ვეწინააღმდეგები – სტოლტენბერგი “ოცნების” რუსულ კანონზე

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” მიერ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. საუბარია რუსულ კანონზე, რომელიც ერთი წლის წინ საყოოველთაო პროტესტის ფონზე გაიწვია “ოცნებამ” და განაცხადა, როომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. სტოლტენბერგმა ამ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებაზე დასმულ კითხვას 4 აპრილს, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. მისი თქმით, ეს ინიციატივა რეალურად საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების […]

Human Rights Watch-ი – საქართველოს მმართველი პარტიამ ძალიან სადავო რუსული სტილის კანონპროექტის ხელახლა წარდგენას გეგმავს – გადაწყვეტილება მის ევროკავშირში ინტეგრაციას რისკის ქვეშ აყენებს

აქამდე ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესში წინ წევდა რეფორმებზე შეზღუდული პროგრესის მიუხედავად, “უცხოურ აგენტებზე” კანონს შეუძლია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩაშალოს. ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორის, ისკრა კიროვას განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, მიუხედავად ოფიციალური პირების განაცხადისა, რომ კანონები “გამჭვირვალობას” ზრდის, მათი კომენტარები ცხადყოფს, რომ კანონები კრიტიკული ხმების სტიგმატიზებისთვისა […]

კრიპტომილიარდერების საერთო ქონება 93 მილიარდ დოლარადაა შეფასებული – 2024 წლის რეიტინგი

ბოლო 12 თვეში ყველა კრიპტოვალუტის ფასი 170%-ით გაიზარდა და ინდუსტრიის საბაზრო კაპიტალიზაციას 1.6 ტრილიონი დოლარი შემატა. Forbes-ის 2024 წლის მილიარდერთა სიის თანახმად, კრიპტომილიარდერების რაოდენობა ცხრიდან ჩვიდმეტამდე გაიზარდა. მათი საერთო ქონება 93 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ეს კი წინა წლის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. 2024 წლის კრიპტოინდუსტრიის ყველაზე მდიდარი ადამიანების სია: · ჩანპენ ჟაო – 33 მილიარდი […]

“ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად შრომობდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი, “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” წარმომადგენელი სვენ მიქსერი ეხმაურება მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” ხელახალ ინიციირებას საქართველოს პარლამენტში. სოციალურ ქსელ X-ში, მან დაწერა, რომ “ქართული ოცნება” “ღალატობს” ყველას, ვინც კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის შრომობდა. “უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღებით „ქართული ოცნება“ ანადგურებს ქართველების მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად შრომობდა […]

მაკკოლის აზრით, უკრაინის არასაკმარისად დახმარებაში დამნაშავე სალივანი და თეთრი სახლია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი/ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ მაკკოლი ჯულია იოფესთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ომის დასაწყისიდან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება საკმაოდ ჭიანურდება და ამაში ბრალი ჯეიკ სალივანს მიუძღვის. “ბლინკენი, როგორც ჩანს, ძალიან… მასთან ერთად ვიყავი შეჭრის […]

ეროვნული ბანკი 2024 წლის აპრილის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზია მოცემული. ინფლაცია · 2023 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა · დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია · ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. […]

“დავძრავთ სტუდენტებს და დავასრულებთ ამ ხელისუფლებას” – “ნაბიჯი”

მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე, ამბობს, რომ ხელისუფლება მიიღებს ბევრად რადიკალურ პროცესს, ვიდრე გასული წლის მარტში: „მარტში საზოგადოება კიდევ გაუთვითცნობიერებელი იყო, ბევრს კანონიც არ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ დღეს ყველამ კარგად იცის პრაქტიკაც გავლილი აქვს, თუ რისი მომტანია ეს კანონი“, – ამბობს ის. ლუკა ჭოხონელიძე აქვეყნებს ვიდეოს და წერს: მგონი მოვიდა პირობის შესრულების დრო ვიდეოში, ლუკა […]

არ მიიღოთ პრორუსული კანონი, ჩვენ რუსეთი არ აგვირჩევია – შშმ პირების ერთობლივი განცხადება

“არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი!” – “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას შეზღუდული შესაძლებლობის პირები განცხადებით ეხმაურებიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები ვავრცელებთ განცხადებას რუსული კანონის წინააღმდეგ. არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი! შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

სტოლტენბერგი: აგენტების კანონი ძირს უთხრის საქართველოს სამართლებრივ, დემოკრატიულ მომავალს

“მე ვეწინააღმდეგები ქართული მთავრობის ნებისმიერი ტიპის მცდელობას, რომელიც ხელახლა შეეცდება “უცხოური გავლენის მქონე აგენტების” კანონპროექტის ინიცირებას, რამეთუ უკანასკნელი ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. საქართველომ უნდა იმუშავოს რეფორმებზე, რათა უფრო მიუახლოვდეს ევროკავშირს – ევროკავშირმა მათ ეს ძალიან ზუსტად განუცხადა. საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და რაღა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მესიჯი, სწორედ რეფორმებისაკენ სწრაფვა და დემოკრატიული […]

სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ

აქტივისტები მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ. პარლამენტის წინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზაციებმა – “ტალღა” და “ჯიუტი” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს. დღევანდელ შეკრებაზე ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდეს, ორშაბათს პარლამენტის შენობისკენ ბანერებით მივიდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, შესაძლოა, პარლამენტმა სწორედ 8 აპრილს განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი. “ორშაბათს შესაძლებელია ამ კანონპროექტის განხილვა იყოს, ამიტომ […]