ბორის პისტორიუსი – ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად. „მნიშვნელოვანი დღეა ბუნდესვერისთვის. პირველად, ვიწყებთ ასეთი ქვედანაყოფის განთავსებას გერმანიის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა ბერლინში, სადაც ლიეტუვაში პირველი 20 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის ცერემონია გაიმართა. ამ სამხედროებმა უნდა მოამზადონ პირობები გერმანელი ჯარისკაცების შემდგომი გადაყვანისთვის. „ვიცი, რომ ჯერ კიდევ […]
ანა ბუჩუკური – პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, მათ შორის „ოცნების“ წევრებს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანონპროექტებს – გამოიყენონ ეს უკანასკნელი შანსი და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს!

პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, მათ შორის „ოცნების“ თითოეულ წევრს, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩათ უნარი, ემსახურონ არა პარტიას და ივანიშვილს, არამედ ქვეყანას და მის მომავალს, მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანონპროექტებს – გამოიყენონ ეს უკანასკნელი შანსი და ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს! – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, […]
იაგო ხვიჩია – უნდა დავასახელოთ ვის ვებრძვით და ჩემი აზრით, ვისაც ზოგადად ყველაზე მეტად ებრძვიან ამ კანონით, არის აშშ

სადაც არ უნდა იყოს, არც ერთ ქვეყანაში არ ვეთანხმები, ყველგან ბრძოლის მოტივით არის მიღებული – უნდა დავასახელოთ ვის ვებრძვით და ჩემი აზრით, ვისაც ზოგადად ყველაზე მეტად ებრძვიან ამ კანონით, არის აშშ. მე მგონი, ეგ ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი […]
კორუფციისთვის დაჭერილი ყირიმის ყოფილი ე.წ. კულტურის მინისტრი უკრაინის ომში წასვლას ითხოვს

კორუფციისთვის გასამართლებული და დაპატიმრებული ყირიმის ყოფილი ე.წ. კულტურის მინისტრი არინა ნოვოსელსკაია უკრაინის ფრონტზე წასვლას ითხოვს. მედია Baza-ს ინფორმაციით, ნოვოსელსკაიამ ფრონტის ხაზზე გაწვევა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოითხოვა. ნოვოსელსკაია ანექსირებული ყირიმის პირველი ე.წ. კულტურის მინისტრი იყო, რომელიც თანამდებობას 2021 წლის ნოემბრამდე იკავებდა. პოლიტიკოსი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ნოვოსელსკაიამ ქრთამის სახით 25 მილიონი […]
ბიურომ რუსული კანონპროექტი დაარეგისტრირა, მას პარასკევს იურიდიული კომიტეტი განიხილავს

პარლამენტის ბიურომ ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონი დაარეგისტრირა. კანონპროექტს 12 აპრილს, პარასკევს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
სლოვაკეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოკავშირე პეტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა. მან ხმების დაახლოებით 54% მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს. პელეგრინი სლოვაკეთის მოსახლეობას უსაფრთხო და უკეთესი ცხოვრების უზრუნველყოფას დაჰპირდა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა თავის განზრახვას, „დარჩეს მშვიდობის მხარეზე“, რაც კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საკითხს – უკრაინის მხარდაჭერას ეხმიანება. „სლოვაკეთში ხალხმა აჩვენა, რომ აცნობიერებენ, რა […]
აშშ-ში საერთაშორისო სტუდენტები ძირითადად აზიიდან არიან

2023 წელს აშშ-ში საერთაშორისო სტუდენტები ძირითადად აზიიდან იყვნენ. ევროპელები რეიტინგში საშუალოდ 0.6%-ს შეადგენენ. სამეულში ლიდერობს ჩინეთი 289 526 სტუდენტით. მას მოსდევს ინდოეთი (268 923) და სამხრეთ კორეა (43 847). ამის შესახებ ბიზნეს და ეკონომიკური ვებსაიტი Vgraphs წერს. ათეულში მხოლოდ 2 არა აზიური ქვეყანაა – კანადა და ბრაზილია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებიდან ოცეულში მოხვდა თურქეთი 8657 სტუდენტით […]
მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

“მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? ძალიან დავიძაბეთ!” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს ის ხელმძღვანელობს, რადგან პაპუაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება. კამათი რუსულ კანონს მოჰყვა, რადგან ოპოზიცია ცდილობს პასუხების მიღებას “ოცნების” დეპუტატებისგან. უნდა დავასრულოთ ახლა ამ თემაზე მსჯელობა, აღარ შეიძლება! ჩემს მიმართაც რაღაც შეკითხვები იყო და პასუხს გავცემ კიდევ, მაცადეთ! […]
გია ვოლსკი ბიუროს სხდომაზე – მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? ძალიან დავიძაბეთ!

მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? ძალიან დავიძაბეთ! – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს თავად ხელმძღვანელობდა. ვოლსკიმ სხდომაზე მყოფ დეპუტატებს მიმართა, რომელთა შორის ცხარე კამათი გამოიწვია „უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების პროცესმა. ბიუროს დღევანდელ სხდომას სწორედ ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უძღვება, რომელმაც დეპუტატებს სხდომის დაწყებისთანავე მოუწოდა რეგლამენტის დაცვისა და […]
ელენე ხოშტარია – ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო

ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარია განაცხადა. მისი შეფასებით, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. „ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო. სწორედ იმიტომ, რომ ლაზარემ […]