საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი – ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი მოქალაქე დამწვრობებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირი, დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. როგორც სუხიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუმარტა, მისთვის უცნობია სასროლეთში აფეთქების მიზეზები. „ამ დროისთვის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება. რაც შეეხება 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე სასროლეთში […]

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ღაზაში ჯარისკაცების რაოდენობას ამცირებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილიდან ერთი ბრიგადის გარდა ყველა ჯარისკაცი გაიყვანეს, – ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის არმიის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. გაურკვეველია, შეაჩერებს თუ არა ჯარების გაყვანა ღაზას სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰში დაგეგმილ შეჭრას. ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელელი ჯარისკაცების გაყვანა იმ ფონზე ხდება, როდესაც ეგვიპტე ღაზის სექტორში […]

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან სამი პირი, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე, უცნობია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი მოქალაქე. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზი. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.

ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებული 4 მოქალაქე დამწვრობებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი – დავით სუხიშვილი

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირი, დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუხიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასროლეთში აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. „ამ დროისთვის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება. რაც შეეხება 112-იდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე […]

თურქულ ავიაკომპანიას ევროკავშირში ფრენა აეკრძალა, მაგრამ საქართველოში დაფრინავს – avianews

თურქულ ავიაკომპანია Southwind Airlines-ის მენეჯმენტის რუსულ კვალთან მიზეზის გამო, თურქულ ავიაკომპანიას ევროკავშირის ცაზე ფრენა აეკრძალა. მინსკიდან სტამბოლისკენ მიმავალი მარშრუტი, უნგრეთისა და ბულგარეთის ნაცვლად, ახლა რუსეთის, ყაზახეთისა და საქართველოს გავლით დაფრინავს. ამის შესახებ avianews-ი წერს. აკრძალვა უკვე შეეხო ავიაკომპანიის ფრენების პროგრამას და ევროპელი ტურისტების თურქეთის კურორტებზე გადაყვანის გეგმებს. თურქულ ავიაკომპანიას აეკრძალა ევროკავშირის აეროპორტებში აფრენა და დაფრენა, […]

ვის ეკუთვნის სასროლეთი, რომელშიც დღეს უბედური შემთხვევა მოხდა?

დღეს, თბილისში სასროლეთ “ბეთლგრაუნდში” მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაშავდა 4 ადამიანი. ამ დრომდე, აფეთქების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება. შპს GLOBAL DEFENSE GROUP-ი, რომლის სავაჭრო ნიშანიც “ბეთლგრაუნდია” 2013 წელს დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიას 1 მფლობელი ჰყავს. წილის 100%-ს იაკობ ბერიძე ფლობს. მესაკუთრე თავადაა კომპანიის დირექტორიც.

შალვა პაპუაშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. „საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს შედიან: კახა კახიშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის […]

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ცხინვალში უკრაინიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი მეორე მოხალისე დაასაფლავეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი მებრძოლი დაასაფლავეს. რუდოლფ ცხოვრებოვი უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, ის ომში მოხალისედ იყო წასული. მისი კვალი გასული წლის ბოლოს დაიკარგა. დაღუპული მებრძოლის ცხედარი კი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს და მისი ამოცნობა მხოლოდ დეენემის ანალიზით გახდა შესაძლებელი. ცხოვრებოვის დასაფლავებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი მივიდა. დე […]

ალექსანდრე კრევო ასათიანი – კობახიძეს გერმანიაში ჩასვლა მხოლოდ საყვედურების მისაღებად მოუწევს

ისეთ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა ევროპასთან იმისათვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ, კობახიძეს ახლა გერმანიაში ჩასვლა მხოლოდ და მხოლოდ საყვედურების მისაღებად მოუწევს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ეღირსა ისეთ მთავრობას, რომელიც ქვეყნის […]

შსს – ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. “შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა […]