სასამართლომ ზურაბ მახარაძეს ჯგუფურად ძალადობის საქმეზე 5 000-ლარიანი გირაო დააკისრა

პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრს, ზურაბ მახარაძეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე ბებიამ ჯგუფურად ძალადობის საქმეზე 5 000-ლარიანი გირაო დააკისრა. საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, გიორგი გოგიას ასევე 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამით სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. გირაოს გადახდის ვადად მოსამართლემ 20 დღე განსაზღვრა. მახარაძის თქმით, ის თანხის გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ მახარაძეს და გოგიას […]
შვედეთის საგარეო უწყება: კანონპროექტის ხელახალი ინიციირება შეშფოთებას იწვევს

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის თავიდან ინიციირება შეშფოთებას იწვევს. შვედეთის საგარეო უწყება მოუწოდებს ხელისუფლებას, რეფორმები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად გაატაროს. “ქართული ოცნების განცხადება “უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების […]
“ფინანსური ანგარიშგების მომზადება ნებისმიერ კომერციულ პირს ევალება”- ლალაზაშვილი

“დღეს ნებისმიერ არასამეწარმეო, კომერციულ პირს ევალება ფინანსური ანგარიშგების მომზადება”, – ამის შესახებ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურამ ლალაზაშვილმა განაცხადა. მან BMG-სთან რუსული კანონი შეაფასა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დააბრუნა. ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა საჭიროა, აღნიშნული არსებულ კანონში შესაბამისი ცვლილებითაც შესაძლებელია. “გვაქვს შესაბამისი კანონი, სტანდარტია დადგენილი, ანგარიშგება როგორ უნდა მომზადდეს. უბრალოდ მათ არ ევალებათ […]
შიკორსკი: უკრაინაში NATO-ს მისიის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს ომში ჩართვას არ ნიშნავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ალიანსის მისია შეიქმნება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ X-ის გვერდზე წერია. 💬 We have made the decision to establish a NATO mission. This doesn’t mean that we’re entering the war, but rather that we’ll now be able to utilize NATO’s coordinating, training, and planning […]
„ექიმები ბუღალტერიას უნდა ჩამოშორდნენ და მათ მხოლოდ პაციენტზე უნდა იზრუნონ“ – გიორგი ფხაკაძე კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პრობლემებზე

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად სამედიცინო კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. გადაცემის სტუმარმა პროფესორმა, „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, მსოფლიოში სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტირების პროცესი 25 წლის წინ დაიწყო, საქართველო კი ამას ახლა აკეთებს. „მსოფლიოში აკრედიტაციის გამცემი ორი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა „აკრედიტაცია კანადა“ და „ჯოინ ქომიშენ“, რომელთაგან ერთი […]
სასამართლომ მახარაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრს, ზურა მახარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაოს გადახდის ვადა 20 დღე განისაზღვრა. 3 აპრილს ზურა მახარაძეს და პრორუსული მოძრაობის კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ გოგიასაც 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. საქმე 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ ძალადობას ეხება. პროკურატურაში ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა […]
გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს. გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი „სერიოზული საფრთხეა“ გამოხატვის თავისუფლებისთვის. “საქართველო: ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. […]
მიკსერი რუსულ კანონზე: ქართული ოცნება ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფებებს ანადგურებს

“უცხოეთის აგენტების” კანონის ხელახლა ინიცირებით პარტია ქართული ოცნება ანადგურებს შემდგომი ევროპული ინტეგრაციისკენ ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაუღალავად შრომობდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს “უცხო აგენტებს” უწოდებს. “ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედისაშუალებებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, “გარე ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციების” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას”, – აღნიშნავს კომიტეტი თავის განცხადებაში. […]
ასეთი კანონები რუსეთთან დამეგობრებულ ქვეყნებში მოქმედებს – ლალაზაშვილი რუსულ კანონზე

BDO-ს მმართველი პარტნიორის შეფასებით, რუსული კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დააბრუნა, რუსული მოდელია. მისი თქმით, მსგავსი კანონები რუსეთთან დამეგობრებულ ქვეყნებში მოქმედებს, საქართველოს ამ ქვეყნების სიაში ჩაწერა კი ქვეყნისთვის შემაფერხებელი იქნება. “ასეთი ტიპის კანონები ისეთ ქვეყნებში იყო მიღებული, სადაც დემოკრატიით ვერ დაიკვეხნიან. ეს რუსეთთან დაკავშირებული, დამეგობრებული ქვეყნებია. შესაბამისად, ცუდი იქნება თუ საქართველო მათ რიგებში იქნება აღქმული”, […]