ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა ელჩებთან რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები განიხილა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რუსულ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ […]
„რუსული კანონის“ განხილვა პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება

პარლამენტის ბიურომ ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონი დაარეგისტრირა. კანონპროექტს 12 აპრილს, პარასკევს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ბიუროს სხდომა კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ბიუროს სხდომას შალვა პაპუაშვილის ნაცვლად გიორგი ვოლსკი უძღვება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფება.
„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა“ – რას წერს რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა. საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ერთ-ერთი მთავარი წესი არის მისი მაღალო ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, ანუ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს მისი გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე. ოქრო არ არის ასეთი მაღალლიკვიდური საქონელი, თუ ეროვნული ბანკის რეზერვების ფუნქციის კუთხიდან შევხედავთ. ეროვნული ბანკი უცხოეთის ფასიან ქაღალდებში და საბანკო ანგარიშებზე ანთავსებდა თავის რეზერვებს, რასაც სტაბილურად მოჰქონდა შემოსავალი. ოქრო […]
გია ვოლსკი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! – მაშინ დაჯექით ბიუროს წევრად!

ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! მაშინ, დაჯექით ბიუროს წევრად – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს, რომელიც ბიუროს სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას აფიქსირებდა. მსხილაძემ მოსაზრების დაფიქსირება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების გამეორებით დაიწყო, რა დროსაც მას გია ვოლსკიმ […]
ნიკა სიმონიშვილი – შემიძლია „ლინკები“ გავუგზავნო პრემიერ-მინისტრს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები დებენ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას

შემიძლია „ლინკები“ გავუგზავნო პრემიერ-მინისტრს, სადაც [დაფინანსების წყაროები] აისახება, სადაც დებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციას – თავის დროზე ჩემს მიმართაც ჰქონდათ ეს კითხვები ხოლმე, მედიასაშუალებებს გავუზიარე, შემიძლია კიდევ ერთხელ გავუზიარო, სად იდება ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ვერ მიაგნეს, – ამის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შესახებ […]
„საქართველოს ეკონომიკისთვის ხერხემალი და საფუძველი არის ენერგეტიკა, ამ რეალობას უნდა შეეგუოს არა მარტო სახელმწიფო და ბიზნესი, არამედ მოსახლეობაც“- მაია მელიქიძე

„საქართველოს ეკონომიკისთვის ხერხემალი და საფუძველი არის ენერგეტიკა, ამ რეალობას უნდა შეეგუოს არა მარტო სახელმწიფო და ბიზნესი, არამედ მოსახლეობაც“- მაია მელიქიძე „საქართველოს ეკონომიკისთვის ხერხემალი და საფუძველი არის ენერგეტიკა, ამ რეალობას უნდა შეეგუოს არა მარტო სახელმწიფო და ბიზნესი, არამედ მოსახლეობაც.“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. მისი თქმით, […]
ოცნებამ რუსული კანონი ბიუროზე დაარეგისტრირა

პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიცირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ). კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე პარასკევს, 12 აპრილს დაიწყება. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. ბიუროს სხდომა დღეს პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ჟურნალისტები არ შეუშვეს.
სებ-მა 7 ტონა მონეტარული ოქრო იყიდა და საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს დაამატა

ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა. ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო – საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება. […]
ვოლსკი რუსულ კანონზე: რატომ შეუქმნის უმრავლესობა ქვეყანას პრობლემას, რა ინტერესი აქვს?

არ არსებობს არავის განწყობა ისეთი, რომ თავის საკუთარ ქვეყანას შეუქმნას პრობლემა, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ [კანონის] პროექტზე ვლაპარაკობ. რატომ შეუქმნის პრობლემას, რატომ, რა ინტერესი აქვს? დონორებსაც ვთხოვ, მოსთხოვონ დაფინანსების მიმღებებს, მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. რატომ, იცით? – თქვენ სიტყვა არ შეასრულეთო, ტყუილია. ჩვენ, იმის შემდეგ ყოველდღიურად, პარლამენტის თავმჯდომარე, თითოეული ჩვენთაგანი ვსაუბრობთ, შევთანხმდით ყველასთან, ყველა დონორთან. გამოვიდა უზარმაზარი […]
„პუბლიკის“ ჟურნალისტმა პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად, სხდომის ოთახთან ბანერი გაშალა წარწერით: „არა რუსულ კანონს“

„პუბლიკის“ ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად, სხდომის ოთახთან ბანერი გაშალა წარწერით: „არა რუსულ კანონს“. მოგვიანებით ის ოთახის კართან დადო, რის შემდეგაც მანდატურმა აიღო. როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, კოლეგებისგან განსხვავებით, რომელიც საშვის საშუალებით პარლამენტში არ შემოუშვეს, თავად მედიააკრედიტაციით შემოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი ფურცელი არ შემოატანინეს, ბანერის შემოტანა მოახერხა. „როდესაც ბიუროს სხდომიდან გამოვლენ, მაშინ […]