გერმანიაში ასობით პოლიციელის წინააღმდეგ ულტრამემარჯვენეობის გამო გამოძიებას იწყებენ

ულტრამემარჯვენე შეხედულებების გამო, გერმანიაში 400-ზე მეტი სამართალდამცველის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პოლიციის იმ ოფიცრების მიმართ, რომლებიც ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ შეხედულებებსა და შეთქმულების თეორიებისადმი კეთილგანწყობაში არიან შემჩნეულნი. როგორც გამოცემა Stern წერს, სავარაუდოა, რომ ასეთ სამართალდამცველთა რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან გერმანიის 16 ფედერალური შტატიდან 4-ს ამ დრომდე არ წარმოუდგენია კონკრეტული ციფრები, რამდენი პოლიციელის […]

ევროპის საბჭოს გენმდივანი რუსულ კანონზე: გასულ წელს მივესალმებოდი მის გაწვევას

მაშფოთებს საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის ხელახლა წამოყენება. გასულ წელს, საქართველოს მრავალ მეგობართან ერთად, მე მივესალმებოდი ამ კანონპროექტის გაწვევას. დღესაც ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ რეგისტრაციას ეხმაურება. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლიდან არის.

სომხეთში პროექტის „ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან“ პირველი სარეზიდენციო პროგრამა ტარდება

2 აპრილიდან 5 აპრილამდე, სომხეთში, ლორის რეგიონში, ტარდება პროექტის „ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან“ პირველი სარეზიდენციო პროგრამა. პროექტის მონაწილე მწერლები და კომიქსარტისტები პროექტის რედაქტორ მიხეილ ციხელაშვილთან ერთად მუშაობენ კომიქსებზე, რომლებიც 2025 წელს ერთ კრებულში გამოიცემა. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის” თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში.

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ არამხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროოპტიმისტების“, „ახლის“, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დეტალები უცნობია. თუმცა შეხვედრა დროში ემთხვევა პარლამენტში ქალთა კვოტირების საკითხის დაჩქარებული წესით განხილვასა და ე.წ. აგენტების კანონის ხელახალ ინიციირებას. ე.წ. აგენტების კანონის […]

პროკურორის სახელის გამოყენებით მოქალაქის მოტყუებისა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პროკურორის სახელის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორის სახელის გამოყენებით, დაზარალებულს ყალბი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოსდა შეეძლო, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დროულად, მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტა. საკითხის მოგვარების […]

ადამიანურ ურთიერთობებთან ძალიან ახლოს – ჯანმომ ახალი ვირტუალური ასისტენტი „სარა“ შექმნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაუშვა ვირტუალური კონსულტანტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მისცემს რჩევებს ჯანმრთელობის საკითხებში.პროექტის სახელწოდებაა S.A.R.A.H და ის წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექსტზე დაფუძნებულ, ჯანდაცვითი საკითხების კონსულტანტს მაღალი ემპათიური გამოხმაურების უნარით. S.A.R.A.H იშიფრება, როგორც Smart AI Resource Assistant for Health და არის თანამედროვე ენობრივ მოდელებზე, ავატარების ევოლუციასა და სამედიცინო-სანიტარულ ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი სისტემა. მას შეუძლია, 24 საათის განმავლობაში […]

ბანკებმა კონვერტაციით 2 თვეში 100 მლნ ლარზე მეტი მოიგეს – რეიტინგი

სავალუტო ვაჭრობით ბანკებს მოგება გაეზარდა. სექტორმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან იანვარ-თებერვალში 100 მლნ ლარის მოგება მიიღო (2023 -₾670 მლნ) კონსოლიდირებული მაჩვენებელი, ლიცენზირებული ციფრული ბანკებიდან, მოიცავს მხოლოდ „პეისერას”, რომელმაც საკონვერსიო ოპერაციებით 36 მლნ ლარი დააგენერირა. უარყოფითი მაჩვენებელი აქვს ლიბერთი ბანკს, რომელმაც კონვერტაციის ოპერაციებით 4 მლნ ლარზე მეტი იზარალა.

“ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან” – კახა კალაძე ფეხბურთელებზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კონკრეტული ოპოზიციური ძალების მხრიდან ქართველი ფეხბურთელებისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნას უპასა და განაცხადა რომ ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან. თბილისის მერის თქმით, ქართველი ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ თამაშსა და გამარჯვებებზე. “თუ ვინმეს მართლა არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი ცუდი, რაც […]

“სქაიტელი” მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა – ComCom

კომუნიკაციების კომისიიის ცნობით, მათ კომპანია „სქაიტელს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისთვის, კერძოდ კი, აბონენტისთვის ინტერნეტის დაბალი ხარისხით მიწოდებისთვის სანქცია დააკისრეს. 2024 წლის მარტში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც, ComCom-მა დაადგინა, რომ „სქაიტელის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხი კომპანიასა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა. საჩივრის […]

თაკო ჩარკვიანის გამოჩენისთანავე თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა დატოვა (ვიდეო)

თაკო ჩარკვიანის გამოჩენისთანავე თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა დატოვა (ვიდეო) 3 აპრილს, აჭარის ტელევიზიის გადაცემა “თავისუფალი სივრცის “სტუდია თამარ ჩერგოლეიშვილმა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც ეთერში მისი ოპონენტი, თაკო ჩარკვიანი შევიდა. „არ მაინტერესებს თქვენთან საუბარი, არც კი განგიხილავთ საერთოდ როგორ შეიძლება თქვენთან საუბარი“ – უთხრა ჩერგოლეიშვილმა ჩარკვიანს და გავიდა სტუდიდან, რასაც ჩარკვიანის მხრიდან საპასუხო რეპლიკა მოჰყვა […]