22 ევროპარლამენტარი – ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს

ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, […]
მიხეილ დაუშვილი – ოპოზიციისგან უფრო გონივრული მოქმედებებია საჭირო, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, რომ ვაპროტესტებთ – „ოცნებამ“ შეიძლება ბევრი ისეთი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ მოახდინოს ოპოზიციის დისკრედიტაცია

„ქართული ოცნება“ მოტრიალდა და გვითხრა, რომ მე ვარ ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული მატყუარა, ჩამოყალიბებული “გადამგდები”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ოპოზიცია და საზოგადოება შარშანდელთან შედარებით წელს უფრო ფრთხილად უნდა იყოს, რადგან „ოცნებამ“ პროტესტში შეიძლება ბევრი ისეთ ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ მოახდინოს […]
თსუ – წელს, ყველაზე მეტი – 49929 არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გაკეთდა

წელს, ყველაზე მეტი – 49929 არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გაკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავცელებს. მათივე ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 39317 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან ყველაზე მეტმა, სწორედ, თსუ-შემოხაზა. ასევე, დარეგისტრირებულებიდან ყველაზე მეტის -12 ათასამდე აბიტურიენტის პირველი არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. „თსუ 2023-2024 სასწავლო წელს […]
ბავშვის უფლებების შესახებ და ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალების პრეზენტაცია გაიმართა

ბავშვების ხმა უნდა ისმოდეს ყველგან, ვინაიდან ყველაზე უკეთ, სწორედ მათ იციან თავიანთი საჭიროებების შესახებ. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად არ იციან თავიანთი უფლებები და ამ უფლებათა დაცვის მექანიზმები; მაშინ, როცა ბავშვების ინფორმირება დიდ როლს თამაშობს შესაძლო უფლებადარღვევების პრევენციის, დროული გამოვლენის და სათანადო რეაგირებისათვის, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ღონისძიებაზე, სადაც ბავშვის უფლებების შესახებ ბავშვზე მორგებული საინფორმაციო […]
CIU-მ „ნატოს კვირეულს“ უმასპინძლა

3-5 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 75 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და CIU-ს NATO-სა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, „NATO-ს კვირეული“ გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კვირეული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე ფარულავას საჯარო ლექციით გაიხსნა თემაზე: „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, გამოწვევები და პერსპექტივები“. როგორც […]
ხაბაროვსკში რადიაციის მაღალი დონის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკის ხელისუფლებამ 5 აპრილს განაცხადა, რომ ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში, რადიაციის მაღალი დონის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია, რადგან სპეციალისტები მუშაობენ გამოსხივების წყაროს დადგენაზე. ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებას ამ დროისთვის არაფერი ემუქრება. საინფორმაციო სააგენტო RBK აცხადებს, რომ ტერიტორიაზე, სადაც რადიაციის მაღალი დონე დაფიქსირდა, ჯართის შემგროვებელი ცენტრია განთავსებული. ხაბაროვსკის სპეციალიზებული ქარხანა […]
ატლანტიკური ქარიშხლების სეზონზე წელს 23 შტორმს ელიან

ვარაუდობენ, რომ 2024 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონი “უკიდურესად აქტიური” იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ ხუთშაბათს, 4 აპრილს, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სინპოტიკოსებმა გაავრცელეს. 23 პროგნოზირებული ქარიშხლიდან ხუთი შეიძლება დიდი სიმძლავრის გახდეს, რომლის დროსაც, ქარის სიჩქარემ შესაძლოა 178 კმ/სთ-ზე მეტს მიაღწიოს. სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხლების ასეთი რაოდენობა, გამოწვეულია ოკეანის თბილი ტემპერატურისა და კლიმატის ცვლილებებით. პროგნოზში ასევე აღნიშნულია, რომ გასული […]
EU სომხეთს 270 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 270 მილიონ ევროს გამოუყოფს სომხეთს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა ერევანთან კავშირების გაღრმავებაზე განაცხადეს დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც სომხეთის პრეზიდენტი ნიკო ფაშინიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი მონაწილეობდნენ. „ჩვენ ვასრულებთ გასულ ოქტომბერს გაცემულ […]
9 აპრილს რატომ ვიბრძოდით და რატომ დაგვეღუპა ის გოგო-ბიჭები? იმიტომ, რომ ქვეყანა ასკინკილათი არ ყოფილიყო ერთი ცენტრის – კრემლის ბრძანებაზე დამოკიდებული, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მეორე ცენტრი უნდა არსებობდეს?
9 აპრილს რატომ ვიბრძოდით და რატომ დაგვეღუპა ის გოგო-ბიჭები? იმიტომ, რომ ქვეყანა ასკინკილათი არ ყოფილიყო ერთი ცენტრის – კრემლის ბრძანებაზე დამოკიდებული, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მეორე ცენტრი უნდა არსებობდეს? „მე მაინც ევროპაში მგონია საღი ძალები იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი წინაპრებისაგან ვიცით, რომ იქ სხვა დამოკიდებულება იყო, სხვა კულტურა შემოდიოდა, მაგრამ ასეთი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ […]
EURO 2024-ის პერიოდში გერმანიაში შესაძლოა დრონების გამოყენება აიკრძალოს

გერმანიის ფედერალური პოლიციის პროფკავშირები ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის (EURO 2024) დროს ქვეყანაში დრონების გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ გერმანული ყოველდღიური გაზეთი Bild-ი იუწყება. „დრონები ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე და მის მიმდინარეობის პერიოდშიც საჭიროა ,ქვეყნის მასშტაბით, დრონით ფრენების აკრძალვა,“ – განაცხადა პოლიციის გაერთიანების პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ანდრეას როსკოფმა. ცნობისთვის, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი […]