მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს – სასამართლოში სიგარეტის მოწევა სასამართლოს უპატივცემლობაცაა და წესრიგის დარღვევაც – პირდაპირ გვაბოლებს კამერაში, გაფრთხილებას ვაძლევ

სასამართლოში სიგარეტის მოწევა სასამართლოს უპატივცემლობაცაა და წესრიგის დარღვევაც, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ზვიად შარაძემ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვება. მოსამართლემ მას განუმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება, ის სხდომაზე იმყოფება და სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. აღნიშნულს გრიგორიადისმა უპასუხა, რომ […]

აქციაზე დაკავების შემთხვევაში, არასამთავრობოები მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს აქციაზე დაკავების შემთხვევაში უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ. “იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავეს აქციაზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დამხარება. დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ოცნება აპირებს, რომ რუსული კანონი დღეს დაარეგისტრიროს.

„არა რუსულ კანონს!“ – პარლამენტთან ჟურნალისტები და აქტივისტები აქციას მართავენ

საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. დოკუმენტი აქციის მიმდინარეობის დროს რეგისტრირდება საქართველოს პარლამენტის ბიუროზე. „არ შეგვიშვეს შიგნით იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ბევრ კოლეგას აქვს სპეციალური საშვი. დანარჩენებს კი გვაქვს პარლამენტის წევრის დაშვებული საშვები. ეშინიათ, რომ შევახსენეთ, საით მივყავართ ამ კანონს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, აქციის […]

მედიანური ფასებით მოხდება იმ ენერგოპროექტების მხარდაჭერა, რომელთა განხორციელებაც მიზანშეწონილია – ეკონომიკის მინისტრი

ლევან დავითაშვილი: „მედიანური ფასებით მოხდება იმ ენერგოპროექტების მხარდაჭერა, რომელთა განხორციელებაც ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილია” „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში 800 მეგავატ სიმძლავრეზე ჩატარებული მეორე აუქციონის მაღალი კონკურენციის შედეგად გამოიკვეთა ის კონკურენტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რა ფასადაც შესაძლებელია განხორციელდეს განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერა და წახალისება. აქედან გამომდინარე, გვეძლევა […]

ახალი აეროპორტისთვის შემოგვყავს მმართველი კომპანია… სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ მფლობელობას – დავითაშვილი

თბილისში, ახალი აეროპორტის სამართავად კომპანია შეირჩევა, თუმცა სრულ მფლობელობას სახელმწიფო შეინარჩუნებს – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დავითაშვილის თქმით, მთავრობის გათვლებით ვაზიანის აეროპორტი პირველ რეისს 2028 წლის ბოლოს მიიღებს. „ჩვენ, ვახორციელებთ სანავიგაციო კვლევებს, რომელიც გასული წლის შუაში დაიწყო და რამდენიმე თვიანი კონტრაქტი აქვთ ჩვენს კონტრაქტორებს და უახლოეს ვადებში დაასრულებენ, რაც მოგვცემს საშუალებას, […]

როგორი ამინდი იქნება 9-11 აპრილს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოში 9-11 აპრილს ზოგან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 9 აპრილს გამოიდარებს, 10-11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, […]

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო დაიწყო – სხდომას ლაზარე დისტანციურად ერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ, ნახევარსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. მოსალოდნელია, რომ მოსამართლე განაჩენს დღესვე გამოაცხადებს, თუმცა იქამდე მხარეები დასკვნითი სიტყვებით გამოვლენ. პროცესში მონაწილეობს თავად ლაზარეც, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ერთვება.

“არ უნდა დარეგისტრირდეს ანტიევროპული, რუსული კანონი” – ხმაური ბიუროს სხდომაზე

რუსული კანონის ინიცირება ბიუროს სხდომაზე იწყება. ბიუროს სხდომას შალვა პაპუაშვილის ნაცვლად გიორგი ვოლსკი უძღვება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფება. ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ კითხვები სამთავრობო გუნდთან – აინტერესებთ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს. პარტია “საქართველოსთვის” […]

ანა ნაცვლიშვილი – არქივი ინახავს პუტინის პრესკონფერენციებს, სადაც მან აგენტების კანონის დაინიცირებისას თქვა, თითქოს მას უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა, დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა – იგივე ამოცანა აქვს რუსულ კანონს საქართველოში

რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა – ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, “ოცნების” რუსულ კანონს გამჭვირვალობასთან საერთო არ აქვს”. „ისტორიის არქივი ინახავს პუტინის არაერთ პრესკონფერენციას, სადაც მან ასეთი რუსული კანონი რომ დააინიცირა, თქვა, თითქოს […]

ლევან ხაბეიშვილი – ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, უნდა ევროპა – ყველამ ნახა გაერთიანებული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ახლა, რუსული ოცნება ისევ ცდილობს ხალხი დააპირისპიროს

ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა. ყველამ ნახა გაერთიანებული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ახლა, რუსული ოცნება ისევ ცდილობს ხალხი დააპირისპიროს, დასტრესოს, არ სურთ, რომ ვიყოთ ერთიანები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტი და ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ნებისმიერი […]