Human Rights Watch-ი – საქართველოს მმართველი პარტია ძალიან სადავო რუსული სტილის კანონპროექტის ხელახლა წარდგენას გეგმავს – გადაწყვეტილება მის ევროკავშირში ინტეგრაციას რისკის ქვეშ აყენებს

აქამდე ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესში წინ წევდა რეფორმებზე შეზღუდული პროგრესის მიუხედავად, “უცხოურ აგენტებზე” კანონს შეუძლია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩაშალოს. ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორის, ისკრა კიროვას განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, მიუხედავად ოფიციალური პირების განაცხადისა, რომ კანონები “გამჭვირვალობას” ზრდის, მათი კომენტარები ცხადყოფს, რომ კანონები კრიტიკული ხმების სტიგმატიზებისთვისა […]
დევიდ კემერონი აცხადებს, რომ ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ მაიკ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს

ევროპის ლიდერებმა გავლენა უნდა მოახდინონ მაიკ ჯონსონზე, რათა აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გამოიტანოს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერნმა ჟურნალისტებთან გააკეთა. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონით ისაუბრონ ან, როგორც ჩემს შემთხვევაში, პირადად შეხვდნენ სპიკერ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატაში, რათა ამ კანონპროექტის მიღებას მივაღწიოთ”, – განაცხადა კამერონმა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ევროპის […]
მედია – ყაზახური ბანკები რუსული “მირ” ბარათების მომსახურებაზე უარს ამბობენ

ყაზახური ბანკები რუსული “მირ” ბარათების მომსახურებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times წერს. კერძოდ, სომხეთისა და ყირგიზეთის შემდეგ რუსული საგადასახადო სისტემა “მირ”-ის ბარათების მომსახურებაზე მასობრივად უარს ამბობენ ყაზახური ბანკები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კრემლის საკვანძო სავაჭრო პარტიორია და შედის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. “მირ”-ს სისტემის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს […]
გიორგი მშვენიერაძე – არგუმენტი „გამჭვირვალობის” შესახებ მხოლოდ პროპაგანდისტული ფარია, შენიღბვა იმ ნამდვილი მიზნების, რაც ხელისუფლებას გააჩნია: ორგანიზაციების გაჩუმება – თავს ნუ მოვიტყუებთ!

არგუმენტი „გამჭვირვალობის“ შესახებ, არის მხოლოდ პროპაგანდისტული ფარი, შენიღბვა იმ ნამდვილი მიზნების, რაც გააჩნია ხელისუფლებას. ეს მიზნებია, საქართველოში დემოკრატიის დამცველი, მოქალაქეების დამხმარე ორგანიზაციების გაჩუმება , – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე” ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ამას აკეთებდა ვლადიმერ პუტინიც. […]
საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას – CPJ რუსულ კანონზე

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი [ CPJ] შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონიის რეინიცირებაზე. ამის თაობაზე განცხადება ორგანიზაციამ 4 აპრილს გაავრცელა. „საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედია საშუალებებს ანიჭებს იარლიყს უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ [საქართველოს] განაცხადთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ“, – აცხადებს […]
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი: ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიწვიოს კანონპროექტი

ქართული ოცნების მიერ “რუსული კანონის” ხელმეორედ მიღების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ორგანიზაციამ სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა. #Georgia: We urge the authorities to withdraw the draft law labelling civil society & media that receive over 20% of their funding from abroad as “organisations acting in the interest of a foreign power”. This poses […]
კირთაძე: ევროპულ საქართველოს რუსულ კანონზე სამოქმედო გეგმაზე დელეგატებთან ექნება კონსულტაცია

ევროპული საქართველოს წევრის, თენგო კირთაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად პარტია პრაიმერიზის დელეგატებთან კონსულტაციებს გამართავს. “ეს ჯამში რამდენიმე ათასი ადამიანია, რომელიც ყველაზე მეტადაა ჩართული ჩვენი პარტიის საქმიანობაში. შესაბამისად, ჩვენ გვსურს, რომ მერიტოკრატიული პრინციპი წავახალისოთ. ვინც ვერ მოახერხებს ხვალ საღამოს ჩვენს ოფისში მოსვლას, მათ ზუმში ჩავრთავთ, ვიმსჯელებთ და დავიგეგმებით მომავალ […]
“კონსერვატიული მოძრაობის” წევრებს სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისრა

ქართული პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერ ზურაბ მახარაძესა და ამავე პარტიის კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას, ჯგუფური ძალადობის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს, 5000-5000 ლარის გადახდა დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების მხარდამჭეეთა უკმაყოფილება მოჰყვა დარბაზში. იყო შეძახილები, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. ზურაბ […]
არასამთავრობო სექტორის დეგრადირება მიუთითებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა და მათი მოტყუება უკვე ძალიან ძნელია”

არასამთავრობო სექტორის დეგრადირება მიუთითებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა და მათი მოტყუება უკვე ძალიან ძნელია” „საქართველოს აუცილებლად სჭირდება მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ საკუთარი ინტერესებისთვის არსებული არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი შექმნა უცხოეთმა და ვინც აფინანსებს, მათია. ფულს არავინ უმიზნოდ არ ყრის, მითუმეტეს, განვითარებული სახელმწიფოები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინტერესები აქვთ საქართველოში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის […]
ევროპული ღირებულებაა დონორმა ორგანიზაციამ დააფინანსოს აქცია, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია პოლიციელი დაწვა ცოცხლად? თუ ეს ევროპული ხაზია ვინმესთვის, იყოს. ჩვენთვის ევროპული ღირებულებაა გამჭვირვალობა
ევროპული ღირებულებაა დონორმა ორგანიზაციამ დააფინანსოს აქცია, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია პოლიციელი დაწვა ცოცხლად? თუ ეს ევროპული ხაზია ვინმესთვის, იყოს. ჩვენთვის ევროპული ღირებულებაა გამჭვირვალობა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების და მასთან ერთად „ხალხის ძალის“ მიზანია საქართველოს მოქალაქის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, რაც მომავალში მის მიერ სწორი არჩევანის გაკეთებას განაპირობებს. შესაბამისად, მაჭარაშვილის თქმით, ამომრჩეველი შეძლებს […]