ანა ნაცვლიშვილი – ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ ხმის მიცემის უფლებით – ეს კანონის დარღვევაა

ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, რომლებმაც გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ დროს ესარგებლათ ხმის მიცემის უფლებით, რადგან ოლიგარქი ბრძანდებოდა უბანში და აძლევდა ხმას. ეს არის კანონის დარღვევა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს უბანზე საშუალება არ ეძლევა კანონდარღვევა დააფიქსიროს. […]

Tasnim – ისრაელი თავისი სუსტი შეტევის გაზვიადებას ცდილობს

ისრაელი თავისი სუსტი შეტევის გაზვიადებას ცდილობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ადგილობრივ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ცნობები იმის შესახებ, რომ თავდასხმაში ისრაელის 100-მა სამხედრო თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა, სრულიად მცდარია, რადგან ისრაელი ცდილობს თავისი სუსტი შეტევა გააზვიადოს“, – წერს ირანული საინფორმაციო სააგენტო. ასევე, გამოცემის ცნობით, იერიშის დროს ისრაელის თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში […]

გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე – მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა

მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა, – ასე გამოეხმაურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის ინტერვიუზე გაკეთებულ მოკლე შეფასებას. როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილს პასუხი ქართველი ხალხისთვის უნდა ჰქონდეს და ამ პასუხის გაცემა ძალიან მალე მოუწევს“. „სიმართლე არის ის, რომ […]

ნინო ლაცაბიძე – ჩემი ხმა საქართველოს ერთიანობას, ჩვენი ქალაქების და სოფლების აღმშენებლობას და განვითარებას, ქვეყნის ნამდვილ ევროპულ მომავალს მივეცი

რუსთავში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მერი #1 უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. „ჩემი ხმა საქართველოს ერთიანობას, ჩვენი ქალაქების და სოფლების აღმშენებლობას და განვითარებას, ქვეყნის ნამდვილ ევროპულ მომავალს მივეცი. დიდი იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ რუსთაველები, ჩვეული სიმშვიდით […]

ოთარ შამუგია – დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და ღირსეულ, ევროპულ მომავალს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია თბილისის მე-9 საარჩევნო ოლქში გააკეთა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის განცხადებით მან ქვეყნის მშვიდობიან წინსვლას მისცა ხმა. „დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნებია. დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ამ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ევროპულ […]

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია: გამოვლინდა არჩევნების გაყალბების მაღალი რისკი

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ – “ჩემი ხმა” 25-მდე უბანზე ამოაჩინა, რომ ამომრჩევლებს ერთზე მეტი ბიულეტენი გადაეცემოდათ, მათ შორის – კახეთის რეგიონსა და აჭარაში. ასევე დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა სამ საარჩევნო ოლქში. “ცხადია, ეს გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის […]

2026 წელს საქართველო ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) გამგეობის გადაწყვეტილებით 2026 წელს ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატის მასპინძლად ბათუმის კანდიდატურა პოლონეთში გამართულ გამგეობის სხდომაზე საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა, საქართველოს გარდა, სურდა პოლონეთსა და ალბანეთს, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტის – კახი კახიაშვილის მიერ წარდგენილი პრეზენტაციის შემდეგ ხმის უფლების მქონე დელეგატების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მასპინძლობის უფლება საქართველოს, ქალაქ […]

მინისტრმა შამუგიამ არჩევანი დააფიქსირა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია თბილისის მე-9 საარჩევნო ოლქში გააკეთა. მინისტრის განცხადებით მან ქვეყნის მშვიდობიან წინსვლას მისცა ხმა. „დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნებია. დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ამ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ევროპულ მომავალს. ვფიქრობ რომ სწორად ასეთ არჩევანს გააკეთებს […]

საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო – საია-ს დამკვირვებლების მიერ 10:00 საათისთვის დაწერილია 15 საჩივარი და 15 შენიშვნა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუწყება, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო. განცხადება საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ გააკეთა. საიას ინფორმაციით: საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული ხარვეზები: 6:45 საათზე საიას მიერ დასაკვირვებელი უბნების ნაწილი არ გაიხსნა მოსამზადებლად. ნაძალადევის, კრწანისის და საბურთალოს ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 6:45 საათისთვის წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, ზოგან […]

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხმა მისცა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის მაღალ აქტივობაზე. „საარჩევნო უბანზე თქვენ ხედავთ რიგებს. ეს საქართველოში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ როდესაც ამდენი ამომრჩეველი მოდის, ეს არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ ხელისუფლება იცვლება. მეც დღეს ქართველ ხალხთან ერთად გამოვუწერე “პლაცკარტის” ბილეთი ამ ხელისუფლებას იქ, სადაც მათი […]