იგეგმება პასკების წარმოება და როგორი პასკებია ბაზარზე აქტუალური. ამ თემასთან დაკავშირებით, პასკის მწარმოებელ კომპანიებს დავუკავშირდით. მათ შორის, „ტკბილ ქვეყანას“. შპს „ტკბილი ქვეყანა“ 2005 წელს დაარსდა და ბაზარზე 19 წელია […]

კაცი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს

62 წლის ამერიკელი კაცი, რომელსაც ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ექიმებმა ადამიანს ღორის თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა წარსულში გამოუყენებიათ ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული სხვა ორგანოები, თუმცა პროცედურა წარმატებული არ ყოფილა. BBC-ის ცნობით, მასაჩუსეტსის საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ რიჩარდ სლეიმენს ოთხსაათიანი ოპერაცია […]

ბექა ოდიშარია სალომე სამადაშვილს – წამომყევი და შენ თუ „ფსიქო“ მოგცენ, რაც გინდა ის მითხარი!

თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ „ფსიქო“ მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და აქამდე ვინც „ფსიქო“ მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა და იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა?! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს, რომელმაც ბექა ოდიშარიას ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა. ოდიშარიას […]

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში „ორბელიანების სასახლეში“ მიმდინარეობს. როგორც პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება იქნება. „გუშინ დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, რომ პრეზიდენტი მპატიჟებდა სადილზე სხვა ოპოზიციონერებთან […]

მამუკა მდინარაძე – სად მივდივართ? – ევროპაში, ამ კანონითაც! დიახ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი

სად მივდივართ? – ევროპაში, ამ კანონითაც! დიახ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი მათ შორის, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, როცა „გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია, თავისი სიტყვა თქვას“. „ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ აღარ ვუბრუნდებოდით კანონს, ჩვენ ხომ ვამბობდით, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადათქვამს თავის ნათქვამს, ხელისუფლებას დაკარგავს, ძვირად დაუჯდებაო, მაგრამ მეორე […]

ირაკლი ზარქუა – „პაეზდკებში“ გაცვლილი მოსამართლის მანტია“ – აფერუმ თქვენს ღირსებას, დატოვეთ მაინც ის მანდატი და რამდენიც გინდათ, იმდენი ირბინეთ, აბა თუ წაგიყვანთ მერე რომელიმე საელჩოს თანამშრომელი, გამარჯობასაც თუ გეტყვით?

„პაეზდკებში“ გაცვლილი მოსამართლის მანტია“- აფერუმ თქვენს ღირსებას. დატოვეთ მაინც ის მანდატი და მერე რამდენიც გინდათ, იმდენი ირბინეთ. აბა თუ წაგიყვანთ მერე რომელიმე საელჩოს თანამშრომელი? გამარჯობასაც თუ გეტყვით? ახლა იმისთვის სჭირდებით, რომ შემდეგ დაგამუშაონ იქ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც აკეთებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა რამდენიმე მოსამართლის იტალიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომელიც “იმედის” […]

ბექა ოდიშარია ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს – რა სინდრომი ჰქვია ამას, რომ გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-მეთქი და მაინცდამაინც საკუთარ თავზე იღებ? გიხარია? მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე

რა სინდრომი ჰქვია ამას, რომ გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-მეთქი და მაინცდამაინც საკუთარ თავზე იღებ? გიხარია? მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ოდიშარია გუშინ, პლენარულ სხდომათა დარბაზში მირა სინდრომი ჰქვია ამას, რომ გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-მეთქი და მაინცდამაინც საკუთარ […]