ვოლოდიმირ ზელენსკი – მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს

მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„პარლამენტთან ვსაუბრობთ, რათა უახლოეს დღეებში შესაბამის კანონს უყარონ კენჭი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სრულიად არ არის პასუხისმგებლობიანი ის, რასაც ისინი აკეთებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “დეპუტატები აპლოდისმენტებს არ უნდა ელოდონ თავისი პოპულიზმისთვის“.
„რუსებმა შეძლეს ამ კანონით წამოეყენებინათ საკითხი, რომ ჩვენთან ხალხი მზად არის შემდგომშიც დაიცვას სახელმწიფო. და დღეს დასავლეთი გვეკითხება: თუ მობილიზაცია არ გინდათ, პარლამენტის კენჭისყრა არ უნდა, მაშინ რად გინდათ დახმარება?” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინელები პატივს აღარ სცემენ სამხედროებს.
„მივიჩნევ, რომ უკრაინელები პატივს სცემენ ადამიანებს სამხედრო ფორმაში, პატივს სცემენ სამხედროებს. მაგრამ ნამდვილად ძალიან რთულია ქუჩაში დადიოდე, ხოლო რეალურად “ტიკ-ტოკში” ცხოვრობდე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?