თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 48 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 48 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს. ალი იერლიკაიას ცნობით, დაკავებულები იანვარში, სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირებთან არიან დაკავშირებული. შეგახსენებთ, იანვარში, სტამბოლის სანტა მარიას კათოლიკურ ეკლესიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლის გახსნა, რის შედეგადაც თურქეთის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

Forbes-ის მილიარდერთა 2024 წლის რეიტინგში ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელები ლიდერობენ

2024 წლის მსოფლიო მილიარდერთა სიაში ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელები დომინირებენ. ახალი რეიტინგი მიმდინარე კვირაში Forbes-მა გამოაქვეყნა. ბერნარ არნომ Louis Vuitton-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიაში პირველი ადგილი მეორედ დაიკავა. ამ დროისთვის ის უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში, 233 მილიარდი დოლარის ქონებით. მეორე ადგილზე გავიდა ილონ მასკი, SpaceX, Neuralink და X-ის მფლობელი, 195 მილიარდი დოლარის ქონებით. ჯეფ ბეზოსი, ელექტრონული კომერციის გიგანტის […]

თურქეთმა ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

თურქეთმა ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე უვიზო რეჟიმი გააუქმა. დეკრეტს უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ხელი მოაწერა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ეხებათ თურქეთისა და ტაჯიკეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს. თურქეთში ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან გაუქმდა. აქამდე ტაჯიკეთის მოქალაქეებს ვიზის გარეშე თურქეთის ტერიტორიაზე 90 დღით სტუმრობა შეეძლოთ. მათთვის უვიზო რეჟიმი 2018 წელს ამოქმედდა. განცხადებაში […]

საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა – საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტაკის ბალტაკოსმა ეროვნული გუნდისა და მთავარი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, საბერძნეთს საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა ეთამაშა. „მივიჩნევ თუ არა პოიეტის ნაკრებში მუშაობას წარმატებულად? პირველ ეტაპზე, ერთა ლიგაში წარმატებულად იმუშავა და გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან საკვალიფიკაციო ეტაპზე კი გუნდი, ასევე, კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ […]

კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრის გამო, ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრის გამო, ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს. საბერძნეთის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ზღვისპირა ქალაქ იერაპეტრას აღმოსავლეთით, მთიანი ტყის ფერდობებზე გავრცელდა. ევაკუირებულ დასახლებებში დაახლოებით, 300 ადამიანი ცხოვრობს. კრეტაზე გაჩენილ ტყის ხანძარს 120 მეხანძრე ებრძოდა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ გასულ ღამით მომხდარ სროლაში

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ ღამით სროლა იყო საერთო საზღვრის გასწვრივ განლაგებულ პოზიციებზე, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მის პოზიციებს 6 აპრილის ღამით აზერბაიჯანის ძალებმა გაუხსნეს ცეცხლი, სომხეთი იუწყება აზერბაიჯანის სამხედრო მანქანების “აქტიურ გადაადგილებაზე”. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 5 აპრილს, გვიან მისი მესაზღვრეები მოექცნენ საზღვარზე გახსნილ ცეცხლში, […]

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები მოხდა, ერევანი ბაქოს პროვოკაციებში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ. 5 აპრილს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ 17:35-ზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა “მორიგი პროვოკაციებისთვის ნიადაგი მოამზადეს”, თხრიდნენ სანგრებს თოუზისა და გადაბეის რაიონების სოფლების მიმართულებით, სადაც აზერბაიჯანელი სამხედროები იყვნენ განლაგებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “აზერბაიჯანის არმიის დაუყოვნებელი ზომების შედეგად” საინჟინრო სამუშაოები შეაჩერეს. ამას გარდა, განცხადებაში […]

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ახალგაზრდებს პროექტის მნიშვნელობა, თავდაცვის უწყების პრიორიტეტები, ასევე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები გააცნო. მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით […]

შალვა პაპუაშვილი – საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა – ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. მისივე განცხადებით, ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, გამოცდის […]

„სამარცხვინო კანონპროექტი“ – „რუსულ კანონს“ პენამერიკაც აკრიტიკებს

პენამერიკა „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას. როგორც პენამერიკის წარმომადგენელი ლისლ გერნთჰოლცი აცხადებს, ეს ნაბიჯი შეასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების სტიგმატიზაციას ახდენს. მისივე თქმით, ეს ასევე ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ მწერლებს, მხატვრებს და კულტურის სხვა მოღვაწეებს. „უბრალო კოსმეტიკური ცვლილების განხორციელების შემდეგ, […]