სეფაშვილის აზრით, ოპოზიცია და NGO-ები “Facebook-ის სათავო ოფისთან არიან შეკრულები”

რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორისა და მხარდამჭერის, ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატის ეკა სეფაშვილის აზრით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები “Facebook-ის სათავო ოფისთან არიან შეკრულები”. ამ განცხადებით ის ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდებისა და ქართული ოცნების წევრების მიერ რუსულ კანონთან დაკავშირებული პოსტების Facebook-ის მიერ ყალბ ინფორმაციად მონიშვნას გამოეხმაურა. “სათავო ოფისს მიაწოდეს დეზინფორმაცია და დაბლოკეს ქარდები, თუმცა ეს […]

“არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს!” – პარლამენტთან აქცია დაიწყო

“არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს!” – პარლამენტთან აქცია დაიწყო. მოქალაქეები ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. ადგილზე პოლიციაცაა მობილიზებული. მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, რითაც ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ და მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმავე შედეგს მივაღწიოთ, იმიტომ, რომ იგივე მიზანი გვაქვს, რაც […]

„ვფიქრობ, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის არსებული 3 საერთაშორისო აეროპორტი საკმარისია“ – მთავრობა თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობას გეგმავს

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტურიზმში მოსალოდნელია მომავალში ვიზიტორების სწრაფი ზრდა, ამიტომ გადაწყდა ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენება. „ჩვენ განვიხილეთ ორი ვარიანტი, ერთი იყო არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას. ძველის გაფართოება ჯდებოდა დაახლოებით 900 მლნ დოლარი, ხოლო ახლის აშენება 1 მილიარდ 260 მლნ დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, […]

გამოფენაში Art Expo New York ქართველი მხატვრები მონაწილეობდნენ

2024 წლის 4 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა გამოფენა Art Expo New York, რომელშიც ქართველი მხატვრები – მაკა დადიანი, არსენ გვენეტაძე, კახა ესებუა, ნიკოლოზ მესხიშვილი და თემურ ლომიძე მონაწილეობდნენ. Art Expo New York წარმოადგენს სახვითი ხელოვნების გლობალურ ბაზარს, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მასში 1000-მდე ხელოვანი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

VIDEO: ბუდუ ზივზივაძე გულშემატკივრებს მასპინძლობს – ფეხბურთელი მათ სახლში დაიტოვებს

ბუდუ ზივზივაძე გულშემატკივრებს შეჰპირდა, რომ გერმანიაში თამაშის დროს საკუთარ სახლში დაიტოვებდა. თამაშზე დასასწრებად ძალიან ბევრი ქართველი ჩავიდა გერმანიაში და ბევრმა დასარჩენი ვერ იშოვა. ბუდუ კი უკვე პირველ სტუმრებს მასპინძლობს. ნახეთ ვიდეო:

კუპრაძე: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს

ლელო რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს დაცვის აქტს აინიცირებს – ამის შესახებ ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ქართველის ხალხის რეალური ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ რუსეთია დღეს საქართველოს მტერი, ასე იყო 9 აპრილის ღამესაც. სწორედ მტრის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება რუსული კანონის მიღება და ინიცირება საქართველოს ბიძინა […]

დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს

დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში, ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ესაა „factcheck“ და „მითების დეტექტორი“, ანუ გვარებით რომ ვთქვათ, სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი, ყველამ იცით ეს სახელები და გვარები, […]

დოკუმენტი არის მარტივი, 11-მუხლიანი კანონპროექტი, ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ, საიდან იღებენ თანხებს და რა მიზნით ხარჯავენ მას

დოკუმენტი არის მარტივი, 11-მუხლიანი კანონპროექტი, ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ, საიდან იღებენ თანხებს და რა მიზნით ხარჯავენ მას „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის სხდომაზე გახმოვანებულ გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველა მათგანი ქვეყნის წინსვლისთვის საჭირო საკითხია. მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ პრემიერ-მინისტრი “გამჭვირვალობის კანონსაც” შეეხო, ვინაიდან გაუმჭვირვალე თანხების ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შემოდინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ვერ იქნება […]

როდესაც გარშემო ომის, დაძაბულობის და გეოპოლიტიკური კატასტროფების საშიშროებების დიდი ალბათობაა, შენ კიდევ შეგიძლია თავისუფლად, დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სოციალური პროექტები ახორციელო, ნამდვილად გვაქვს საამაყოდ საქმე

როდესაც გარშემო ომის, დაძაბულობის და გეოპოლიტიკური კატასტროფების საშიშროებების დიდი ალბათობაა, შენ კიდევ შეგიძლია თავისუფლად, დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სოციალური პროექტები ახორციელო, ნამდვილად გვაქვს საამაყოდ საქმე საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის ეფექტურობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. ქადაგიძე განმარტავს, თუ რა შედეგი მოაქვს მშვიდობას და ამის დასტურად მოჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ […]

გაეროს უზენაესი სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომ გერმანია ისრაელს გენოციდში ეხმარება ღაზაში

8 აპრილს გაეროს უზენაეს სასამართლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა, რომლის მიზანია, შეაჩეროს გერმანიის მიერ ისრაელის სამხედრო და სხვა სახის დახმარება. ამ ნაბიჯის მომხრეთა თქმით, ბერლინი გენოციდის აქტებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას უწყობს ხელს ღაზის ომში. ნიკარაგუა აცხადებს, რომ ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უარის თქმა გაეროს იმ უწყების დაფინანსებაზე, რომელიც პალესტინელთა დახმარებას […]