400-ზე მეტი მედიასაშუალება და NGO: ე.წ. აგენტების კანონის მიღება შეუძლებელს გახდის EU-სთან მოლაპარაკებების გახსნას

„კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს!“ – ამ სათაურით 400-ზე მეტი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ არის მიმართული. „ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხა და ხალხის […]
“რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!” – 400-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება

“კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს!” – 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია რუსულ კანონზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და პარლამენტიდან მის გაწვევას ითხოვს. მათი თქმით, რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. “ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. […]
პრემიერმა გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა დაავალა

პრემიერმა გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა დაავალა მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე […]
,,კანონი რუსულია…” – რა არგუმენტებზე წერს ნინო ლომჯარია

ყოფილი ომბუსდმენი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს/ ,,- კანონი რუსულია, რადგან მისი მიზანია ყველას მორალური და ფიზიკური განადგურება, ვინც ხელისუფლების კორუფციაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს; – კანონი რუსულია, რადგან ის სტრატეგიულ პარტნიორებს აცხადებს ქვეყნის საფრთხედ, ხოლო მათ მხარდაჭერას ანტისახელმწიფოებრივად; – კანონი რუსულია, რადგან ის არის რუსული ბარიერი, აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის; როგორ შეიძლება კანონი […]
„არა რუსულ კანონს“, „თავისუფლება ლაზარეს!“ – სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, ამ მოწოდებებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ

„არა რუსულ კანონს“, „თავისუფლება ლაზარეს!“, – ამ ლოზუნგებით, სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ. გარდა ამისა, ამ წუთებში მსგავსი სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე შეკრებილების თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხელახლა ცდილობს „ე.წ. რუსული კანონი გაიტანოს და ისევ […]
შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის – ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის (ქვედა პალატა) თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმაილოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. „შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა უზბეკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტის სახელი შეცვალოს. ასევე, კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ კანონპროექტში შეიტანონ ცვლილებები, რითაც ორგანიზაციები „უცხოური გავლენების წარმომადგენლად აღარ მოიაზრებიან”, „რეკონსტრუქციისა და განვითარების ცენტრი – გამჭვირვალე კავკასიის” ხელმძღვანელი […]
დემარკაცია, ანკლავები და დაკავებული მიწები – ესკალაციის საფრთხე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის

უკვე რამდენიმე თვეა, რაც აზერბაიჯანმა სეპარატისტულ ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, თუმცა ერევანთან ბაქოს ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება. სომხეთში მორიგი ომის შიში არსებობს. პოტენციურად კონფლიქტის ასარიდებლად პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაცია აქტიურად ალაპარაკდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის აუცილებლობაზე. აქამდე ფაშინიანს უკვე ჰქონდა ნათქვამი, რომ აღიარებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ეს სასაზღვრო კონფლიქტის დასრულებას არ ნიშნავს. რეალურად, ესკალაციის საფრთხე კვლავ არსებობს. […]
Il Mattino: “ნაპოლიმ” “ბარსას” კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას გეგმავდა. Il Mattino-ს ცნობით, “პარტენოპეის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა “ბლაუგრანას” წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელია და ქართველის შენარჩუნებას მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში გეგმავენ. გამოცემის მტკიცებით, “ბარსას” ლობოტკას ყიდვაც სურდა, თუმცა “ნაპოლის” პრეზიდენტმა სლოვაკის გაყიდვაც გამორიცხა. შეგახსენებთ, […]
ლელო: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს

“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს”, – ამის შესახებ ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კუპრაძის განცხადებით, ლელო შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციებს და დააწესებენ სავიზო რეჟიმს, რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინებას საქართველოში. “დავიცავთ სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის, რომელსაც ითვისებს ყოველდღიურად რუსეთის ათასობით მოქალაქე. შევზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვას. ავკრძალავთ საქართველოში რუსულნომრიანი ავტომობილების შემოდინებას. […]