გავდივარ ქიმიოთერაპიას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ – ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში, რაც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს ეხება.
როგორც მან განაცხადა, იტარებს ქიმიოთერაპიის კურსს.
“არ ვარ აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს. ჩავერთვები უკვე ფიზიკურადაც ამ ბრძოლაში და ვიქნები ძალიან აქტიური.
მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს [ონკოპაციენტებს], ვინც ამ დაავადებას ებრძვის, ამ ბრძოლაშია, მხნეობა ვუსურვო, ენერგია ვუსურვო, ოჯახისა და მეგობრების თანადგომა, რამაც მე გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის შემდეგ.
ამ ბრძოლასაც მოვიგებ! ქვეყნის ბრძოლასაც მოვიგებთ”- ამბობს ხათუნა სამნიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს