ჩემი ხმა: დაფიქსირდა ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემისა და ხმის მიცემის 25-მდე შემთხვევა

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისიის – ჩემი ხმა ცნობით, დაფიქსირდა უბნებზე ამომრჩევლებისთვის ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემისა და ხმის მიცემის 25-მდე შემთხვევა. ლონდა თოლორაიას თქმით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ეძლევათ რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შესაძლებლობა. განცხადება: “ჩემი ხმას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დილის 9:00 საათისთვის საქართველოში გახსნილი 988 უბნიდან: • […]
10:00 საათისათვის აქტივობამ 9.27% შეადგინა

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 10:00 საათისათვის აქტივობამ 9.27% შეადგინა. წინა, 2020 წლის არჩევნებში აქტივობა 8.33% იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი – 10.66% იყო. 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული […]
თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომელიც საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე. “მე დღეს ხმა მივეცი ევროპულ […]
ბიძინა ივანიშვილი – წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ხმა მთაწმინდაზე, 144-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. მისი განცხადებით, საზოგადოებას ძალიან მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ვინაიდან, დღეს ხალხი ირჩევს ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ მთავრობას ან უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელთა დავალებაა, საქართველო მყისიერად ჩაერთოს ომში. „მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი: ან […]
ცესკო – 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს

10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პრესსპიკერის ინფორმაციითვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი, თუმცა ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს […]
ბიძინა ივანიშვილი – პოლარიზაციის საფუძველია, რომ პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ცდილობს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს, მეორე ნაწილი, აგენტურად წოდებულები, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი გამოიხატება მხოლოდ ომში

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისაგან, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ივანიშვილმა მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, პოლარიზაციის საფუძველი ისაა, რომ პოლიტიკოსების […]
საია – კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა აპარატების გაუმართაობის და ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები – საია-ს დამკვირვებლების მიერ 10:00 საათისთვის დაწერილია 15 საჩივარი და 15 შენიშვნა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, 06:45 საათზე საია-ს მიერ დასაკვირვებელი უბნების ნაწილი არ გაიხსნა მოსამზადებლად. „ნაძალადევის, კრწანისის და საბურთალოს ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 06:45 საათისთვის წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, ზოგან კი გააქტიურებული იყო ელექტრონული […]
ნიკა გვარამია – უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს

უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. „ამ წუთისთვის უპრეცედენტო აქტივობაა. აქტივობა შეადგენს 9.5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის არჩევნების შემდეგ. […]
გიორგი ხახუბია – ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ოჯახური ღირებულებების დაცვას და იმ უალტერნატივო გზას, რასაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ჰქვია

ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის #9 უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. როგორც ხახუბიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხმა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას მისცა. „დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩემის მხრივ, ხმა მივეცი ჩემს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ჩვენი ოჯახური ღირებულებების დაცვას და რა თქმა უნდა, იმ უალტერნატივო გზას, […]
დამკვირვებელთა კოალიცია “ჩემი ხმა” საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. გთავაზობთ სადამკვირვებლო მისიის განცხადებას, რომელიც საარჩევნო პროცესებში გამოვლენილ პრობლემებს ასახავს 10 საათის მდგომარეობით: “ჩემი ხმას” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დილის 9:00 საათისთვის საქართველოში გახსნილი 988 უბნიდან: 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით; 36 საარჩევნო […]