თელავის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგი გიგიტელაშვილი – თელავის მერის დავალებით, საჯარო მოხელეები აზიანებენ პრორუსული კანონის მხარდამჭერ ქარდებს

იმის ნაცვლად, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზრუნავდნენ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით საჯარო მოხელეები აზიანებენ პრორუსული კანონის მხარდამჭერ ქარდებს, – ამის შესახებ თელავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, გიგი გიგიტელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მათი მმართველობის შედეგად ეს ქვეყანა შევიდა ეკონომიკურ ჩიხში. „იმის ნაცვლად, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები […]

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილის დაიწყება 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „გასულ წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსეული პროფესიის დაფასებისთვის დავაწესეთ მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს […]

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი – საქართველოს არ სურს რუსეთი, ამიტომ კი ევროპას, არა რუსეთს

საქართველოს არ სურს რუსეთი, ამიტომ კი ევროპას, არა რუსეთს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გვანცა გაზდელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს სურვილი, საქართველოში რუსული კანონი შემოიღოს. „საქართველოს რუსული ხელისუფლება კვლავ ცდილობს ერთ წყალში ორჯერ შესვლას და კვლავ აქვს სურვილი, რომ საქართველოში შემოიღოს რუსული კანონი. როგორ ჩანს, გასულ წელს მიღებული გამოცდილება ქართველ ხალხთან […]

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ — 9 აპრილს მარში გაიმართება

ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება მარში, სახელწოდებით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“. მარშის ორგანიზატორები არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS”, “დემოკრატიის მცველები”, “სამართლიანი არჩევნები (ISFED)” და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”. “9 აპრილს, 18 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს […]

“უცხოური ინტერესების” გამტარებლები ხელისუფლებაში

ქართულ ოცნებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება და უცხო ინტერესის გამტარებლად მათი შერაცხვა, ვინც სწორედ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. სინამდვილეში, ოცნების ლიდერებშიც მრავლად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში თავად იყვნენ მათივე გაგებით “უცხოური ინტერესების გამტარებლები” და სარგებელს იღებდნენ იმ დონორებისგან, რომელთა დემონიზებაც ახლა სურთ. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე 17 წლის […]

გამჭვირვალობა გვინდა ყველგან – დავითაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე

„ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ორმაგ სტანდარტს ვერ ვხედავთ. პირიქით, ცალსახააა ქართული ოცნების პოზიცია და ვფიქრობ, საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ პოზიციას გაიზიარებს, რომ გამჭვირვალობა გვინდა ყველგან და არ შეიძლება ეს პასუხისმგებლობა იყოს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციისთვის, სხვებისთვის კი არ არსებობდეს,” – ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვას […]

სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცა

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცა. კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ კომისიის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია აღწერის მეთოდოლოგიისა და კითხვარების შესახებ. საქართველოს მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან […]

ახალგაზრდა ქართველმა მსაჯებმა კვალიფიკაცია შვედეთში, SCANIA-ს კემპზე აიმაღლეს

საქართველოს 3 მოქმედი ფიბა-ს მსაჯი ჰყავს, რომელთა რიცხვიც ახლო მომავალში სავარაუდოდ გაიზრდება. საქართველოს შიდა ჩემპიონატებში არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა მსაჯობს, რომლებსაც რიჩრდ სტოკსის დახმარებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა კომპეტენტურ სემინარებზე დასწრებით მიეცათ. მოგეხსენებათ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა ეროვნულ ინსტრუქტორად ბრიტანელი რიჩარდ სტოკსი მუშაობს, რომელიც სამსაჯო სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და დაფასებული სპეციალისტია. წლების […]

ლევან ხაბეიშვილი – ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც არჩევნების სახით აქვს და გაათავისუფლოს ლაზარე ციხიდან, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩვენი ქვეყანა!

ეს არის პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდა ადამიანის დევნა. ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც არჩევნების სახით აქვს და გაათავისუფლოს ლაზარე ციხიდან, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩვენი ქვეყანა!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, 5-6 თვეში საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა „გაათავისუფლოს ჩვენი ქვეყანა იმ მიდგომებისგან და იმ დამოკიდებულებებისგან, […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, არავის ებრძვის, ეს არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად

ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, არავის ებრძვის. ეს კანონი არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციას წაკითხული არ აქვს. „კარგად რომ გავიგოთ ყველამ, ეს კანონი ვისაც არ წაგიკითხავთ, […]