ვერმონტის შტატში ბერნი სანდერსის ოფისის კართან ცეცხლის გაჩენის გამო კაცი დააკავეს

აშშ-ში, ვერმონტის შტატში სენატორი ბერნი სანდერსის ოფისის კართან ცეცხლის გაჩენის გამო პოლიციამ 35 წლის შანტ სოგომონიანი დააკავა. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ ვერმონტის შტატის პროკურატურამ გაავრცელა. შანტ სოგომონიანი 5 აპრილს ქალაქ ბარლინგტონში ბერნი სანდერსის ოფისის კართან, შენობის მესამე სართულზე ავიდა, სადაც სცადა, რომ ცეცხლი გაეჩინა. ის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა. ვიდეოებში ჩანს, რომ კაცი ოფისის კარებთან სითხეს ასხამს […]
რუსული კანონის მხარდამჭერ პოსტებს 59 მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აზიარებენ – აი, ფაქტი

არასამთავრობო ორგანიზაცია აი, ფაქტის ცნობით, ქართული ოცნების დავალებით, რუსული კანონის მხარდამჭერ პოსტებს კოორდინირებულად აზიარებენ 59 მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. როგორც ორგანიზაცია წერს, სქემა შემდეგნაირია: პოსტს ავრცელებს პარტიის ცენტრალური ოფისი ან დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტარი ქართული ოცნებიდან. ამ მასალას მყისიერად აზიარებენ სახელმწიფო რწმუნებულები რეგიონებში და მერები. Შემდეგ კი მას ავრცელებენ ადმინისტრაციისა და ა(ა)პ-ების სხვა თანამშრომლები. აი, […]
როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აპრილს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც საკომიტეტო განხილვები დაიწყება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების და მესამე სექტორის განცხადებები სპეკულაციაა, ვინაიდან, კანონპროექტი თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით დეკლარაციის შევსებასა და გასაჯაროებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტში ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდა, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით – ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: […]
კომპანია ზღაპარსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია ზღაპარსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ზღაპრის გენერალურმა დირექტორმა თამარ უდესიანმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები სტუდენტებს სთავაზობენ ვაკანსიებს, სტაჟირება/პრაქტიკასა და დასაქმებას შესაბამისი სპეციალიზაციით, როგორც სუპერმარკეტების ცალკეულ ფილიალებში, ასევე კომპანიის სათავო ოფისში სხვადასხვა დეპარტამენტებში. ურთიერთანამშრომლობა მიმართული იქნება სტუდენტების პროფესიული ცნობიერების ამაღლებისა და […]
გრეის ჰოპერის დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება. ჯილდო 4 წლის წინ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით დაარსდა. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა […]
სამხარაძე: ჩვენი პარტიული მოწოდებაა – გადავახიოთ თავზე ტყუილები, სქრინებს ტყუილად აფრიალებთ

რაღაცა სქრინები გამოუტანიათ და ვადასტურებ, რომ ჩვენგან არის პარტიული მოწოდება – გადავახიოთ თავზე თავისი ტყუილები და მავნებლობა! სქრინები რად უნდა მაგას, აგერ გიდასტურებთ ყველას, რომ ჩვენი მოწოდებაა! ხანდახან ვიგინებით კიდევაც მათი მავნებლობის მასშტაბებზე მომავალშიც თუ რამე სქრინები გამოვიდეს გინების, ჩემია. ასეც გამოვხატავთ-ხოლმე შიდა ჩათებში ჩვენს ემოციებს უსამშობლოების მიმართ. დიახ, ყველას მოვუწოდეთ ნაცების და მათი კუდების […]
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 ჩამოვაგდეთ

8 აპრილის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გაანადგურეს. ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. “ღამით, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში უკრაინაზე. გამოყენებული იქნა შაჰედის ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 17 შაჰედი”. – წერია გენშტაბის ანგარიშში. დრონების შეტევის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანებული სატრანსპორტო […]
“ახალი ხედვის” სამედიცინო პროდუქტები

“ახალი ხედვის” სამედიცინო პროდუქტები კომპანია “ახალი ხედვა” 2012 წლიდან მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულსა და ტრავმატოლოგიურ ნივთებს სთავაზობს. სამედიცინო მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების Anita-ს, Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებშია წარმოდგენილი. განვიხილოთ, ცნობილი ბრენდების მიერ ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო პროდუქტებს: ● ვარიკოზის მოვლის საშუალებები – აუმჯობესებს ქვედა კიდურების ვენებში სისხლის მიმოქცევასა […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ინიცირებისათვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი წარედგინება. ბიურო მას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს. კანონპროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით არის რეგისტრირებული. კანონპროექტი პარლამენტში ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდა, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით – ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის […]