„მცირედი ხარვეზების შემდეგ, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს“ – ცესკო

ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ზოგიერთ უბანზე „მცირედი ტექნიკური ხარვეზები“ დაფიქსირდა, თუმცა ადმინისტრაციას „დაუყოვნებლივი რეაგირება“ ჰქონდა. „პროცესი ახლა მშვიდო გარემოში მიმდინარეობს. ყველა უბანი ამ დროისთვის იღებს ამომრჩევლებს და მიმდინარეობს კენჭისყრა“, – თქვა იოსელიანმა. ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები: · […]

“პატარა უფლისწულის” ავტორის ხელით შესწორებული ნაბეჭდი ტექსტი იყიდება

ლონდონის წიგნის მაღაზია მყიდველს სთავაზობს ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა უფლისწულის” მანქანაზე აკრეფილი, ავტორის მიერ ხელით გასწორებული იშვიათ ეგზემპლარს. პოპულარული რომანის ამ ეგზემპლარს 1,16 მილიონ ევროდ შესთავაზებენ მსურველებს აბუ დაბის ხელოვნების ბაზრობაზე. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა წიგნის მაღაზია “პიტერ ჰარტინგტონმა,” რომელიც სკრიპტს აფასებს როგორც “იშვიათ და მნიშვნელოვან ლიტერატურულ განძს.” ბრიტანელი წიგნით მოვაჭრე ასევე იტყობინება, […]

CNN-ის ბოლო გამოკითხვაში ტრამპმა და ჰარისმა 47-47 პროცენტი დააგროვეს

5 ნოემბრის არჩევნებამდე CNN-ის ბოლო, საყოველთაო გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა და მისმა მეტოქემ დემოკრატების პარტიიდან, კამალა ჰარისმა, 47-47 პროცენტი დააგროვეს თავ-თავიანთ სავარაუდო ამომრჩევლებს შორის. გამოკითხვას, რომელიც ჩატარდა ტელეფონით, 20-23 ოქტომბერს 1704 დარეგისტრირებულ ამომრჩეველს შორის და გამოქვეყნდა 25 ოქტომბერს, ცდომილების ზღვარი 3.1 პროცენტია.

დღევანდელი დღე იქნება ისტორიული – ზურა ჯაფარიძემ ხმა მისცა

“დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის” – განაცხადა საარჩევნო უბანთან, ხმის მიცემის შემდეგ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. “დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ქვეყანას წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და 5-6 წელიწადში ეს ქვეყანა გახდება სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის და რაღაცნაირად, განცდა მაქვს, რომ გავალთ სამშვიდობოს. მე მივეცი […]

დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს, საქართველო იქნება ერთიანი – გიორგი ვაშაძემ არჩევანი დააფიქსირა

უარი ვუთხარი ამ ქვეყნის იზოლაციას – დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს, საქართველო იქნება ერთიანი და საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ ყველა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა. მან მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ სვლას, კეთილდღეობას ევროპაში. რაც მთავარია, უარი ვუთხარი […]

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა განსაზღვროს ვინ იქნება ქვეყნის მთავრობაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში კენჭისყრა ელექტრონული აპარატების მეშვეობით მიმდინარეობს, რაც იძლევა საშუალებას ხმები უფრო სწრაფად დაითვალოს. დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების […]

გიორგი ვაშაძე – უარი ვუთხარი ამ ქვეყნის იზოლაციას – დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს, საქართველო იქნება ერთიანი – ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე!

უარი ვუთხარი ამ ქვეყნის იზოლაციას – დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს, საქართველო იქნება ერთიანი და საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ ყველა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა. მან მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ სვლას, კეთილდღეობას ევროპაში. რაც მთავარია, უარი ვუთხარი […]

ზურაბ ჯაფარიძე – დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ წაიყვანს – განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ

დღევანდელი დღე იქნება ისტორიული – დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ წაიყვანს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, განცდა აქვს, რომ „სამშვიდობოს გავალთ“. „დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ […]

სალომე სამადაშვილი – დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმით გადაარჩინონ ქვეყნის ევროპული მომავალი, უარი უთხრან სიღარიბეს და რუსულ ჭაობს

დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი, უარი უთხრან სიღარიბეს და რუსულ ჭაობს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სამადაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლებს და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. „ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, დღეს ალბათ ყველაზე […]

ირაკლი კობახიძე – როგორც კი დასრულდება არჩევნები და ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან – 8-ჯერ მოატყუეს ხალხი და 8-ჯერ მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ – ეს იქნება მე-9 შემთხვევა

როგორც კი დასრულდება არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან კარგი სიგნალები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ურთიერთობები იმაზე უფრო მალე გადაიტვირთება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზი. „2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა. [ოპოზიციაში] სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, როგორია […]