უკან დავტოვოთ რუსული უკანა ეზო – ანა დოლიძემ არჩევანი დააფიქსირა

კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევანი უკვე დააფიქსირა და როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ მედია უთხრა, ხმა ძლიერი, განვითარებულ და წინ მიმავალ საქართველოს მისცა. „უკან დავტოვოთ რუსული უკანა ეზო, სადაც აღმოვჩნდით. კარგი ისაა, რომ დილაადრიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს […]

ანა დოლიძე – მოვედი არჩევნებზე, მივეცი ხმა, გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს

ხშირად არის ადგილზე დაბნეულობა, მოქალაქეებმა არ იციან ხმის მიცემა როგორ უნდა, ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს პროცედურები გაეგო,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებზე გამოხატა ნება, რომ საქართველო ძლიერი, ევროპული ქვეყანა იყოს. „დღეს დიდი დღეა. […]

ლევან ვარშალომიძე – დღეს წყდება ქვეყნის ევროპული მომავალი

დღეს წყდება ქვეყნის ევროპული მომავალი, – ეს განცხადება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ საარჩევნო უბანზე გააკეთა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ. „პირველ რიგში დიდი მადლობა გულანთებულ ქართველ ხალხს, პატრიოტ ახალგაზრდებს, რომლებიც მართლაც აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მიუხედავად ძლიერი წვიმისა ბათუმში, მივიდეთ არჩევნებზე, დღეს წყდება ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველამ უნდა […]

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი – საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია – ირანი ისრაელს თავს ორჯერ დაესხა და ამის საფასური გადაიხადა

საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. „საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია. ისრაელს ახლა მოქმედების უფრო დიდი თავისუფლება აქვს. ირანი ისრაელს თავს ორჯერ დაესხა და ამის საფასური გადაიხადა“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. მისივე თქმით, ისრაელი ღაზასა და ლიბანში ომის მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული. „ჩვენ ღაზასა და […]

წითლიძე: ზუგდიდში ოცნების ზონდერი ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებლებს და ოლქის წევრებს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მე-9 საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ჩანს. წითლიძის ცნობით, ქართული ოცნების “ზონდერები” დამკვირვებლებსა და ოლქის წევრებს ფიზიკურად გაისწორდნენ. “მე-9 უბანი! ქართული ოცნებია ზონდერი გიორგი ჯიქია ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებკებს და ოლქის წევრებს!” – დაწერა წითლიძემ. “გიორგი ჯიქიაა ეს ადამიანი. ეს ადამიანი ყველა არჩევნებზე მონაწილეობდა, მათ […]

მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა იყო განთავსებული

მარნეულის N5 საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა იყო განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო მარნეული ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ფოეში, ამომრჩეველთა სიებთან ერთად ქართული ოცნების სააგიტაციო მასალაც იყო. საარჩევნო კოდექსის თანახმად ეს კანონდარღვევაა და იკრძალება.

მინდა ვიყო განწყობილი დადებითად, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში უკუსვლა შეწყდება – რევაზ ვაშაკიძე

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის, რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობებში უკუსვლა შეწყდება და დაიწყება ურთიერთობის აღდგენა. როგორც მან BMGTV-ის საარჩევნო ეთერში განაცხადა, მოლოდინი, რომ ეს ერთ დღეში მოხდება, არავის აქვს. ამას დასჭირდება დრო და ეს პროცესი იქნება ნელი, ვინაიდან ქვეყანა რეპუტაციულად ძალიან დაზიანდა. „ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობისა და პარლამენტის მიერ […]

დატვირთული და “გრძელი” დღე – კვარაცხელია, თოფურია, ჩაკვეტაძე…

დღეს, 26 ოქტომბერს, მნიშვნელოვანი შეხვედრები მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებს არ აქვთ. შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურია ტიტულს პირველად დაიცავს. რაც შეეხება გამორჩეულ ფეხბურთს, “რეალი” “ბარსელონას” წინააღმდეგ!.. აქვე შეგახსენებთ, 26 ოქტომბერი საქართველოში არჩევნების დღეა. 8 მატჩში 19 ქულა ამ საუკუნეში “ნაპოლისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ანტონიო კონტემ აშკარად გარდასახა ის გუნდი, რომელსაც გასულ სეზონი ძალიან წარუმატებელი ჰქონდა და ჩემპიონობაზე […]

ჯეიმსი VS დურანტი – “ლეიკერსის” 22 ქულიანი ქამბექი “ფინიქს სანზთან” [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მეორე ტურში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ფინიქს სანზი” 123:116 დაამარცხა და “ანგელოზებმა” რეგულარულის სტარტზე პირველი ორი მატჩის მოგება 13 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კვლავ ენტონი დევისი გახდა, გამოცდილმა ცენტრმა 35 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ოსტინ რივზმა თავი 26 ქულით, 4 […]

რამდენი დაიხარჯა 2024 წლის არჩევნებისთვის და რა იყო წინა არჩევნების ბიუჯეტები

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნები ჩატარდება. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, […]