ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში – გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა. რაც […]

თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევანი დააფიქსირა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, არჩევანი დააფიქსირა. “ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება. მის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ეს არის ქართული ოცნება, ვისაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, […]

რამდენი მანდატი სჭირდება “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური, – ასეთია პრემიერის განწყობა არჩევნების კვირაში. რამდენად შესრულებადია მისია – საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხვალ, საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ საქართველოს მთელს კონტროლირებად ტერიტორიასა და ემიგრაციაში. წელს არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს […]

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ამომრჩევლის მიერ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემის პროცედურას მოჰყვა, რის შემდეგაც უბნიდან „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი გააძევეს. „მე-9 უბნიდან „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი გააძევეს, რის შემდეგაც ამ უბანზე მოვედი. შიგნით საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იყო, მოვიდა საოლქო […]

ნიკა გვარამია – ხმა მივეცი ცვლილებას, საქართველოს ევროპულ მომავალს – ოპოზიცია გაიმარჯვებს!

ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს – ოპოზიცია გაიმარჯვებს! – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს გამოიყენოს უკანასკნელი შანსი საქართველოს ისტორიაში და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს ოპოზიციას. „ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს. ხმა მივეცი კოალიციური მართვას და […]

ანა ნაცვლიშვილი – ზუგდიდში, ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ – სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარღვევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე

ზუგდიდში, ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარღვევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მან საარჩევნო უბნებზე არსებულ შესაძლო დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებული დარღვევა არის ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა. მისივე […]

ზაურ დარგალი – პროვოკაციებს ველოდებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს

„ქართული ოცნებიდან“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატმა ზაურ დარგალმა ხმა მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც დარგალი აცხადებს, ოპოზიციას არჩევნები წაგებული აქვს. „მარნეულში ამ ეტაპისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ჩვენ პროვოკაციებს ველოდებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და სხვადასხვა სახის პროვოკაციებს ეცდებიან. მე დღეს ხმა მივეცი მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ღირსებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო […]

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, კომისიაში მხოლოდ 4 საჩივარია შესული

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, კომისიაში მხოლოდ 4 საჩივარია შესული. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნული საჩივრები საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს. მისივე ცნობით, საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 11 097 მა მოქალაქემ გააკეთა.

ხმის მიცემის დროს ვიფიქროთ შვილებზე და წინაპრების დანატოვარზე – ნიკა გვარამიამ ხმა მისცა

ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის ” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. გვარამიამ მოუწოდა ყველას არჩევანის გაკეთებისკენ “მოვუწოდებ ყველას, ხმის მიცემის დროს ვიფიქროთ ჩვენ შვილებზე, ჩვენი წინაპრების დანაბარებზე და დანატოვარზე და წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული არჩევანია და რაც […]

ნინო ჯაფარიძის თქმით, ცესკოს წარმომადგენლები Edison-ის ეგზიტპოლის ჩატარებას ხელს უშლიან

Edison Research-ის მთავარი მრჩევლის, ნინო ჯაფარიძე ამბობს, რომ ცესკოს წარმომადგენლები ეგზიტპოლის ჩატარებას ხელს უშლიან. როგორც მან ფორმულას ეთერში აღნიშნა, Edison Research-ის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელი ეშლებათ. “[ცესკოს თავმჯდომარისგან] გვაქვს წერილი, რომელიც აძლევს უფლებას ჩვენს წარმომადგენლებს, რომ ჩაატარონ ეგზიტპოლი, იყვნენ 100 მეტრის ზონის შიგნით, მარკირების ზონის გარეთ. დილიდანვე სამეგრელოში ჩანდა მიზანმიმართული აგრესიული დამოკიდებულება ცესკოს წარმომადგენლების მხრიდან ედისონის […]