ყველა შემთხვევაში მძიმე პერიოდი გველის, არ აქვს მნიშვნელობა არჩევნები როგორ დამთავრდება – ბიზნესმენი

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის, რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობებში უკუსვლა შეწყდება და დაიწყება ურთიერთობის აღდგენა. მისივე თქმით, მოლოდინი, რომ ეს ერთ დღეში მოხდება, არავის აქვს. ამას დასჭირდება დრო და ეს პროცესი იქნება ნელი, ვინაიდან ქვეყანა რეპუტაციულად ძალიან დაზიანდა. „ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობისა და პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, […]
დავით გაბაიძე – არჩევანი გავაკეთე იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს ქვეყნის განვითარებას და დაიცავს ამ ქვეყანაში მშვიდობას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, ქალაქ ბათუმის მერვე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, სადაც იგი მეუღლესთან ერთად მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. „არჩევანი გავაკეთე იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს ქვეყნის განვითარებას და დაიცავს ამ ქვეყანაში მშვიდობას“, – განაცხადა დავით გაბაიძემ. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, […]
ცესკოს პრესსპიკერი – ისრაელში საარჩევნო უბანი გაიხსნა – ჩვენი ინფორმაციით, უბანზე პრობლემა არ არის და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ისრაელში საარჩევნო უბანი გაიხსნა. ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, რამადგანის საარჩევნო უბანზე პრობლემა არ არის და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები მუშაობას დაიწყებს და გაიხსნება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით – დილის 8:00 საათიდან. რაც შეეხება ისრაელს, სადაც უბანი გახსნილია… ჩვენი ინფორმაციით, რამადგანის [ისრაელი] საარჩევნო უბანზე პრობლემა არ არის, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა დამატებით […]
ზუგდიდში, მე-5 საარჩევნო უბანზე კოალიცია „ცვლილებისთვისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მე-5 საარჩევნო უბანზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ მარიამ გოგოხიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, თაზო ფაცაციას შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების” წარმომადგენელი თაზო ფაცაცია ამტკიცებდა, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, მარიამ გოგოხია ამომრჩეველს უბანში შესვლამდე პირადობას ართმევდა. თავად გოგოხიამ ფაქტი უარყო და განმარტა, რომ სინამდვილეში, ამომრჩეველმა მას ცესკოს სიაში გადამოწმების მიზნით დახმარებისთვის მიმართა. […]
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – აჭარაში საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაიწერა

აჭარაში საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაიწერა,- ამის შესახებ ბათუმში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე მანიპულაციის გზით არჩევნების გაყალბებას ახდენს. როგორც ქაშიბაძე აცხადებს, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ. ქაშიბაძე საარჩევნო კომისიებს რეაგირებას სთხოვს. „უბნებთან „ქართული ოცნების” წარმომადგენლები მობილიზებული არიან და ზეწოლას ახდენენ, ისინი […]
ზუგდიდის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლები გააძევეს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა დავით ჩქოტუამ მე-9 უბნის დერეფანში მომხდარ დაპირისპირებაში დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც, მისი თქმით, კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით აკვირდებიან. ჩქოტუას თანახმად, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა მის შენიშვნას, რომ რამდენიმე მეთვალყურე ძალიან ახლო მანძილიდან აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს და ირღვეოდა ფარულობის პრინციპი. „ლელოს“ წარმომადგენლის ცნობით, უბნის თავმჯდომარეს შენიშვნა მისცა […]
ეუთოს მისიის ხელმძღვანელის თქმით, მთავარი მიზანია დარწმუნდნენ, რომ „შედეგებში ხალხის რეალური ნება აისახა“

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პია კაუმამ და ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი მეორე საარჩევნო უბანი მოინახულეს, დააკვირდნენ ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცესს და მედიასთან განაცხადეს, რომ სადამკვირვებლო მისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის შეფასებას ჟურნალისტებს ხვალ გააცნობს. საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე უბნებზე არიან. პია კაუმამ, რომელიც არჩევნებს საქართველოში 2020 წელსაც აკვირდებოდა, ჟურნალისტებს […]
ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა და სხვა დარღვევები – ISFED-ის შეფასება 10:00 საათისთვის

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების თითქმის 75% 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად იყო. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უმეტეს საარჩევნო უბანში შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბნების მომზადების პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანში […]
ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუზე: „ამას პასუხი არ სჭირდება“

ბიძინა ივანიშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც საუბარი იყო მის საქმიანობაზე. კერძოდ, ბაჩიაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. ოფშორების კანონით: „[ბიძინა ივანიშვილმა] ერთ ოპერაციაში, დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს“. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ეს კანონი „”ქართულმა ოცნებამ” მაშინ შეიტანა პარლამენტში, როდესაც ქვეყანაში ე.წ. აგენტების […]
ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს სამშობლოზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას

ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს სამშობლოზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად, – განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო […]