ინციდენტი მოხდა პარლამენტთან (ვიდეო)

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც პაატა ბურჭულაძის ვაჟსა და პირველი არხის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება იყო. საპროტესტო აქცია კი ეხებოდა გამჭვირვალობის კანონს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის დაქირავებული აქტივისტები, ნატა ფერაძე, მისი სადაქალო და რამდენიმე პარტიული მუშაკი შეუერთდა.

“არც გრცხვენიათ? სად გაიზარდეთ?” – ნათელაშვილი

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი: ერთი წუთით დავანებოთ თავი პოლიტიკა, პოზიცია, ოპოზიციონერობას. მე როგორც უბრალო მოქალაქეს, მრცხვენია, რომ ასეთი ქალის არაპატივისმცემელი, არაჯენტლმენური, ინტელიგენტიზმისგან გაცლილი პარლამენტი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას შიგნით და საერთაშორისო არენაზე. მინდა ვკითხო ქოც დეპუტატთა ყველასათვის გასაგებ ნაწილს, ხალხო არც გრცხვენიათ? სად გაიზარდეთ? რა მაგალითს აძლევთ თქვენს შვილებსა და მომავალ თაობას თუნდაც ქალბატონებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. აღარ […]

კოვიდთან დაკავშირებულ €600-მილიონიან თაღლითობის საქმეზე EU-ს პოლიციამ 20-ზე მეტი პირი დააკავა

იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში პოლიციამ 20-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავა. საქმე ეხება ევროკავშირის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდთან დაკავშირებულ €600-მილიონიან თაღლითობას. ოპერაცია ევროკავშირის პროკურორების მოთხოვნით თაღლითობისა და ფინანსური პოლიციის განყოფილების 150-მა ოფიცერმა ჩაატარა. დაკავებულებიდან 14 შინაპატიმრობაშია გადაყვანილი. მათ ევროკავშირის აღდგენისა და მედეგობის შეღავათების (RRF) იტალიისთვის განკუთვნილი თანხიდან 600 მილიონი ევროს თაღლითურად მითვისება ედებათ ბრალად. პოლიციამ რეიდი […]

ნათელმხილველმა მითხრა რომ გაიღვიძებს – ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ყაზახეთის ექსმინისტრი

ყაზახეთში გახმაურებული მკვლელობის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ეჭვმიტანილი ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშინბაევია, რომელსაც თავისი ცოლის, სალტანატ ნუკენოვას მკვლელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით ბიშინბაევმა ნუკენოვას სიკვდილამდე სცემა, ეჭვმიტანილმა ასევე დანაშაულის დამალვა და კვალის არევა სცადა. ნუკენოვა ცემიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ამ პერიოდში ბრალდებულმა რამდენიმე ადგილას დარეკა, ერთ-ერთი აბონენტი ნათელმხილველი აღმოჩნდა, რომელმაც როგორც ბიშინბაევი ამბობს არასწორი […]

მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრები

საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამასთან ერთად, საფონდო ბირჟები აქვეყნებენ ინდექსებს, ე.წ. საფონდო ბირჟის ინდექსებს, რომლებიც ბირჟაზე აქციების საშუალო ფასის ცვლილებას უჩვენებს. საფონდო ბირჟის ინდექსი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა. მსოფლიოში, საშუალოდ, 80 მასშტაბური საფონდო ბირჟა არსებობს, რომელთა ჯამური ღირებულება 110 ტრილიონ […]

ხელოვნურმა ინტელექტმა ლუდის გემოს გაუმჯობესება ისწავლა

გემრიელი ლუდის შექმნა რთული საქმეა. მსხვილ ლუდსახარშებს პროდუქტების შესამოწმებლად ათასობით თანამშრომლიდან კარგი დეგუსტატორების ამორჩევა უწევთ. თუმცა, ასეთი დეგუსტაციები ძვირია, კარგი გემოვნება კი ძალიან სუბიექტური ცნებაა. შესაძლებელია რომ ეს პროცესი ხელოვნურმა ინტელექტმა გაამარტივოს? ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელებს შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, თუ რამდენად მაღალი შეფასება ექნება მომხმარებლებისგან ბელგიურ ლუდს, ასევე, რომელი […]

შეშფოთებას იწვევს – შვედეთის საგარეო რუსულ კანონზე

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება “ქართულ ოცნების” მიერ კვლავ ინიცირებულ ”რუსულ კანონს”, რომელიც მმართველმა პარტიამ გასულ წელს მასობრივი პროტესტის ფონზე გაიწვია პარლამენტიდან და პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. “ქართული ოცნების მიერ რეინიცირება კანონპროექტისა “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობაზე” სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს საქართველოოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა”, […]

მამარდაშვილის მეთერთმეტე მშრალი მატჩი – “ვალენსიამ” “გრანადას” მოუგო

ლა ლიგის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „გრანადა“ 1:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპიძლები უპირატესობას ფლობდნენ, ორჯერ სტუმრები გიორგი მამარდაშვილმა იხსნა, ხოლო ერთხელ ხარიხამ. შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა და შეცვლაზე შესულმა ალმეიდამ „ღამურებს“ გამარჯვება მოუპოვა. ქართველმა მეკარემ ამ სეზონში პრიმერაზე მეთერთმეტე მშრალი მატჩი ჩაატარა, საქართველოს ნაკრების ჩათვლით კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში არ გაუშვა გოლი. მისი […]

თბილისში ჰაერი შენობებში უფრო დაბინძურებულია, ვიდრე – გარე სივრცეში – კვლევა

ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში “სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში”, რომელიც მსოფლიო ბანკმა შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გამოაქვეყნა. ანგარიშში გაანალიზებულია ჰაერის დაბინძურების მწვავე ზემოქმედება ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს ეთმობა. ჰაერის დაბინძურების განაწილებითი ზემოქმედების შესაფასებლად კვლევაში გამოყენებულია მონაცემთა სხვადასხვა წყაროები, მათ შორის, ადმინისტრაციული ინფორმაცია, ჩატარებული შეფასებები, თანამგზავრიდან […]

გაიწვიეთ კანონპროექტი – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოწოდება “ოცნებას”

გაეროს ადამიანის უფლება კომიტეტი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს გაიწვიოს კანონპროექტი. საუბარია რუსულ კანონზე, რომელიც მმართველმა პარტიამ გასულ წელს მასობრივი პროტესტის ფონზე გაიწვია პარლამენტიდან და პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ახლა ისევ აპირებს მის მიღებას. “ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან, აწებებს იარლიყს, რომ არიან „ორგანიზაციები, […]