გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალოა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შესაბამის განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება