მამუკა მდინარაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ მერიაში ნებართვაზე განცხადება შეტანილი აქვს, რომ დღეს 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე აქცია გამართონ

ინფორმაცია მაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მერიაში ნებართვაზე განცხადება შეტანილი აქვს, რომ დღეს 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე აქცია გამართონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ჩამოშლილია, „უბრალოდ, ახალა ერთმანეთს აგიჟებენ, აგონიაში არიან“. „მე ინფორმაცია მაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მერიაში ნებართვაზე განცხადება წესების დაცვით შეტანილი აქვს, რომ დღეს 20:00 […]
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან ხუთი დამკვირვებელი გააძევეს

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბნიდან ხუთი დამკვირვებელი გააძევეს. როგორც ჟურნალისტებს მე-9 უბნის კომისიის თავმჯდომარემ დონა ბერიშვილმა განუცხადა, ხუთივე დამკვირვებლის გაძევების მიზეზი იყო ის, რომ ისინი საარჩევნო უბანზე ხმაურობდნენ და რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ. „რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ, ხმაურობდნენ. მთელი დღეა ამ გოგოს პირი არ გაუჩერებია. ვუთხარი, დააკვირდი და ა.შ. შევიდა მდივანთან, ჩართო კამერა და მდივნის […]
ცესკოს თავმჯდომარე ბაღდათის #23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე – კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრა

კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბაღდათის #23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას. როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, დაზიანებული ვერიფიკაციის აპარატებით პროცესის გაგრძელება შეუძლებელი იყო. „მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის #23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, რომლის ფარგლებში ამომრჩეველმა, რომელიც […]
მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც, არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია

მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია. „კენჭისყრა შეწყვეტილია, განკარგულება მიიღო საოლქო საარჩევნო კომისიამ, ინციდენტის გამო. რეაგირება არის ის, რომ კენჭისყრა შეწყვეტილია“,- განაცხადა ცესკო-ს წარმომადგენელმა, იაკობ ასანიძემ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში […]
მამუკა მდინარაძე – მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს – ნუ დასდევენ კოორდინატორებს, ხელს უშლიან ამომრჩევლის მობილიზებაში, რაც არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით

მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს – ნუ დასდევენ კოორდინატორებს, ხელს უშლიან ამომრჩევლის მობილიზებაში, რაც არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის კოორდინატორებს უნდათ ჰქონდეთ სიები, რათა უზრუნველყონ ამომრჩევლების მიყვანა. მისივე თქმით, ეს არის ლეგიტიმური საქმიანობა, უშუალოდ პარტიის დავალებით ხდება ამომრჩევლის მობილიზება და ამაზე […]
ცესკო-ს თავმჯდომარე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს, გაერკვეს 69-ე უბანზე მომხდარში და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს, გაერკვეს მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარში და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს. კერძოდ, საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. კალანდარიშვილი აღნიშნულს შემაშფოთებელს უწოდებს. ამასთან, ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე წარმოება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით განახორციელოს. „ეს არის შემაშფოთებელი […]
მარნეულის 69-ე უბანი დაიხურა

მარნეულში 69-ე საარჩევნო უბანი დაიხურა, იტყობინება ადგილიდან „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი. აქამდე, უბნიდან გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი პირი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიდა. ამის შემდეგ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ. მარნეულში, 22-ე საარჩევნო ოლქში, 69-ე უბანზე, სადაც არჩევნები არა ელექტრონულად, არამედ ძველი წესით ტარდება, კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. პირმა, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს […]
ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრას „იზოლირებული შემთხვევა“ უწოდა

მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრას ბრიფინგზე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. მისი შეფასებით, ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს. „ვრცელდება მედია- და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს – ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში – […]
მდინარაძე მარნეულში ბიულეტენების ჩაყრას „ნაცმოძრაობას“ უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, მარნეულში, #69-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრა „ნაცმოძრაობას“ დაუკავშირა. მან პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „მოსალოდნელი პროვოკაციის“ შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული. „სქემა იყო ასეთი: უნდა მოესყიდათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებიდან, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, რომელიც სხვას დაარწმუნებდა ან თვითონ გააკეთებდა – ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს და ამას შემდეგ ვინმე გადაიღებდა „ნაცმოძრაობიდან“ […]
რუსთავში რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ხელი შეუშალეს საქმიანობაში

რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. რეპორტიორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს. ეს მოჰყვა რადიო თავისუფლების მცდელობას, დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. ინციდენტს შეესწრო რუსთავის ოლქში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რუსუდან მჭედლიძე. ის რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ არაიდენტიფიცირებადი […]