თეონა აქუბარდია – ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიის დაწერა რამდენიმე დღეში შეუძლებელი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანი არ არის

ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიის დაწერა რამდენიმე დღეში შეუძლებელი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ მმართველი პარტია დასავლეთის „დემონიზებას“ გააგრძელებს, ქვეყანა ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხის წინაშეც შეიძლება დადგეს. მისივე თქმით, ორშაბათსვე, როდესაც პარლამენტში ბიუროს სხდომაზე “უცხოური გავლენის […]
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს მომდევნო შაბათს – 13 აპრილს შეხვდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს მომდევნო შაბათს – 13 აპრილს შეხვდება. ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.
ლომჯარია: რასაც ოცნება აკეთებს, ეს დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება. ლომჯარიას თქმით, ის, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. “ის ცალსახა განაცხადი, რაც ევროკავშირის საბჭომ გააკეთა, რომ საქართველოს ვანიჭებთ გაწევრიანების პერსპექტივას, სტატუსთან ერთად ჩვენ ხომ პერპსექტივაც მოგვენიჭა, რომ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი, […]
ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო – სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება – მარიამ ქვრივიშვილი გუდაურის მსოფლიო ჩემპიონატზე

გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი სამთო – სათხილამურო კურორტებისთვის, განსაკუთრებით გუდაურისთვის. „ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო – სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება. გასულ წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ მსოფლიო ჩემპიონატს, ასევე 2023 – 24 წლებში ჩავატარეთ მსოფლიო თასების ეტაპები და […]
ნახეთ როგორი ჩინებული გოლი გაიტანა კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში [VIDEO]

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში “კრაკოვიას” ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ გამოიჩინა თავი. ლკს-სთან სახლში ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი დალაშქრა. ეს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ მე-18 შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველის პირველი გატანილი გოლია. კრაკოვული გუნდი 29 ქულით მე-12 ადგილზეა და 14 აპრილს ბილოსტოკში “იაგელონიას” დაუპირისპირდება. კრაკოვია – ლკს 2:2 გოლები: 1:0 კალმანი […]
გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, თუმცა უნდა მოხდეს სწორი გზებით — იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ისე, რომ არ იყოს წინააღმდეგობაში სტრატეგიული მოკავშირეების და სამოქალაქო საზოგადოების აღქმასთან წინააღმდეგობაში და არ მოახდენს ვინმეს დემონიზებას. „ქვეყანას აქვს გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი და ეს მიზანია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. ამ მიზნის მიღწევის გზაზე აუცილებელია, ყველაფერი გავაკეთოთ. შეიძლება პოლიტიკოსებისთვის დებატების საგანი იყოს, თუმცა თვითონ […]
“გასაჯაროვდეს დეპუტატების შემოსავლები და ბიზნესები რომლებსაც ისინი “კრიშავენ” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე: მე თანახმა ვარ მკაცრად გაკონტროლდეს და გასაჯაროვდეს ჩინოვნიკების და დეპუტატების შემოსავლები და გამოვლინდეს ის ბიზნესები რომლებსაც ისინი კრიშავენ და ფაქტიური მონოპოლისტები არიან. განსაკუთრებით ფარმაცევტულ ბიზნესში, ტურიზმში, მშენებლობაში, სურსათის ექსპორტში, ენერგომატარებლებში…
გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე – გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება, რეალურია და ეს იქნება ძალიან მძიმე ამბავი, ამის დაშვება არ შეიძლება

გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება, რა თქმა უნდა, რეალურია და ეს იქნება ძალიან მძიმე ამბავი, ამის დაშვება არ შეიძლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ დაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც 22 ევროპარლამენტარის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, […]
“ბექას ბავშვური ჩლიფინი” და გვარამიას გინება – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რაც ბექა ოდიშარიასგან მოვისმინეთ, “მოუ@@ვნელი ქალების სინდრომი” ბავშვური ჩლიფინია და ის გინება, რაც სხვებისგან მოისმინა, არსად მოუსმენია აქამდე. შესაბამისად, “მოუ@@ვნელი ქალების სინდრომი”, როგორც ჩანს ხშირად ესმის, თუმცა, არ აკონკრეტებს სად და ვისგან. გია ვოლსკი: “ძალიან განვიცადე ის განცდა, რომელიც ბექა ოდიშარიას ჰქონდა. თვითონ გულწრფელი სინანული გამოხატა […]
“არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები, რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი” – ჯანელიძის სარკასტული წერილი “რუსულ კანონზე”

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტით გამოეხმაურა: „ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და […]