[PREVIEW] “ნაპოლის” ევროტურნირებზე გასვლა უჭირს, ხვიჩას” კი “ბარსას” სერიოზულად უკავშირებენ – კაკაბაძის სუპერგოლით დავიწყეთ…

“ნაპოლის” სერიოზული საფრთხე უდგას, გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირებს მიღმა დარჩეს და თუკი ხვიჩა კვარაცხელია აქ დარჩება, მისი მხოლოდ საშინაო ასპარეზზე ხილვა სამწუხარო იქნება. ამასობაში, “ბარსელონას” ინტერესზეც სერიოზულად იწერება. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 მატჩით ადრე კალცონას გუნდი ბრძოლას აგრძელებს და კვირას, 7 აპრილს, თბილისის დროით კვლავ ადრე, 17:00 საათზე, “მონცას” “ბრიანტეოზე” (16 917 მაყურებელი) ესტუმრება. “მონცას” ბოლო […]
მიხეილ ვაზაგაშვილი სწავლას კოლუმბიის უნივერსიტეეტში განაგრძობს

მიხეილ ვაზაგაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში. “Columbia University Class of 2028👑 – დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ჩარიცხვა მომივიდა სრული 374,000$-იანი დაფინანსებით. კომაროვის სკოლას უღრმესი მადლობა ამ დაუვიწყარი 4 წლისთვის და განსაკუთრებული მადლობა Giorgi Makhatadze-ს და შოთა ქათამაძეს, რომ აპლიკაციის შევსებაში დამეხმარნენ! 💖 ასევე, მადლობა ყველა მასწავლებლს, რომელებმაც […]
თებერვალში გლობალური საჰაერო მიმოსვლა 21,5%-ით გაიზარდა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თებერვალში გლობალური საჰაერო მიმოსვლა 21,5%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით. საერთო ტევადობა, გაზომილი სამგზავრო კილომეტრებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,7%-ით გაიზარდა. დატვირთვის კოეფიციენტმა თებერვალში 80.6% შეადგინა (+1.9 პროცენტული პუნქტი 2023 წლის თებერვალთან შედარებით). მთლიანი საჰაერო მიმოსვლა, რომელიც სამგზავრო კილომეტრებში იზომება, ასევე გაიზარდა 18.7%-ით თებერვალში გასულ წელთან […]
პიტერ კროგოლი – ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესანიშნავ გუდაურში ვიმყოფებით – მადლობა, გუდაურში მასპინძლობისთვის

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესანიშნავ გუდაურში ვიმყოფებით – მადლობა აქ, გუდაურში მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა, პიტერ კროგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ გამორჩეული ღონისძიებები და ყველასთვის სამართლიანი პირობები იქნება. „დღეს, ჩვენ აქ 2024 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სნოუბორდის კროსის ფინალისთვის შესანიშნავ გუდაურში ვიმყოფებით. ამინდი ოდნავ რთულია, ღამით თოვლი წამოვიდა […]
რა მდგომარეობაა გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი […]
სიახლე, რომელიც მგზავრებისთვის დღეიდან ამოქმედდა

თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.
„დიდი მიწისძვრაა მოსალოდნელი… წყალთან და ნგრევასთან დაკავშირებული პრობლემები…“ – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებაზე

ვრცელდება ეზოთერიკოს გოგა მანიას მორიგი წინასწარმეტყველება: “ახალი წინასწარმეტყველება… დღეს არის 2024 წლის 5 აპრილი! სამწუხაროა, მაგრამ უნდა ველოდოთ იაპონიასა და ჩინეთში და არა მარტო, დიდ მიწისძვრას… თურქეთსა და სხვადასხვა მუსულმანურ ქვეყანაში… ასევე, იტალიასა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მაიამიში და ინდოეთში, წყალთან და ნგრევასთან დაკავშირებულ პრობლემებს… იქნება გლობალური კრიზისი, რაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვანაირად აისახება […]
რობერტ კობლიაშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ბაქოში მიმდინარე ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა(97 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში გერმანიის სახელით მოასპარეზე ლუკას ალეხანდროს ლაზოგიანისი დაამარცხა.
ჯანელიძე: ოცნების შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს

ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს ქართული ოცნების ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს […]
რუსთავში ნაქირავები ავტომობილი გაყიდეს

„ინფორუსთავის“ ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელიც ნაქირავები იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 8 000 დოლარად მიყიდა. მყიდველმა, მეორე დღეს, ავტომობილის გადაფორმებისას აღმოაჩინა, რომ ის არ იყო იმ პირის საკუთრებაში, ვისგანაც შეიძინა. დაზარალებულმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი, სავარაუდო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.