პრემიერი – დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის ფაქტები – გვესმის, რომ მაღალი აქტივობა რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს, თუმცა, მობილიზაციისთვის ხელშეშლა არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენაა

სამწუხაროდ, დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები, ასევე, იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა ამომრჩევლისთვის, მათი მობილიზაციისთვის ხელის შეშლა, ეს არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, მოქალაქეებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს […]
ირაკლი კობახიძე – გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია – შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტივობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია – შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტივობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში განვაგრძობთ ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ზრუნვას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, თუ სადმე დაფიქსირდება დარღვევა, მმართველი გუნდი იქნება პირველი, ვინც ამაზე რეაგირებას […]
ელენე ხოშტარია – საქართველოს მოქალაქეების ნებით გადავდივართ ახალ ეტაპზე – ეს არის კოალიციურ მმართველობა, ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე

დღეს არის ისტორიული დღე, ამ დღით იამაყებს საქართველოს ყველა მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეების ნებით ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე – ეს არის კოალიციურ მმართველობა, ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა უნდა წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც გველოდება მთელი მსოფლიო. „დღეს არის ისტორიული დღე, ამ დღით იამაყებს […]
ირაკლი კობახიძე – გვაქვს ვებგვერდი shedegebi.ge, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, 8 საათიდან მოცემული იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით

ჩვენ გვაქვს ვებგვერდი შექმნილი, რომელსაც shedegebi.ge ეწოდება. ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, აღნიშნულ ვებგვერდზე მთელი დღის განმავლობაში განახლდება მონაცემები, ხოლო საღამოს 8 საათიდან, განთავსდება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ შედეგებზე დაფუძნებული ინფორმაცია. „მთელი დღის განმავლობაში განახლდება აქტივობის მონაცემები და ეს მონაცემები […]
სოფო ჯაფარიძე – ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო იტყვის თავის სიტყვას – „კი ევროპას! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!“

საარჩევნო უბნებთან არ წყდება ქართველი ხალხის, შეუპოვრად მებრძოლი ქართველი ხალხის რიგები, რომლებიც უკვე რამდენი წელია, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო იტყვის თავის სიტყვას – “კი ევროპას! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!“ – ამის შესახებ “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. […]
მოქალაქის ხმა განსაზღვრავს, იქნება მშვიდობა თუ ომი. ოპოზიციას ვურჩევდი არჩევნებში მორიგ დამარცხებას წინასწარ შეეგუონ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა ალიაშვილის ქუჩაზე, #54-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. „ხმა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მივეცი. არჩევანი ჩვენი ხალხისთვის ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა […]
წინასაარჩევნო სამზადისი ვაშინგტონში

შეერთებული შტატების დედაქალაქში, საქართველოს მოქალაქეები, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. საარჩევნო უბანი, ვაშინგტონის დროით, დილის 8:00 საათზე გაიხსნება. როგორია სამზადისი ვაშინგტონში – “ამერიკის ხმის” ჩართვა”ტვ პირველზე”.
უამინდობის გამო თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ჯერჯერობით ვერ მიაქვთ

თუშეთში მყოფმა მოქალაქეებმა შესაძლოა, ხმის მიცემას ვერ შეძლონ. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც, თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ მიაქვთ. ახმეტის #18 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე აცხადებს, რომ თუ თუშეთში მყოფი მუდმივად მცხოვრები 5 ადამიანი და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მყოფი მესაზღვრები ხმის მიცემას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ. მისივე ინფორმაციით, თუშეთის მიმართულებით სამანქანე გზა დაკეტილია, ვერტმფრენი კი […]
მოკრიმინალო, სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში ხელს უშლიან – ლევან ხაბეიშვილი

100 მეტრის რადიუსში [საარჩევნო უბნიდან], არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი არიან, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ადამიანები საარჩევნო უბნის კიბეებთან დგანან და ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში. „100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც […]
სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები, ყველას მოვუწოდებ, რომ ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას

სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები, ყველას მოვუწოდებ, რომ ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას ამომრჩევლის მობილიზაცია პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა და გავაგრძელებთ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლების მობილიზაციას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს საკუთარი არჩევანი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა, […]