საქართველო რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველო რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველო ნატო-ს 12 წევრ და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად Sea Shield 24 საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რუმინეთში 8-21 აპრილს გაიმართება. რუმინეთისა და საქართველოს გარდა საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, მოლდოვა, ნიდერლანდები, […]
მდინარაძე: ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი – გამჭვირვალობა, გადაგვაგდეს

რაც შეეხება პირობებს, რომელზეც ისინი საუბრობენ. მამუნათებენ პირადად მე და ქართული ოცნების სხვა ლიდერებს თუ წარმოომადგენლებს. დიახ, ჩვენი პირობა იყო, კანონი არ დაგვებრუნებინა. მათი პირობა, მათი ნათქვამი იყო – ფინანსების გამჭვირვალობა. სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? კიდევ უფრო გაუარესდა, ეს არის გამჭვირვალობა? მათი პირობა სად არის? დაიდოს ეს პირობა, რომ ფინანსები იყოს გამჭვირვალე. ფინანსები უფრო გაუმჭვირვალე […]
ზეგ მსოფლიო მზის სრულ დაბნელებას იხილავს – რას უნდა ველოდოთ და რა უნდა ვიცოდეთ მოვლენაზე, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განმეორდება

2024 წლის 8 აპრილს მზის სრული დაბნელება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაიწყება, შემდეგ კი ის ჩრდილოეთ ამერიკას, მექსიკას, შეერთებულ შტატებს და საბოლოოდ კანადას გადაკვეთს. იგი 4 წუთსა და 28 წამს გაგრძელდება. შემდეგი დაბნელება მხოლოდ 2026 წელს მოხდება და ის ძირითადად ატლანტის ოკეანეში იქნება ხილული. · რა უნდა ვიცოდეთ მზის დაბნელების შესახებ მზის დაბნელება — ბუნებრივი […]
Renault საფრანგეთში ახალი თაობის ელექტრო ფურგონების წარმოებას გეგმავს

Renault საფრანგეთში, სანდუვილის Flexis ქარხანაში 2026 წლიდან ახალი თაობის ელექტრო ფურგონების წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი. პროექტში ინვესტიციები სავარაუდოდ 300 მილიონ ევროს მიაღწევს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ის 550 სამუშაო ადგილს შექმნის. სანდუვილის ქარხანა უკვე აწარმოებს Renault Trafic-ის ფურგონებს. Flexis არის Renault-ს, შვედურ სატვირთო მწარმოებელ Volvo-სა და ფრანგული ლოგისტიკური ოპერატორის CMA CGM-ის ერთობლივი […]
“რეალთან” თამაში? ჩემპიონატსაც კი ვერ ვლიდერობთ” – გვარდიოლა

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ის ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “რეალთან” დაპირისპირებაზე არ ფიქრობს, რადგან მის გუნდს ჩემპიონატში გამარჯვებების მოპოვება სჭირდება. “ამ მომენტში “რეალთან” დაპირისპირებაზე არ ვფიქრობ, ჩემპიონატს რომ 18 ქულით ვლიდერობდეთ, მაშინ აუცილებლად ვიფიქრებდი, თუმცა მესამე ადგილზე ვართ. მართალია ლიდერს დიდი სხვაობით არ ჩამოვრჩებით, მაგრამ თუ ქულებს დავკარგავთ, შესაძლოა, ჩემპიონობის შანსი დავკარგოთ”, – განაცხადა გვარდიოლამ. შეგახსენებთ, […]
Tesla-მ ხელმისაწვდომი ელექტრომობილის წარმოება შეაჩერა – Reuters

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მ, დიდი ხნის წინ დაანონსებული იაფიანი ელექტრომობილების წარმოება შეაჩერა – ინფორმაციას Reuters-ს სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს. ინვესტორთა პროგნოზი, რომ ხელმისაწვდომი ელექტრომობილები Tesla-ს ფართო მოხმარების ავტომწარმოებლად აქცევდა, აღარ შესრულდება. წყაროს ინფორმაციით, ამის ნაცვლად, კომპანია “რობოტი ტაქსების” დახვეწაში ჩადებს რესურსს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის, იმ გეგმიდან გადახვევაა, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა […]
ვინ ეძახის კანონს რუსულს? მავნებელი არასამთავრობოები და რადიკალი პოლიტიკოსები, დაზაფრულები იმით, რომ მათი ფინანსები და საქმიანობა გამჭვირვალე გახდება
ვინ ეძახის კანონს რუსულს? მავნებელი არასამთავრობოები და რადიკალი პოლიტიკოსები, დაზაფრულები იმით, რომ მათი ფინანსები და საქმიანობა გამჭვირვალე გახდება პირდაპირ გეტყვით, ამ გამჭვირვალეობის კანონისთვის რუსული კანონის შერქმევაზე – გოიმობა და უვიცობაა, ხოლო შემრქმევი, მავნებელთან ერთად ზედმეტად უვიციც! – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, “გამჭვირვალობის კანონს” “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ არამხოლოდ ქართველი რადიკალები, არამედ ის […]
,,მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო თასები გაგრძელდება და საერთაშორისო არენაზე საქართველო პოზიციონირება მუდმივად იქნება“ – ირაკლი ბურჭულაძე

,,მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო თასები გაგრძელდება და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირება მუდმივად იქნება”,- ამის შესახებ ,,მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე. ,,საქართველო მეხუთე საერთაშორისო ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე, ისეთ წარმატებულ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ეს […]
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – ჩასივ-იარი ჩვენი კონტროლის ქვეშ რჩება

ჩასივ-იარი ჩვენი კონტროლის ქვეშ რჩება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. „ჩასივ-იარი ჩვენი კონტროლის ქვეშ რჩება და მტრის ყველა მცდელობა, რომ დასახლებული პუნქტისკენ გარღვევა ჰქონოდათ, ჩაიშალა“, – წერს სირსკი „ტელეგრამის“ არხზე. გუშინ, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსი ჯარისკაცები დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტის დასავლეთით მდებარე ჩასივ-იარის ერთ-ერთ გარეუბანში შევიდნენ. რუსების მიერ […]
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე გამოქვეყნდება. სლოვაკები არჩევანს ოპოზიციის კანდიდატ, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკსა და მმართველი კოალიციის წევრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, პეტერ პელეგრინის შორის გააკეთებენ. ცნობისთვის, 23 მარტს გამართულ სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ […]