მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო მთავრობამ, არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია – ნიკა მელია

მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო მთავრობამ, არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია – ნიკა მელია “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მელიას განცხადებით, მას უნდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ და მომდევნო მთავრობამ არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული […]

ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს – საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცესკოში განაცხადეს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. შესაბამისად, “კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და […]

ბათუმის 37-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია

ბათუმის 37-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. ერთმანეთს ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. კერძოდ, საარჩევნო უბანზე მყოფი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ შენიშნეს მიკროავტობუსი, სადაც მმართველი გუნდის მხარდამჭერები სიებით იმყოფებოდნენ და ამომრჩევლის მოსყიდვას თანხის სანაცვლოდ ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ფაქტი უარყვეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ხოროიშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებები აქვთ. ადგილზე სამართალდამცველების […]

ნიკა მელია – საარჩევნო უბნებთან რიგები ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა

ეს რიგები საარჩევნო უბნებთან ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, საზოგადოებას, ჩემ უკან რიგში, ივანიშვილისთვის აქვთ ხმა მიცემული, მაგრამ ის არ უკურთხებიათ მეფედ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებას არ უნდა მეფე და კომუნისტური […]

საერთაშორისო დამკვირვებელი – გვეუბნებიან, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგია შედეგების ლეგიტიმურობისთვის

გვეუბნებიან, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგია შედეგების ლეგიტიმურობისთვის, – ამის შესახებ უნგრელმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანდრას აურელ ლასზლომ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „გვეუბნებიან, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგია შედეგების ლეგიტიმურობისთვის. ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივი დამკვირვებლების წარმომადგენლებს, ვესაუბრეთ საარჩევნო პერსონალს, ვესაუბრეთ ამომრჩევლებს, ყველაფერი ძალიან მშვიდია, ყველაფერი ძალიან ორგანიზებულია, რაც ძალიან […]

„სამართლიანი არჩევნები“ – 10:00 საათისთვის, კომისიებში ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან შეტანილია 10 საჩივარი, 2 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კერძოდ, დამკვირვებლებმა მოსყიდვის სავარაუდო 3 შემთხვევა დააფიქსირეს, თანხა კი 100 ლარს შეადგინდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ უბანზე ფიზიკურად ძალადობის შემთხვევები გამოვლინდა. ორგანიზაცია ასევე სხვა დარღვევებზეც საუბრობს, რომელიც დამკვირვებლის უფლების შეზღუდვას, მარკირების წესების დარღვევას, საარჩევნო უბანში არაუფლებამოსილი პირების ყოფნას, საარჩევნო უბნების მოწყობასთან დაკავშირებულ […]

უამინდობის გამო თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ჯერჯერობით ვერ მიაქვთ

თუშეთში მყოფმა მოქალაქეებმა შესაძლოა, ხმის მიცემას ვერ შეძლონ. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც, თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ მიაქვთ. ახმეტის #18 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე აცხადებს, რომ თუ თუშეთში მყოფი მუდმივად მცხოვრები 5 ადამიანი და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მყოფი მესაზღვრები ხმის მიცემას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ. მისივე ინფორმაციით, თუშეთის მიმართულებით სამანქანე გზა დაკეტილია, ვერტმფრენი კი […]

ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე დაარღვია კანონი – ანა ნაცვლიშვილი

“ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კანონი დაარღვია, რადგან უბანი, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ხმას აძლევდა, მისი იქ ყოფნისას გადაკეტეს და მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება არ ჰქონდათ. ანა ნაცვლიშვილმა მთაწმინდის N1 ოლქის მე-3 უბნის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს მოუწოდა, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა. “დღეს რუსმა ოლიგარქმა ხმის მიცემის დროს დაარღვია საქართველოს კანონი. […]

“ჩვენ დღეს ვიმარჯვებთ” – მამუკა ხაზარაძემ ხმა მისცა

“ოლიგარქის 12-წლიანი მმართველობა ყველას კისერში ამოუვიდა, ამ ქვეყანაში ეს ტყუილების კასკადი უნდა დამთავრდეს – ჩვენ დღეს ვიმარჯვებთ”, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ხაზარაძე ამტკიცებს, რომ, „ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეებმა ამ ქვეყნის დაბრუნება გადაწყვიტეს“. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი […]

“მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო მთავრობამ, არ განიცადონ ის რთული წლები, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია” – ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მელიას განცხადებით, მას უნდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ და მომდევნო მთავრობამ არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრმა თაობამ გამოიარა. “მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო მთავრობამ, არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ […]