თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მდინარე არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდის მარცხენა მიმართულებაზე, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია ორივე სამოძრაო ზოლზე.
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან ერთად „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შსს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის სამეფოში შინაგან საქმეთა მინისტრს ესპანელმა კოლეგამ – ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა სამართალდაცვით […]
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები – Forbes

Forbes-ის 2024 წლის რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები, ჯამში 25 პირი, 33 წლის ასაკს ქვემოთ არიან. მათი კოლექტიური ქონება $110 მილიარდს უტოლდება. Forbes-ის ვარაუდით, სამომავლოდ მილიარდერთა შორის მდიდარ ახალგაზრდა მემკვიდრეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, 19 წლის ბრაზილიელი ლივია ვოიტია. ვოიტი ამჟამად კვლავ კოლეჯში სწავლობს, თუმცა WEG-ში მცირე წილის წყალობით, რომელიც გარდაცვლილი ბაბუისგან […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა. სამივე სტუდენტს მიმდინარე სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან – მშენებლობის საგანმანათლებლო […]
დენის შმიგალი – რუსეთში და ბელარუსში ავიატრანზიტის აკრძალვაზე ვიმუშავებთ

რუსეთში და ბელარუსში ავიატრანზიტის აკრძალვაზე ვიმუშავებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ლიეტუველ კოლეგა, ინგრიდა შიმონიტესთან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა. „რუსული ბიზნესი, რუსი ტურისტები კომფორტულად ვერ უნდა იყენებდნენ ევროკავშირის ცას თავისი მიზნებისთვის. ცა დაკეტილია რუსული და ბელარუსული თვითმფრინავებისთვის, მაგრამ ინიცირებას მოვახდენთ და პარტნიორებთან ეს იდეა განვიხილეთ – რუსეთში და ბელარუსში ან რუსეთიდან და ბელარუსიდან ნებისმიერი […]
ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს 13 აპრილს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს მომდევნო შაბათს – 13 აპრილს შეხვდება. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.
“ტანგოს სჭირდება ორი მხარე… ერთობლივი მუშაობა დიდ შედეგებს მოიტანს“ – ინტერვიუ იციკ მოშესთან

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ინვესტორებზე მეტი იზრუნოს და პრობლემები ოპერატიულად მოუგვაროს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც დააანონსა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, თბილისში, საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება. „საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ კავშირებს თუ შევხედავთ, პოტენციალი 10%-მდეც არაა ათვისებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი თუ ორმხრივად ვიმუშავებთ. ტანგოს ცეკვას სჭირდება ორივე მხარე და […]
ალეკო ელისაშვილი – აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის – არც ეს კანონი უნდა მივაღებინოთ, ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ, პარლამენტში საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ

ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და დიდი სურვილიც არ მექნებოდა რამდენიმე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხელი მომეწერა ასეთი განცხადებისთვის, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა კითხვას, თუ რატომ არ მოაწერა ხელი პარტია „მოქალაქეების“ სახელით 7 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას. როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია მოქალაქეების პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ცხადია. […]
“ქუჩაში იქნება გასასვლელი? – გავიდეთ, საჩხუბარი იქნება? – უნდა ვიჩხუბოთ, ამათ არაფერი ესმით” – ელისაშვილი

“რუსული კანონია, სიტყვა – სიტყვით არის ნათარგმნი რუსულიდან, რომელსაც ორი მიზანი აქვს: ერთი ის, რომ ევროპას დაგვაშოროს და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მოგვიკლას და განიმტკიცონ ძალაუფლება. ეს კანონი არ უნდა მივაღებინოთ, თუ აქცია იქნება საჭირო, უნდა გამოვიდეთ. ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ. თუ საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ. პარლამენტში საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ, რადგან ამათ არაფერი […]
იოსელიანი: გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ამის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსული კანონის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გამჭვირვალეობა ლეგიტიმური მიზანია, “ოღონდ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია მოხდეს სწორი გზებით”. მისივე თქმით, გამჭვირვალობის განხორციელებაში ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ფორმები სტრატეგიული პარტნიორებისთვის მისაღები უნდა იყოს. “როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონის შინაარსზე, შეიძლება პოლიტიკოსებისთვის იყოს დებატის საგანი, მაგრამ თვითონ კანონის მიზანი, რაც გულისხმობს […]