„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი კუპატაძე – „ქართულმა ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საზოგადოებას – ისევ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ

„ქართულმა ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას და ის ადამიანები, თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდები, რომლებიც ერთი წლის წინ ვიცავდით დასავლურ ღირებულებებს, ვიბრძოლებთ ისევ ერთად და აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის,“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი კუპატაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს მეორე რაუნდის წამოწყებას. „მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ერთი წლის […]
გია ვოლსკი – არ მესმის, გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აბსოლუტურად სხვა არის – არ მესმის, ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს თავად ხელმძღვანელობდა. მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი იდეითა და სულისკვეთებით განსხვავებულია. „ამბობთ, რომ რუსული კანონის შესაბამისია და რუსული კანონის მიმართ ჰქონდა ევროპულ […]
თეონა აქუბარდია „ოცნებას“ – მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ – ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ

მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ – ალტერნატიულ კანონზე ვიმსჯელოთ, იმ გზით, რა გზითაც მიდის საფრანგეთი, რა გზითაც წავიდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი. ტოლობის ნიშანი არ დავსვათ მტერსა და მეგობარს შორის, რასაც თქვენ აკეთებთ,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც […]
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების პროცესი კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების პროცესი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის რეგისტრაციაში გატარება ბიუროს მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და ღალატია. მან განმარტებით ბარათში არსებული ის ჩანაწერი გააკრიტიკა, სადაც ნათქვამია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან […]
9 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება

9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება სახელწოდებით – კი ევროპას, არა რუსულ კანონს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. “შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს” – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნების და სამოქალაქო საზოგადოების […]
9 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება

9 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება
მოსამართლე განმარტავს, რატომ მისცა ლაზარე გრიგორიადისს, წინა სხდომისგან განსხვავებით, პროცესზე საპატიმროდან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე, ზვიად შარაძე განმარტავს, თუ რატომ მიეცა გრიგორიადისს წინა სხდომისგან განსხვავებით ახლა, პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვის შესაძლებლობა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მხარე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს. რაც შეეხება დისტანციურად ჩართვას, შარაძის თქმით, აღნიშნულისთვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობაა საჭირო, აღნიშნული წინა დასაბუთება კი საკმარისი არ იყო. შარაძის თქმით, […]
ბაჩო დოლიძე – საზოგადოება კონსოლიდირებულია, მათთვის ორგანულად მიუღებელია რუსეთი – რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ორგანულად მისაღებია, ხალხისთვის მიუღებელია

{ქართული საზოგადოებისთვის} ორგანულად მიუღებელია რუსეთი – რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ორგანულად მისაღებია, ხალხისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ძალიან ცუდ თამაშს“ თამაშობენ. „ცოტა მეღიმება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც იქეთ შემოატრიალა, რომ თურმე დაგვიმტკიცეთო რატომ არის „რუსული კანონიო“. ისეთ გონორზე არიან, რომ იქეთ გვეკითხებიან. პასუხი ძალიან მარტივია, […]
ზურაბ ჯაფარიძე ლაზარე გრიგორიადისზე – გამამართლებელი განაჩენი წარმოუდგენელი იქნება, თავიდანვე ორკესტრირებული იყო პროცესი, რადგან ამოარჩიეს განსხვავებული გარეგნობის ადამიანი

გამამართლებელი განაჩენი წარმოუდგენელი იქნება. თავიდანვე ორკესტრირებული იყო პროცესი, რადგან ამოარჩიეს განსხვავებული გარეგნობის ადამიანი, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მისულმა პოლიტიკოსმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” ჯაფარიძემ აღნიშნა, გრიგორიადისს „ათას სისულელეს „ტენიან“. „არა, გამამართლებელ განაჩენს არ ველოდები, ამ სასამართლოსგან. გამამართლებელი განაჩენი წარმოუდგენელი იქნება. თავიდანვე გათვლილი და ორკესტრირებული იყო პროცესი, რადგან ამოარჩიეს განსხვავებული […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი კედელი, რომელიც აშორებს საქართველოს ევროპასთან, ეს არის რუსული ოცნება, რუსული ხელისუფლება და რუსული კანონი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ

დღეს, ერთადერთი კედელი დგას ჩვენი ქვეყნისა და რუსეთის იმპერიას შორის, ეს არის კედელი, რომელსაც იცავს ქართველი ხალხი, მაგრამ ერთადერთი კედელი, რომელიც აშორებს საქართველოს ევროპასთან, ეს არის რუსული ოცნება, რუსული ხელისუფლება და რუსული კანონი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ბრძოლა ევროპულ წიაღში […]