ცესკო არჩევნების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები.”- ამის შესახებ განცხადებას ცესკო-ს საინფორმაციო ბრიფინგზე გაკეთდა. “ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ […]
კარლ ბილდტი – საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მიმდინარეობს – ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება

ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება, – ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ […]
ირაკლი ღარიბაშვილი – ოპოზიციას ვურჩევდი არჩევნებში მორიგ დამარცხებას წინასწარ შეეგუონ და ჩვენი ხალხის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ!

ოპოზიციას ვურჩევდი არჩევნებში მორიგ დამარცხებას წინასწარ შეეგუონ და ჩვენი ხალხის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ! – ეს განცხადება მედიასთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არ ეგულება ადამიანი, ვინც მშვიდობასა და განვითარებას მხარს არ დაუჭერს. „დიდი ხანია ოპოზიციაზე ჩვენი ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რომ […]
„ძლიერი საქართველოს“ დელეგატის აგილ მუსტაფაევის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

„ძლიერი საქართველოს“ დელეგატის აგილ მუსტაფაევის განცხადებით, მარნეულის მე-13 საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს. როგორც მუსტაფაევი აცხადებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი უბნის თავმჯდომარემ გამოაგდო, რადგან ის დარღვევებს აფიქსირებდა. „მისი ნების გარეშე “ოცნების” კოორდინატირებმა “ბეიჯი” დაუმზადეს, ჩვენ მხარეს უნდა იყოო. უბანში შევიდა და თქვა, რომ გაყალბების საშუალებას არ მისცემდა, ამის გამო, გარეთ გაუშვეს. ამომრჩეველს გარეთ ხვდებოდნენ, სურათი გადაუღეთ და […]
ლევან ხაბეიშვილი – საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ მოკრიმინალო, სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი – ისინი ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში ხელს უშლიან

100 მეტრის რადიუსში [საარჩევნო უბნიდან], არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი არიან, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ადამიანები საარჩევნო უბნის კიბეებთან დგანან და ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში. „100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც […]
საია: “საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ [საია] სადამკვირვებლო მისია, 11:00 საათის მდგომარეობით, აცხადებს, რომ „26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო“ . საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული ხარვეზები მოიცავს როგორც საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნას, ასევე – „ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად გადაცვლის“ ფაქტებს. „კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა როგორც აპარატების გაუმართაობის, ისე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები“, – აღნიშნავს საია. დამკვირვებლებმა […]
რუსთავში საარჩევნო უბანზე სათვალთვალო კამერა დააფიქსირეს

რუსთავის ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე ვიდეოსათვალთვალო კამერა დააფიქსირეს. დამკვირვებლის, „თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტის“ ადგილობრივი დამკვირვებლის, ნუკრი რამიშვილის შედგენილი საჩივრის მიხედვით, საარჩევნო უბანზე შეუფუთავი ვიდეოკამერა იყო. დამკვირვებელი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კამერა კედელზე ისეთ სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული, რომ მთელი საარჩევნო უბნის და ხმის მიცემის პროცედურის ვიდეოგადაღება შეეძლო. თუმცა დააფიქსირებდა თუ არა უშუალოდ ამომრჩევლის არჩევანს, ეს მისთვის უცნობია. […]
ქუთაისში ამომრჩეველმა ხმა მისცა პასპორტით, რომლის მთლიანობაც დარღვეული იყო

ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა მთლიანობადარღვეული პასპორტით მისცა. როგორც ფორმულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თავდაპირველად მას უხსნიდნენ, რომ ხმის მიცემას ვერ შეძლებდა, რადგან პასპორტი დახეული ჰქონდა. როგორც კადრებიდან ჩანს, მოქალაქეს ერთ ხელში პასპორტი ეჭირა, მეორეში კი პასპორტის პირველი გვერდი, რომელზეც პირადი მონაცემებია მოცემული. “შენ რა უნდა გადაუწყვიტო, შენ გადაუწყვიტე ნაციონალებს, ბიჭო, გეიგე?! მე ვარ პატრიოტი! […]
კოალიცია ცვლილებისთვის: ბათუმში დარღვევები დაფიქსირდა და დაწერილია 30 საჩივარი

კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ბათუმში დარღვევები დაფიქსირდა და ამ დროისთვის უკვე 30 საჩივარია დაწერილი. როგორც ქამადაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაფიქსირდა აგიტაციის ფაქტებიც ქართული ოცნების სასარგებლოდ. “ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე და 33-ე უბნებზე დაფიქსირებულია ორ-ორი ბიულეტენის გაცემა. ჩვენ გვაქვს ამის ვიდეომტკიცებულება და ამასაც მოგაწვდით საზოგადოებას და ამ ყველა […]
საია: მარნეულის 35-ე უბანზე, სავარაუდოდ, ოცნების წარმომადგენელმა ორჯერ მისცა ხმა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები – გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე. დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა. […]