ლატვია უკრაინის მიმართ ნატოს ერთიან დახმარებას ემხრობა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ნატოს მხრიდან უკრაინის ხუთწლიანი დახმარების გეგმის შემუშავება და 100 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნა, გააუმჯობესებდა ალიანსის წევრებს შორის კიევისადმი სამხედრო დახმარების კოორდინაციას. მოსკოვისთვის კი ეს გზავნილი იქნებოდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ერთობლივად აწვდის დახმარებას უკრაინას. 4 აპრილს, ბრიუსელში ყოფნისას, კრიშიანის კარინში “რადიო თავისუფლებას” ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად […]
ჩერგოლეიშვილი რუსულ კანონზე: ეს რეჟიმი თვითონ არის რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი

ეს კანონი უცხო ქვეყნის სამსახურად აცხადებს თავისუფალ მედიას, თავისუფალ სასამართლოს და ზოგადად ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. თქვენთვითონ შეხედეთ, ვისთვის შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის ინტერესი, ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ამ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვა, ამ სახელმწიფოში თავისუფალი მედიის არსებობა – მხოლოდ რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ წუხს ჩვენი თანამეგობრობა დასავლეთში, იმ ყველაფერზე რაც ხდება და რეალურად, ამის ანტიდოტი არის რეჟიმის […]
ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე იქნება გატანილი – სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა. “ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას ეს იყო დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი, იმ დაფინანსებისა, რომელსაც ანაზღაურებებს სახელმწიფო. ამ მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან,ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან,ასევე თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, პრემიერმინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით […]
ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ახალ გზებს ხსნის

ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტს, ერეცს, კვლავ გახსნის და ჰუმანიტარული დახმარების შესატანად სხვა ნაბიჯებსაც დგამს. ღაზის სექტორი განადგურებულია ისრაელის ექვსთვიანი ოპერაციის შედეგად საჰაერო და სახმელეთო იერიშების შემდეგ, რომელიც მოჰყვა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაციის ჰამასის შეჭრას. ამ თავდასხმას 1200 პირი შეეწირა ისრაელში, ხოლო 240 მძევლად იქნა […]
ონკოპაციენტებისთვის 25-ათასიანი ლიმიტი რჩება, თუმცა წამლები ცალკე დაფინანსდება — მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის განსაზღვრულ წლიურ 25 000-ლარიან ლიმიტს მედიკამენტების ხარჯები გამოეყოფა. ეს მედიკამენტები სხვა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, ვისაც ამ დროისთვის უკვე ამოწურული აქვთ აღნიშნული ლიმიტი. სარჯველაძის თქმით, ონკოპაციენტების წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა იყო ერთ-ერთი პირველი დავალება, რაც მინისტრად დანიშვნის შემდეგ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-იანი […]
ევროპარლამენტარები: დააკვირდეს ევროკომისია, შეესაბამება თუ არა ოცნების ნაბიჯი EU-ის სტატუსს

ევროპარლამენტარები ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ერთობლივი კრიტიკული განცხადებით ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შემოღებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყანას, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება. “ჩვენ გვესმის […]
DRG-სთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს, რომ სამართლიან თამაშის წესებზე შევთანხმდეთ – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, DRG-სთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა დაწყებულია. BM.GE-ის კითხვის პასუხად, მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოწვევებზე საუბარი კერძო სექტორთან ღიად მიმდინარეობს და ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაზეც ყველა მოთამაშე თანახმა იქნება. “ამ დღეებში ჩატარებული არაერთი შეხვედრის ფარგლებში, მათ შორის საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ახორციელებს შეხვედრებს კლინიკებთან იმისთვის რომ დადგინდეს რა არის მთავარი პრობლემატიკა. ყველა თანხმდება, […]
ჯაბა სამუშია რუმინეთში AUF-ის შეხვედრას დაესწრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი ჯაბა სამუშია რუმინეთში, ქალაქ იაშის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა საბჭოს პრეზიდენტების და ვიცე-პრეზიდენტების სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტმა, იაშშის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ტუდორელ ტოადერმა უმასპინძლა. „შეხვედრაზე ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) […]
მარიამ ქვრივიშვილი გუდაურის მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო – სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება

გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი სამთო – სათხილამურო კურორტებისთვის, განსაკუთრებით გუდაურისთვის. „ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო – სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება. გასულ წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ მსოფლიო ჩემპიონატს, ასევე […]
ევროკომისიის პრეზიდენტი – ევროკავშირი სომხეთს შემდეგი 4 წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოუყოფს – ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში

ევროკავშირი სომხეთს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მოხარული ვარ სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრას ვუმასპინძლო. პირობას ვასრულებთ, […]