ორსკის ხელისუფლების განცხადებით, მალე მთელი ქალაქის საცხოვრებელი სექტორი დაიტბორება

ორსკის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მალე ძველი ქალაქის მთელი საცხოვრებელი სექტორი კაშხლის წყლით დაიტბორება. ,,უახლოეს მომავალში ძველი ქალაქის მთელი საცხოვრებელი სექტორი დაიტბორება. მოსახლეობამ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს ევაკუაციისთვის”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში ტელეგრამის არხზე. ორსკის წარმოების განყოფილების სპეციალისტებმა დატბორილ ტერიტორიაზე ელექტრო ქსელი გათიშეს. ელექტროენერგიის მიწოდება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ დატბორილია, ამ დროისთვის ნორმალური სქემით მიმდინარეობს. […]
The New York Times – სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს აკისრებს, ირანმა, შეკავების მიზნით, ისრაელზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა CNN-ს […]
“მიზანმიმართული თავდასხმა მყიფე დემოკრატიაზე” – აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატორები

აშშ-ში ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა – თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და სენატორი როჯერ უიკერი ქართული ოცნების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ხელახლა მიღებას ეხმაურებიან. ისინი აღნიშნულ კანონპროექტს რუსული კანონის ასლს უწოდებენ და მისი ხელახლა მიღების მცდელობის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ. “ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის […]
6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა

გიორგი მაზნიაშვილი, 1871 წლის 6 აპრილს, გორის მაზრის სოფელ სასირეთში დაიბადა. დაამთავრა კადეტთა კორპუსი და შემდგომ, სამხედრო სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც მძიმედ დაიჭრა. პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, კაპიტნის წოდებით ირიცხებოდა ციმბირის მე-2 მსროლელ პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, გიორგი მაზნიაშვილი ვარშავასთან მძიმედ დაიჭრა და პეტერბურგში მკურნალობდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მას […]
ჰელსინკის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას გამოეხმაურა. „ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი თავიდან დაინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის […]
თამარ გაბუნია – ონკოლოგიური პაციენტებისთვის 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც მას მკურნალობის დაგეგმვისა და შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში – ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება. „რაც შეეხება მედიკამენტებს, […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალოა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შესაბამის განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6784 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6834 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9018 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9139 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0121 ლარი შეადგინა.
როგორი ამინდი იქნება მოსალოდნელი 6-8 აპრილს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 6 აპრილს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 6 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში […]
Freedom House „ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ხელახალა დააინიცირის თითქმის 1 წლის შემდეგ, რაც მსგავსი კანონისაზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის გამო უკან გაიწვიეს. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება საქართველოს დააკავშირებს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებს, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება […]