მედიასაშუალებების განცხადება: „ოცნებას” არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას

ქართული მედიასაშუალებები გმობენ და ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმას, პარლამენტში “რუსული კანონის” განხილვა განაახლოს. განცხადებას, რომელსაც ამ ეტაპზე 31 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს. „რუსული კანონი არის „ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე […]

ირაკლი კუპრაძე – სიმბოლურია, რომ დღეს, 9 აპრილის წინა დღეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას

სიმბოლურია, რომ დღეს, 9 აპრილის წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც აფინანსებდა 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, გენერალ ლებედს, ახლა ცდილობს საქართველოში მიიღოს კანონი, რომელიც შეაჩერებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, მომავალს დაუკარგავს ქართველ ხალხს, ქვეყანას დააყენებს რუსეთიზაციის […]

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი – მჯერა, რომ დღესაც გაერთიანდება მოსახლეობა რუსული კანონის წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებას“ ისევ დავახევინებთ უკან

მჯერა, რომ დღესაც გაერთიანდება საქართველოს მოსახლეობა რუსული კანონის წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებას“ ისევ დავახევინებთ უკან. ამ ტყუილს მათ არავინ არ აპატიებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი კუპატაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება, რომ საზოგადოება ამ დღეებში ქუჩაში გამოვიდეს კანონის გასაპროტესტებლად. „მთავარი არის ეს გრძნობა – […]

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ალტერნატიული კანონპროექტი „არ იძლევა იმ სურათს, რომელსაც გამჭვირვალობაზე უნდა იძლეოდეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული, არასწორია, “გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ალტერნატიული კანონპროექტი კი “არ იძლევა იმ სურათს, რომელსაც გამჭვირვალობაზე უნდა იძლეოდეს”. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არავის წინააღმდეგაა მიმართული. “გრანტების შესახებ კანონის” შესაბამისად მოქმედება არ იძლევა იმ სურათს, რა სურათსაც უნდა იძლეოდეს […]

„ჩემი მთავარი გაკვირვება რა არის იცით? ეს ხომ უკვე იყო“ – დავით გოგიჩაიშვილი რუსულ კანონზე

„საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის ერთადერთობა, ჩემი აზრით, ყველანაირი პოლიტიკის მიღმაა. ამიტომ გამოვხატავ ახლა ჩემს აზრს – არა რუსულ კანონს,“ – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი, ბიზნესკონსულტანტი და მარკეტერი. “ქართული ოცნება” ისევ აპირებს რუსული კანონის მიღებას. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი. საქართველოს დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ რუსული კანონის გამო ქართველი ხალხის მომავალი […]

სერხიო რამოსმა შესაძლოა, კარიერა მაიამის “ინტერში” გააგრძელოს

“სევილიას” ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი ეკრემ კონური ავრცელებს. წყაროს ცნობით, ვეტერანი ესპანელის დამატებით ლოს ანჯელეს “გალაქსი” და მაიამის “ინტერი” ინტერესდებიან. სურს თუ არა რამოსს “სევილიას” დატოვება ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რამოსი მშობლიურ კლუბს გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა. 38 წლის ფეხბურთელმა “ანდალუსიელთა” მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა […]

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს. მათ მიერ “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის […]

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი – გამამართლებელ განაჩენს არ ველოდებით – განაჩენის შემდეგ მსჯავრდებულს აქვს უფლება, პრეზიდენტს შეწყალების უფლებით მიმართოს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ადვოკატებს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ. როგორც პროცესის დაწყებამდე დაკავებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე ზვიად შარაძე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ. „ლაზარე გრიგორიადისი მოცემულ სასამართლო პროცესს აუცილებლად დაესწრება. ბრალდების მხარე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას, […]

ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს, თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ

უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი მესამე წელია მიმდინარეობს და ის დიდ გავლენას ახდენს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ორივე აბსოლუტურად ცხადად ვაცხადებთ: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი. თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დევიდ კამერონისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც The Telegraph-ი აქვეყნებს. საგარეო საქმეთა […]

წიგნი, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე და თავს ადამიანად გაგრძნობინებთ – ალექსანდრ დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“

სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ გრძელდება და მისი მესამე წიგნი გახლავთ ალექსანდრ დიუმას “ქალი ხავერდის ყელსაბამით“. ათასობით ადამიანის არჩევანი ამჯერად მე-19 საუკუნის ამ გამორჩეულ რომანზე შეჩერდა. უდიდეს ლიტერატურულ სამყაროში არსებობს განსაკუთრებული წიგნები, რომელთაც მისტიკური და მომაჯადოებელი აურა აქვთ და სწრაფად იპყრობენ მკითხველის გულის თავისი საინტერესო პერსონაჟებითა და ისტორიებით. სწორედ ასეთია […]