2030 წლისთვის მსოფლიოში დამატებით 62 300 მეგავატი ატომური ენერგია იქნება

ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 440 ბირთვული რეაქტორია 30-ზე მეტ ქვეყანაში. აღნიშნული რეაქტორები მსოფლიოში ელექტროენერგიის მოთხოვნილების 10%-ს აკმაყოფილებენ. შესაბამის მონაცემებს „ანადოლუ“ WNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. წელს ინდოეთში, აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ელექტროგადამცემ ქსელში 3 რეაქტორი ჩაირთო, ხოლო ეგვიპტეში, ჩინეთსა და რუსეთში 3 რეაქტორის მშენებლობა დაიწყო. წლის დასაწყისიდან რუსეთში 1 რეაქტორი დაიხურა. ბირთვული ენერგია კვლავაც პრიორიტეტულია, რადგან ის […]

პაატა მანჯგალაძე – იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!

იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის, როგორც რუსული, ისე ანტიევროპული. „როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი ამას ნეგატიურად აფასებს, ასევ გაეროს შესაბამისი კომიტეტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ამასთან, ახლა „ფეისბუკიც“ რაღაცას ბლოკავს […]

პაატა მანჯგალაძე – საქართველო ევროპაა – ყველა, ვინც ქართველ ხალხს აღუდგება წინ ამ გზაზე, იქნება ისტორიის სანაგვეზე!

გასულ წელს ქართველმა ხალხმა ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით მოიპოვა ევროპის კანდიდატის სტატუსი და მის დათმობას არ აპირებს” – ამის შესახებ “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებით “ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხის დასჯა გადაწყვიტა „როგორც ჩანს, ივანიშვილი და ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეები კიდევ უფრო […]

TASS-ი – რუსეთში, ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შემდეგ, წყალდიდობის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შემდეგ, წყალდიდობის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს: ორი ქუჩაში და ერთი სახლში. ამ უკანასკნელმა პარასკევს საღამოს ევაკუაციაზე უარი განაცხადა“, – წერს TASS-ი. TASS-ის ცნობით, ორსკში 2400-ზე მეტი სახლი დაიტბორა და 711 ადამიანის ევაკუაცია […]

„პირობა დავდე, თუ მამა ამ სიტუაციიდან გამოვა, უფრო მეტ თანხას გავიღებ….“ – რა სჭირს ნათია ზარანდიას მამას და რა პირობის შესრულება იტვირთა მომღერალმა?

· 30 მომღერალი ნათია ზარანდია გადაცემა „დღის პოსტს” ესტუმრა და ცხოვრების იმ რთულ ეტაპზე ისაუბრა, როდესაც მამის ავადმყოფობის შესახებ შეიტყო და მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლა დაიწყო. „ჩემი დაბადების დღის აღნიშვნიდან ორ დღეში, ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ მამას მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნე აქვს. დრო არ მქონდა, რომ მეტირა, მამა სასწრაფოდ გადავაფრინეთ თურქეთში, გვითხრეს, რომ დრო არ […]

ევროკავშირში რომ სერიოზულად დაიწყება საუბარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ეს შემდგარი კატასტროფაა- ნიკა გვარამია

ევროკავშირში რომ სერიოზულად დაიწყება საუბარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ეს შემდგარი კატასტროფაა- ნიკა გვარამია “ევროკავშირში რომ სერიოზულად დაიწყება საუბარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ეს უკვე შემდგარი კატასტროფა მგონია,” – ამის შესახებ “ახალის” თანათავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. ,,ევროკავშირში რომ სერიოზულად დაიწყება საუბარი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ეს უკვე შემდგარი კატასტროფა მგონია, მეგობრებო. არ უნდა ქართულ ოცნებას […]

„ენჯეოები“ შშმ პირებს პირდაპირ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ დონორებისგან მიღებულ თანხებს გამჭვირვალეს გახდიან, მათ ვეღარ დააფინანსებენ

„ენჯეოები“ შშმ პირებს პირდაპირ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ დონორებისგან მიღებულ თანხებს გამჭვირვალეს გახდიან, მათ ვეღარ დააფინანსებენ „[იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ პოლიტიკაში გარე ძალების მიერ გადმორიცხული გაუმჭვირვალე ფინანსები ტრიალებს], დღის წესრიგში დგება საკითხი, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები”, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის […]

საქართველოს ნაკრებმა ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში ტანვარჯიშში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებს აღნიშნული ჯილდო სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა მოუტანეს, მათ ჯამში 46.300 ქულა დაიმსახურეს და ოქროს მედალიც მოიპოვეს. შეგახსენებთ, ამავე ტურნირზე რამდენიმე დღის წინ ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო იუნიორებს შორის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონობა არავის […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია – ჰელსინკის კომისია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია – ჰელსინკის კომისია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას გამოეხმაურა. „ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული […]

მამუკა მდინარაძე – რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, თავი დაანებონ – კანონს არ დავუბრუნდებოდით, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს

პირობებზე საუბარს და რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის, თავი დაანებონ – კანონს არ დავუბრუნდებოდით, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად პირობისა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების […]