„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობის” მოსყიდვის სქემაზე განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ: “როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მე მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩავატარე. ერთ-ერთი პუნქტი, რაც მე მაშინ მოვუყევი წინასწარ საზოგადოებას, იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მოდიოდა „ნაცმოძრაობიდან“ , რომ ისინი აპირებდნენ ადამიანების მოსყიდვას საიმისოდ, რომ შემდეგ მომხდარიყო ვიდეო კადრების გავრცელება, ანუ, სქემა იყო ასეთი, რომ […]

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი – 20 903; ქვემო ქართლი – 83 448; შიდა ქართლი – 51 522; სამცხე-ჯავახეთი – 31 651; რაჭა ლეჩხუმი – 9 096; […]

12:00 საათის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 22.22% მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი – 20 903; ქვემო ქართლი – 83 448; შიდა ქართლი – 51 522; სამცხე-ჯავახეთი – 31 651; რაჭა ლეჩხუმი – 9 […]

მარნეულის 74-ე უბანზე ენმ-ის წარმომადგენელს სცემეს

მარნეულის 74-ე უბანზე ოპოზიციური პარტიის წევრებსა და უბანზე მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი მუმლაძემ დაუდასტურა. ნაცემია აზად ქერიმოვი „ნაციონალური მოძრაობის“ რაინული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ნაცემი ქერიმოვის კადრები ტელეკომპანია „მთავარმა“გადაიღო. მისი თქმით, მას ფიზიკურად მარნეულის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი გაუსწორდა. გიორგი მუმლაძე ჰყვება, რომ უბნიდან აძევებდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი […]

მამუკა მდინარაძე – წარმოუდგენელია, კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს უბანზე ბიულეტენებს, ეს საბოტაჟია – თუ კადრები ნამდვილია, უმკაცრესად დაისჯება

წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს უბანზე ბიულეტენებს, ეს არის პირდაპირი გაგებით საბოტაჟი – თუ ეს კადრები ნამდვილია, უმკაცრესად დაისჯება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვინც კადრებში ჩანს არის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ის მონაწილეობას იღებს ქვეყნის არევის გეგმაში. როგორც […]

გიგი წერეთელი – დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ – სწორედ ამას მივეცი ხმა

დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ – სწორედ ამას მივეცი ხმა, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა-ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნები განსაზღვრავს როგორ გააგრძელებას ცხოვრებას საქართველო. „დღეს არის ნამდვილად ისტორიული არჩევნები ამ ქვეყნისთვის და ეს არჩევნები განსაზღვრავს, ისტორიულად როგორ გააგრძელებს ცხოვრებას საქართველო და მე ვიცი, რომ […]

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან ხუთი დამკვირვებელი გააძევეს

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბნიდან ხუთი დამკვირვებელი გააძევეს. როგორც ჟურნალისტებს მე-9 უბნის კომისიის თავმჯდომარემ დონა ბერიშვილმა განუცხადა, ხუთივე დამკვირვებლის გაძევების მიზეზი იყო ის, რომ ისინი საარჩევნო უბანზე ხმაურობდნენ და რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ. „რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ, ხმაურობდნენ. მთელი დღეა ამ გოგოს პირი არ გაუჩერებია. ვუთხარი, დააკვირდი და ა.შ. შევიდა მდივანთან, ჩართო კამერა და მდივნის […]

ლევან მგალობლიშვილი – ჩემი არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, დღეს თავისი არჩევანი აბაშაში განთავსებულ მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, ტერიტორიების გამთლიანებას და მის ღირსეულ წევრობას ევროკავშირში. მე ხმა სწორედ ასეთ მომავალს მივეცი და ჩემი არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ […]

დაიხურა მარნეულის უბანი, სადაც საარჩევნო ყუთში ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენეს

დაიხურა მარნეულის N69 საარჩევნო უბანი, სადაც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა. უბანზე ხმის მიცემა შეწყვეტილია. არსებული ინფორმაციით, კონვერტები მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩატენა. ის ადგილზე აღარ იმყოფება. ცოტა ხნის წინ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. ამავე უბანზე […]

კალანდარიშვილი მარნეულზე: მოვითხოვ, საოლქო კომისია გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ზომები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის შემთხვევას გამოეხმაურა, სადაც საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. კერძოდ, საქმე ეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი N69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ათეულობით კონვერტს ტენის. როგორც კალანდარიშვილმა თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. “ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების […]