“მირჩევნია “ოქროს ბურთი” მოვიგო, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი” – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი

“ლივერპულის” განაპირა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა Goal-თან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ სურს მისი სახელი და გვარი ფანებს დაამახსოვრდეთ. ინგლისელის თქმით, მისი ოცნება “ოქროს ბურთის” მოგებაა. “მსურს ფეხბურთის ლეგენდა გავხდე. მინდა ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა განაპირა მცველი გავხდე და ვარსკვლავებს მივწვდე, აი ეს არის ჩემი ამბიცია. მირჩევნია “ოქროს ბურთი” მოვიგო, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი. მჯერა, ამის […]

კორძაია: ამომრჩევლებზე ზეწოლაა, გარკვეულ უბნებზე კენჭისყრა დარღვევით მიმდინარეობს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენელი კომისიის წევრები ამომრჩეველთა სიებს ბეიჯებში მალავენ. როგორც კორძაიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას გამოიყენონ თავიანთი უფლება და მიმდინარეობს ამომრჩევლებზე ზეწოლა. “ქუთაისის მე-11 და მე-7 უბანში მოხდა ორი ბიულეტენის გაცემა. გორის მე-80, დედოფლის წყაროს მე-2 უბანში, მთაწმინდის მე-3 უბანში – სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი. ასევე […]

ისან-სამგორის საარჩევნო უბანზე მოქალაქეები ცივი იარაღით გადაადგილდებოდნენ

ისან-სამგორის 51-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეები მაიდენტიფიცირებელი საბუთის გარეშე და ცივი იარაღით მივიდნენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მათ ვინაობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა მოსთხოვეს. ამას მოჰყვა შელაპარაკება და დაპირისპირება. საარჩევნო უბანზე მისული მოქალაქეები, რომლებსაც საიდენტიფიკაციო მოწმობა არ ჰქონდათ, ცივი იარაღით, კერძოდ დანით გადაადგილდებოდნენ, თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლეს. როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ […]

ზუგდიდში მოქალაქის თქმით, გადასატანი ყუთის დამკვირვებელმა ბიულეტენი მის ნაცვლად გააფერადა

ზუგდიდში გადასატანი ყუთით მოსარგებლე მოქალაქე ამბობს, რომ დამკვირვებელმა მის ბიულეტენზე სასურველი კანდიდატი თვითონ შემოხაზა. დამკვირვებლის მიერ ქართული ოცნების გაფერადება პენსიონერი ქალის შვილიშვილმა შეამჩნია და ბიულეტენი გააუქმებინა. “სამნი იყვნენ, ერთ-ერთმა აიღო და თვითონ გააფერადა [ბიულეტენი]. ჩემი სასურველი [პარტია] არ გაუფერადებია, არც უკითხავს, ისე გააფერადა თავისით. ჩემი შვილიშვილი რომ არ ყოფილიყო, მე მხედველობა დაქვეითებული მაქვს, ვერც ვნახავდი”, […]

მარნეულის 69-ე უბანზე კენჭისყრა შეჩერებულია

მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია. „კენჭისყრა შეწყვეტილია, განკარგულება მიიღო საოლქო საარჩევნო კომისიამ, ინციდენტის გამო. რეაგირება არის ის, რომ კენჭისყრა შეწყვეტილია“,- განაცხადა ცესკო-ს წარმომადგენელმა, იაკობ ასანიძემ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში […]

არჩევნები რუსეთსა და დასავლეთს შორის მკაფიო არჩევანის აღქმით – Reuters

„საქართველოს მოქალაქეები მიდიან არჩევნებზე, რომლებსაც ორივე მხარე აღწერს, როგორც ეგზისტენციურ ბრძოლას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რა გზას აირჩევს საქართველო – დასავლეთთან ინტეგრაციას თუ მოსკოვისკენ გადახრას“ – ასე ხსნის თავის სტატიას Reuters-ი საქართველოს არჩევნების შესახებ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „2022 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში “ქართულმა ოცნებამ” მნიშვნელოვნად დახია ქვეყანა უკან, რუსეთის ორბიტისკენ და დასავლეთი ომში ჩათრევისთვის […]

მარნეულის ინციდენტზე ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, არ დავუშვებთ რომ ასეთმა მართულმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რაც კენჭისყრის დღესთან მიმართებით გავწიეთ

მარნეულის ინციდენტზე ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, არ დავუშვებთ რომ ასეთმა მართულმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რაც კენჭისყრის დღესთან მიმართებით გავწიეთ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან სამართალდამცველებს მოუწოდა შესაბამისი წარმოების პროცედურების სწრაფად განხორციელებისკენ, რათა თავის მხრივ, ცესკოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე სწორი და დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდეს. „ვრცელდება მედიასა და […]

ისანში, 30-ე საარჩევნო უბანთან ხმაური იყო

ისანში, 30-ე საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. დაპირისპირება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და უბანთან მყოფ იმ ადამიანებს შორის მოხდა, რომლებიც ხაბეიშვილის თქმით, სუს-ის „ნასეტკები“ არიან. ხაბეიშვილმა აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ვითარების განსამუხტად მისული იყვნენ სამართალდამცველებიც. „100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად, სუს-ის „ნასეტკები“ […]

სალომე ზურაბიშვილი – სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება

სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ შემთხვევას, კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. „სირცხვილია, სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ალეკო ელისაშვილი – კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ კი არადა, „რუსული ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის წინსვლა, ევროკავშირში წაყვანა

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ „ქართული ოცნების“ კი არადა, „რუსული ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის წინსვლა, ევროკავშირში წაყვანა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მან ხმა საბურთალოს ოლქის 46-ე საარჩევნო უბანზე უკვე მისცა. „ვიყავი ჩემს მშობლიურ საარჩევნო უბანზე, საბურთალოზე, ადრე ტოროშელიძე ერქვა, ახლა ჯანო ბაგრატიონი ჰქვია, ამ […]